COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » iTunes 9.1.1 - ახალი ვერსია

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2384


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
iTunes 9.1.1 - ახალი ვერსია
iTunes 9.1.1 - ახალი ვერსია

ეს დღეებია, Apple დიდ პატივშია ჩვენს საიტზე, უკვე ზედიზედ რამდენიმე ნიუსი გვაქვს, რომლებიც ამ კომპანიას ეხება.

მოკლედ, "დამპალმა ვაშლმა" iTunes-ის ახალი ვერსია გამოუშვა. ვინც არ იცით, მოგახსენებთ, რომ აიიუნსი გახლავთ პროგრამა, რომელიც განკუთვნილია თქვენი iPod, iPhone და Apple TV-სათვის (ხოლო თუ ასეთი მოწყობილობები არ გაგაჩნიათ, მოცოცხეთ თემიდან! :-)). მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოაწესრიგოთ და დაარედაქტიროთ ფაილები, ჩაიწეროთ ინფორმაცია, გადააკოპიროთ ინფორმაცია, იყიდოთ ინფორმაცია ("ვაშლი" ფულზეა დაგეშილი), გადააკოდიროთ ინფორმაცია და ასე შემდეგ...

ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია VoiceOver და Genius Mixer, 128kbps AAC ფორმატის ფაილების კონვერტაცია და ქრეშ-ბაგი Windows-ზე.

უი, კინაღამ დამავიწყდა, პროგრამა სრულიად უფასოა, რაც Apple-სთვის დიდი იშვიათობაა.

iTunes-ის გადმოსაწერი ბმულისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ახალი, 9.1.1 ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან

P.S. Hey Apple! გამგები გაიგებს

დადებული სურათი

სიახლის ავტორი: მიშა
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-05-2010, 13:53:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

maxomax
სიახლე აღებულია საიტ overclockers.ge-დან.

კომპინფოს ადმინისტრაცია შეიძლება ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს რომელიმე ავტორის ნაწერს, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს იმაზე, დაიდება თუ არა სიახლე ჩვენთან. სიტყვის თავისუფლება ყოველთვის დასაფასებელია. ასევე ყოველთვის ნებადართული და დასაფასებელია ავტორის იმპროვიზაცია და აზრი :)
07-05-2010, 13:03:32 | Power_VANO

ცუდი არაფერი უწერიათ, რაც უწერიათ სიმართლეა :)
06-05-2010, 20:25:10 | JohnDoe

მეჩვენება, რომ ამ საიტზე ახირებასავით აქვს apple-ს ლაძღვა გინება.
ასრადა ეს კომპანია უამრავი რევოლუციური სიახლის ავტორია, რომელთა პლაგიატობას შემსდეგ სხვები წარმატებით ასრულებენ. იპლაგიატონ არაა პრობლემა, მაგრამ ამას დანახვა უნდა
06-05-2010, 15:05:17 | maxomax

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.