COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » Google გატეხილია

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2296


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
Google გატეხილია
Google გატეხილია

15.01.2010. გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.




რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.

კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს >> სრულად



გუშინ Microsoft-მა გამოაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა გამოუშვას საგანგებო უსაფრთხოების განახლება, ხვრელის დასახურად. მანამ, 14 იანვარს, კომპანიამ გამოქვეყნა დოკუმენტი (Security Advisory 979352), რომელშიც გვთავაზობდა [დროებით] თავდაცვის ღონისძიებებს, მათ შორის: Explorer-ის ოფციებში ინტერნეტის და ლოკალური ინტრანეტის უსაფრთხოების ზონების "მაღალზე" (High) გადაყვანას. BSI-ის განცხადებით, ეს ზომები არ არის  საკმარისი მომხმარებლების დასაცავად. მას შემდეგ რაც იმავე დოკუმენტში Microsoft გვარწმუნებდა, რომ მათ ბრაუზერზე მხოლოდ "შეზღუდული რაოდენობის შეტევები" იყო დაფიქსირებული, კომპანია მზად არის დაარღვიოს განახლებების გამოსვლის გრაფიკი - "go out-of-band" - ხარვეზის აღმომფხვრელი განახლების რაც შეიძლება მალე მოსაწოდებლად. ტრადიციულად, Microsoft უშვებს განახლებებს ერთად, პაკეტების სახით. ეს ხდება ყოველ სამშაბათს, რომელიც ცნობილია როგორც “Patch Tuesday" (ნაკერების სამშაბათი:-).

მეორესმხრივ, Microsoft-ის აჩქარებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან, მისივე აღიარებით: Internet Explorer-ის კოდში დაშვებული ეს შეცდომა იყო გამოყენებული, გასული წლის დეკემბერიდან დაწყებული მასიური შეტევებისთვის, Google, Adobe და რიგ სხვა კომპანიებზე.



ყველას, ვისაც გამოგრჩათ ეს "წყალგამყოფი მომენტი კიბერ-უსაფრთხოებაში" - როგორც ერთმა McAfee-ის სპეციალისტმა აღნიშნა - მოგვიანებით შემოგთავაზებთ მის შედარებით ვრცელ განხილვას, სათაურით: "ოპერაცია Aurora". მანამ კი, ეს სიახლე ვერ ითმენდა!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-01-2010, 03:15:00 | gearge
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

მარტიდან გუგლი წყვიტავს IE6-ის მხარდაჭერას საერთოდ. აქედან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ გოგლში ამ ბრაუზერს იყენებენ ან იყენებდნენ :)
04-02-2010, 15:59:51 | EMOziko

გავასწორე უხეში გრამატიკული შეცდომები სიახლეში.

ყველას დიდი ბოდიში - ნამდვილად არასაპატიოა!
24-01-2010, 03:02:49 | gearge

ზუსტად რომ IE6-ს იყენებს გუგლიც და ედობიც :) უბრალოდ ადმინისტრირების პრობლემების გამო. IE-ს ადმინისტრირება ზოგადად უფრო ადვილიცაა.

+ ახალი პროგრამის დანერგვა არაა მარტივი საქმე მაგხელა კომპანიებისთვის. სულ "ზემოთ" სანამ ეგ ამბავი მიაღწევს კიდევ... :)
21-01-2010, 22:25:23 | Power_VANO

Firefox Rules
21-01-2010, 21:57:12 | sikvdila

მანდამაიც ოპერა რატომ მიზილას მომხმარებლები ზანგები ვართ?
21-01-2010, 21:47:11 | toxrex

ვა რატომღაც რაღაც ნაწილი მოეჭრა გზავნილს :) ჰოდა ბოლოს იმის თქმა მინდოდა რომ სტატიაში ოპერასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია დევს :)

რაც შემეხება ჩემ პირად უსაფრთხოებას, კარგა ხანია უკვე ვინდოზავრს თავი დავანებე :)
21-01-2010, 21:25:33 | EMOziko

აქ ზედმეტია საუბარი გუგლის დაჰაკვაზე. როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, კრიმინალებმა მხოლოდ რამდენიმე ჩინელი დისიდენტის gmail აკაუნტში შეაღწიეს და იქაც მხოლოდ რამდენიმე წერილის სათაურის წაკითხვა მოახერხეს, მეტი არაფერი. გუგლის თანამშრომლები რა თქმა უნდა ქრომს ან მელაკუდას იყენებენ ალბათ და არა ექსპლორერს. კრიმინალების სამიზნე კი ჩინელი დისიდენტები იყვნენ.
რაც შეეხება მთავრობების მიერ სხვა ბრაუზერების რეკომენდაციას, კარგი მაშIნ მთლიან ციტატას მოვიყვან: "both the German and French governments have publicly issued warnings to Internet Explorer users to use alternative browsers at least until a fix for the security hole is made.[15][16][17] The first browser they recommended was Mozilla Firefox, followed by Google Chrome. " აქედან ჩანს, რომ როგორც საფრანგეთის, ასევე გერმანიის მთავრობებმა მოსახლეობას ალტერნატივად ურჩიეს firefox და ქრომი. ოპერა არსად არ არის ნახსენები და არ
21-01-2010, 21:22:05 | EMOziko

რაც მახსოვს სულ IE-ში რაღაც შავ ხვრელებს პოულობენ და სულ ისტერიკებშია ხალხი... ისე მე gelink მაქ და რავი ჩემი ფაერვოლი მაინც გადასალახი ექნებათ... რა ფაერვოლი IEს არასდროს არ ვხმარობ :D gearge ისა და გუგლი რა შუაშია?
21-01-2010, 21:09:42 | fashisti

ისე, ვანოს ვეთანხმები...
ზედმეტი პანიკიორობა და ვაიმედედარაგვეშველებაIEსხვ ელისგადამკიდე–ობა არაა საჭირო
რეალურად, ყველას სახლში გვაქვს როუტერი....თუმცა Glink-ელებს მემგონი უფრო რთულად აქვსთ საქმე...

ისე, არც ალტერნატივაზე ვამბობ უარს,
მართალია IE დეფაულტ ბრაუზერად მიყენია მაგრამ 90% მაინც Opera-ს ვიყენებ
21-01-2010, 20:10:50 | Gio_kiborg

მე მშვიდად ვარ, სანამ ჩემს კომპამდე და IE-მდე მოვლენ, იქამდე ჩემი როუტერი და შიდა ქსელი უნდა გამოიარონ :) ახლა ვინმე დიდი ჰაკერი ბიძია ჩემით ნამდვილად არ დაინტერესდება და "მცირე ჰაკერნი" რას გამოსცდებიან როუტერს აბა :)

და ეს ყველაფერი - კონფიკერები, ფიშინში და შპიონები ძირითადად ნაკლები გამოცდილების მქონე მომხმარებელზეა გათვლილი, რომელიც უმრავლესობას შეადგენს კომპ. მომხმარებლებისას.
21-01-2010, 19:06:46 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.