მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
The Overclocker - მე-9 ნომერი
The Overclocker - მე-9 ნომერი

დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ოვერქლოქინგის, ქართულად იგივე აჩქარების შესახებ სპეციალიზებული ინგლისურენოვანი ჟურნალი გამოდის. თანაც, უკვე მე-9 ნომერია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალი მსოფლიოში პირველი პრეცედენტი და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თანაც, არა მხოლოდ ოვერქლოქინგის განვითარების მხრივ. აჩქარება, რომელსაც წლების წინ დაწყევლილ მოვლენად აღვიქვამდით (თუმცა, ბევრისთვის ოვერქლოქინგი დღესაც კომპიუტერული საქმიანობის ეშმაკეულ მხარედ აღიქმება :-)), დღეს უკვე ჩვენი კომპიუტერთან თანაცხოვრების ყოველდღიური მოვლენა გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჩქარება კომპ. ინდუსტრიის პროგრესს საგრძნობლად უწყობს ხელს. ყველზე თვალშისაცემი მაგალითი გაგრილების სისტემებია. ვისაც საშუალება გაქვთ, გადახედეთ წლების წინ არსებულ ჰაერის გაგრილების სისტემებს და შეადარეთ თანამედროვე ანალოგებს. ნელ-ნელა ფართო გავრცელებას ჰპოვებს წყლის გაგრილების სისტემებიც. ექსტრემალურ ოვერქლოქინგში კი კასკადურ გაგრილებას, მშრალ ყინულს, თხევად აზოტსა და თხევად ჰელიუმსაც კი იყინებენ!

მოკლედ, "ამაჩქარებლის" მე-9 ნომერში იხილავთ:

  • The Science of Overclocking - აკადემიურ-მეცნიერულად შესწავლილი "აჩქარება". ასეთი რამ ნამდვილად არავის გაქვთ წაკითხული აქამდე. სტატია გამიზნულია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ოვერქლოქერებისთვის. სტატიის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ იმ ტექნიკურ ცოდნას, რაც წარმატებული "აჩქარებისთვის" დაგჭირდებათ
  • ინტერვიუ მსოფლიოს ნომერ 1 ამაჩქარებლების გუნდთან - TEAM PURE-თან
  • ოვერქლოქინგი ინდოეთში (დიდი იმედი გვაქვს, ერთხელაც ამ განყოფილებაში საქართველოსაც ვიხილავთ)
  • ინტერვიუ ოვერქლოქერ Kiwi-სთან
  • + Intel-ის ახალი Clarkdale პროცესორებისა და ახალი ჩიპსეტების H55-ის ტესტირება. და რაც უფრო საინტერესოა, იხილავთ SATA 3 ტექნოლოგიის უამრავ ტესტს - თურმე SATA 3 კაბელის გამოყენებით თქვენი SATA 2 მოწყობილობა უფრო სწრაფად იმუშავებს!

ჟურნალის გადმოსაწერი ლინკებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ჟურნალი The Overclocker - მე-9 ნომერი

ჟურნალ The Overclocker-ის ძველი ნომრები

ჟურნალს საკმაოდ ლამაზი და ინტერაქტიული "ინტერფეისი" აქვს, ასე რომ, კითხვისას არ მოიწყენთ!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-03-2010, 18:48:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 2.7


გამოხმაურება

მზადების პროცესშია კომპინფო 3 :)

საქმე ისაა, რომ სტამბის ვერსიები გადაგვყავს PDF-ში აქ დასადებად და მაგას მიაქვს საკმაო დრო.
09-03-2010, 15:56:14 | Power_VANO

ამის დადებას კომპინფო დადეთ 3 : ))
09-03-2010, 15:40:15 | Dixtosa

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.