COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » Google Search ამატებს PDF–ის ჩვენების ფუნქციას

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2228


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
Google Search ამატებს PDF–ის ჩვენების ფუნქციას
Google Search ამატებს PDF–ის ჩვენების ფუნქციას
Google Search მხოლოდ საიტებს არ აინდექსირებს, მისი მოქმედების არეალში პოპულარული დოკუმენტების ფორმატებიც – pdf, xls, doc - ხვდება. თუმცა ასეთი დოკუმენტების ბრაუზერში ჩვენება პრობლემაა – ბრაუზერები უბრალოდ ვერ ამუშავებენ ამ გაფართოებაში შენახულ ფაილებს. დიდი ხნის განმავლობაში Google ცდილობდა ეს პრობლემა "View as HTML" ბმულით მოეგვარებინა, რომელზე დაჭერითაც დოკუმენტი HTML-ად გარდაიქმნებოდა და ისე ეგზავნებოდა ბრაუზერს. ამ გზით მომხმარებელს საშუალება ეძლეოდა, დოკუმენტის შინაარსი გაეგო, მაგრამ მთელი ფორმატირება იკარგებოდა.

და ცოტა ხნის წინ Google Blog–ზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამიერიდან PDF–ებისთვის View as HTML შეიცვლება Quick View–ით, რომელიც დოკუმენტის HTML–ად გარდაქმნის მაგივრად მას პირდაპირ სურათებად გიჩვენებთ, ფორმატირების დარღვევის გარეშე, ამაში კი Google Search ძმობილ პროექტს – Google Docs–ს დაიხმარებს.




როგორც Google გვპირდება, სხვა ფორმატებისთვის იგივე შესაძლებლობის მხარდაჭერა მალე დაემატება.


შესაძლებლობის გამოცდა შეგიძლიათ ამ ძებნაში პირველივე შედეგის გასწვრივ Quick View ბმულზე დაჭერით.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-10-2009, 17:18:00 | domen
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.