K-Lite Codec Pack 5.5.6 Update
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც უყვართ ფილმებისა და მუსიკის დაკვრა საყვარელ და ჩვეულ Media Player-ში, ან მათთვის ვისაც არ აინტერესებთ/სჭირდებათ რამე განსხვავებულის, შესაძლოა უკეთესის ძიება :-) კიდევ ერთხელ განახლდა მსოფლიოში ცნობილი და საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული K-Lite კოდეკების ნაკრები, Codec Guide-ისგან. პროგრამა გაანაახლებს თქვენს 5.5.x პაკეტს 5.5.6 ვერსიამდე, რასაც რიგი გაუმჯობესებები მოაქვს. კოდეკების პაკეტი ხშირად განახლდება, რამაც შეიძლება მხოლოდ გაგვახაროს. ვისაც გვაინტერესებს, ვკითხულობთ - ვაჭერთ სრულად-ს. ვინც არ იცით მოგახსენებთ, რომ K-Lite Codec Pack თითქმის ყველა კომპიუტერის განუყრელი ნაწილი არის ან უნდა იყოს, რადგან გეხმარებათ დაუკრათ ყველა ფორმატის/ტიპის მედია ფაილი რაც გაგიგონიათ და ბევრ სხვა ისეთის, რომლებზეც არც კი გსმენიათ. მასთან აღარ მოგიწევთ [ზედმეტი] წვალება ნაცნობისგან ნაშოვნი ან ინტერნეტით ჩამოტვირთული აუდიო-ვიდეო ფაილიების 99%-ის დასაკვრელად. მოკლედ, როგორც Ja_Ja იტყოდა: "ვისაც გსურთ დაეწიოთ მსოფლიო სტანდარტებს აწვებით ბმულს" :-) რის შემდეგაც გვეხსნება გვერდი ახალი შესაძლებლობა/გაუმჯობესებების ჩამონათვალით და ბოლოში თვითონ განახლების ჩამოსაქაჩი ბმულებით: K-Lite Codec Pack 5.5.6 Update 5.8 მეგაბაიტი ზარმაცები პირდაპირ ვტვირთავთ: ყურადღება! ის რაც ზევით დევს მხოლოდ განახლებაა, რასაც ალბათ ფაილის ზომიდან დაასკვნიდით. თუ არ გვაქვს მთლიანი პაკეტი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნაკრები აქედან: ბეჭდვითი ვერსია | 03-01-2010, 20:50:00 | gearge |
|