მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Mozilla ცვლის სამუშაო გრაფიკს და ვერსიების შემუშავების მიდგომას
Mozilla ცვლის სამუშაო გრაფიკს და ვერსიების შემუშავების მიდგომას

ამ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, Mozilla-ს Firefox პროექტის უფროსმა მაიკ ბალტცნერმა (Mike Beltzner) განაცხადა, რომ კომპანია რადიკალურად ცვლის ბრაუზერის შემუშავების სტრატეგიას და იგეგმება Firefox 3.7-ის გამოტოვება რელისების (გამოშვებების) გრაფიკიდან. ამის მაგიერ, ბრაუზერის ფუნქციონალური ცვლილებები გამოვა უსაფრთხოების განახლებებთან ერთად.

ეს ნიშნავს, რომ თითქმის უკვე დასრულებული Firefox 3.6-ის შემდეგი ვერსია იქნება განახლება, რომლის ოფიციალური სახელი ჯერ უცნობია და რომლის გამოსვლას 2010 წლის დასასრულს ან 2011 წლის დასაწყისში უნდა ველოდეთ.

შარშან Mozilla გეგმავდა გამოეშვა 3.6 და 3.7 ვერსიები მათ შორის მცირე დროის ინტერვალით - ოთხი ან ხუთი თვე. ამის შემდეგ, 2010 წლის ბოლო კვარტალში სამყაროსთვის უნდა წარმოედგინათ შემდეგი "მსხვილი განახლება", Firefox 4.0. მაგრამ 3.6 ვერსიის შემუშავებისას გადაწყდა ეს გრაფიკი შეცვლილიყო.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



Mozilla-ში გადაწყვიტეს, რომ არ იყო მართებული, ბროუზერში ახალი ფუნქციების ჩანერგვისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ლოდინი. ახალი გეგმით მიხედვით, კომპანია მუდამ გაამდიდრებს Firefox-ს უახლესი შესაძლებლობებით, ყოველ ახალ უსაბრთხოების განახლებათან ერთად, რომელთა შორის შუალედი დაახლოებით ოთხ კვირას შეადგენს.

პირველმა ასეთმა განახლებამ მიიღო კოდური სახელი "Lorentz".

ეს განახლება მოგვცემს საშუალებს გავნაცალკევოთ ბროუზერის პროცესი, მოქმედი ედონების (Add-ons) პროცესებისგან. პირველი კანდიდტები განცალკევებისთვის არიავ Adobe Flash და Apple Quicktime პლაგინები (Plug-ins), რადგან ისინი ხდებიან ყველაზე ხშირად Firefox-ის "დაყვინთვის" მიზეზები.

რაც შეეხება საბოლოო Firefox 3.6 ვერსიის გამოსვლას, მოზილას საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ნახსენებია ორი ვადა: 19 და 26 იანვარი.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 18-01-2010, 11:00:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.