COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » სიახლე Microsoft-ისგან

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2364


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
სიახლე Microsoft-ისგან
სიახლე Microsoft-ისგან

რამოდენიმე წუთია Windows MultiPoint Server 2010-ის შესახებ სიახლეს წავაწყდი Microsoft-ის საიტზე და შვალები შუბლზე ამივიდა :-) წარმოიდგინეთ, რომ გსურთ კომპიუტერის სასწავლო კაბინეტის მოწყობა, რა დაგჭირდებათ ამისათვის? დაგჭირდებათ ვთქვათ 5 კომპიუტერი თავისი კლავიატურით, თაგვით და მონიტორით მეთანხმებით? ახლა კი ვნახოთ რა შეუძლია Windows MultiPoint Server 2010-ს.

აი თუ რა საოცრებებს გვთავაზობს Windows MultiPoint Server 2010, ამისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



მოკლედ, ვდგამთ 1 კომპიუტერს, ვაერთებთ ზედ 5 მონიტორს, 5 კლავიატურას და 5 თაგვს, შემდეგ ვაინსტალირებთ Windows MultiPoint Server 2010-ს და ვიღებთ 5 აბსოლიტურად დამოუკიდებელ სისტემას, როგორ? ძალიან მარტივად :-) შევქმნით მომხმარებლებს Windows MultiPoint Server 2010-ზე თითოეულს გამოვუყობთ საკუთარ მონიტორს, კლავიატურას და თაგვს და მათ შეეძლებათ ჩვეულებრივად შესვლა და მუშაობა. ამასთან რაც მთავარია თითოეულ მომხმარებელს შეუძლია გაუშვას ბროუზერი, დააინსტალიროს გარკვეული პროგრამა (თუ უფლებას მისცემთ), შეინახოს პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ საქაღალდეში, შესაძლებელია ჯგუფებით დაყოფის შემთხვევაში ორმა ან სამმა მომხმარებელმა ერთდროულად იმუშავოს ერთ დოკუმენტზე მაგალითად ვორდში ან ექსელში. შესაძლებელია ზიარი საქაღალდეების შექმნა ჯგუფებს და მომხმარებლებს შორის. მოკლედ რომ ვთვათ პატარა ქსელი კეთდება ოღონდ ერთ კომპიუტერში :-) ასევე შესაძლებელია მოუსმინეთ სიმღერებს უყუროთ ფილმებს ისე, რომ თანაკურსელს ხელი არ შეუშალოთ (ყურსასმენების შეერთების საშუალებით). მოკლედ ძალიან გამოსადეგი რამ არის თუ სწორად მივუდგებით, ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტაა. ამასთან ვზოგავთ ენერგო მოხმარებას ვუფრთხილდებით ჩვენს ბიუჯეტს და ვასწავლით რაც შეიძლება ხარისხიანად :-) დანარჩენი ინფორმაცია და ვიდეოები ნახეთ შემდეგ მისამართებზე:

მთავარი გვერდი

დამატებითი ინფორმაცია (ვიდეოები)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-04-2010, 06:58:00 | Giena
   

გამოხმაურება

EMOziko
მოგვიწევს მე მგონი კიდე კამათი :) მე პირადადმომხმარებლის კონტროლის მხრივ M$-ის სერვერები მირჩევნია, მაგრამ აბსოლიტურად გეთანხმები Web, Mail, DHCP, DNS, FTP და სხვ. სერვერები ლინუქსისაა. მაგრამ აი მომხმარებელტა კონტროლს რაც შეესება M$-ი შეუცვლელია ჩემი აზრით :)
08-04-2010, 08:56:52 | Giena

Giena
იყო არის და იქნება :) და თუ საჭიროა usb-თაც გაკეთდება მაგრამ ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის :)
არაა ამ მაიკფოსოფტის საქმე სერვერები და დაანებოს თავი, მაინც ტყუილად წვალობს :)
მაგ სერვერს მხოლოდ ის იყიდის რომელსაც უფასო ლინუქსის კონფიგის თავი არ აქვს :)
მაგრამ რას იზამ, დღევანდელ სამყაროში კარგად შეფუთული ქვა უფრო კარგად იყიდება ვიდრე ცუდად შეფუთული კანფეტი :)
07-04-2010, 23:05:33 | EMOziko

EMOziko
LTSP სერვერი იყო ქსელით, ეს არის ჯერ USB-ით და შემდეგ Thin HUB-ით,იმედია უფრო სწრაფი იქნება :)

Gio_kiborg
საიტზევე აქვს მხარდაჭერილი აპარატურული ბრენდების ლკინკები, სადაც გთავაზობენ კონკრეტულად ამ სერვერისთვის აპარატურას საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში თავისი Thin HUB-ანად :) მაგრამ რატომღაც მხოლოდ 5 კომპზე, ნუ უდეაში შეიძლება მერე ხელითაც მიამატო სხვა Thin HUB-ები
07-04-2010, 12:42:28 | Giena

Thin Client ხომ სჭირდება მაინც?
არაა მთლად იაფი,(თუ "პოლნი ნავაროტკითაა) თუმცა "სრულფასოვან" სისტემურ ბლოკზე იაფი არის რა თქმა უნდა
მანამდეც ხომ შეიძლებოდა მასე? "თხელი კლინტიები", სერვერი OS-ით და Network Boot?
07-04-2010, 12:20:40 | Gio_kiborg

არაფერი საოცრება ამაში არ არის. ლინუქსზე ltsp სერვერი ზუსტად იგივე და უფრო მრავალფუნქციულ მომსახურეობას გვთავაზობს. თან რამდენი წელია კიდე ვინ იცის :) სკოლებშიც მასე აყენია ზუსტად და იმიტომაა 20 კომპი რომ 1 სერვერზე მიაჯდება ნელი რომაა მერე :)
07-04-2010, 04:07:21 | EMOziko

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.