|
Valve Steam MAC OS-სა და Linux-ზე
ცნობილმა თამაშების მწარმოებელმა კორპორაცია Valve-მ დღეს ოფიციალურად გამოუშვა თავისი სათამაშო პლატფორმის, Steam-ის MAC ვერსია. MAC-ის მომხმარებლები თითქმის ორი წელია უკვე რაც ამ სიახლეს ელოდებოდნენ.
Steam ეს არის სათამაშო პლადფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ თავიანთი საყვარელი თამაშები კორპორაცია Valve-სგან. ამ თამაშების რაოდენობა კი ძალიან ბევრია და ამასთანავე ძალიან პოპულარული. მაგალითად Counter strike, Half-Life, Left 4 Dead, Day of Defeat და ა.შ.

(სურათზეა Steam Mac-ზე)
მაგრამ ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო Linux-ზე. Steam-ის MAC ვერსიის გამოსვლისთანავე, Linux-ის მომხმარებლება დაიწყეს ამ პლატფორმის თავიანთ სისტემაზე პორტირება. ეს შედარებით ადვილია, რადგან, MAC ეს არის Unix-ის ერთერთი სახეობა, Linux კი Unix-ზე დაფუძნებული სისტემაა. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები Steam-ის მუშაობისა ლინუქსზე, თუმცა ამ ვერსიას კიდევ ბევრი დრო დაჭირდებოდა სრულყოფილებამდე მისაღწევად. მაგრამ ლინუქსის მომხმარებლების სასიხარულოდ, ცნობილი გახდა, რომ Valve ოფიციალურად აპირებს გამოუშვას Steam კლიენტი Linux-ზე.
ეს ფაქტი დაამსხვრევს კიდევ ერთ მითს ლინუქსის შესახებ, რომ აქ თურმე თამაშები არ არის :) მართალია, ამ სისტემისთვის საკმაოდ ბევრი თამაშია გამოშვებული და windows-ის თამაშების უმრავლესობის გაშვებაც უპრობლემოდ ხდება, მაგრამ Steam-ის პორტირება უკვე ბევრ რამეს შეცვლის. ამას თან დაერთო ერთ-ერთი პოპულარული საიტის მიერ ჩატარებული ტესტები, სადაც Linux-ს უფრო მეტი წარმადობა აქვს თამაშების გაშვებისას, ვიდრე MAC-ს.
წყარო: Phoronix
ბეჭდვითი ვერსია | 15-07-2010, 18:30:00 | EMOziko
|
|
| სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ჯერ ერთი მართლაც არ არის ემულატორი და მერე მეორე DX10 მუშაობს ვაინზე, მართალია არასრულყოფილად მაგრამ მუშაობს. და ვაინის დეველოპერებიც აგრძელებენ მასზე მუშაობას :)
ბოლოს და ბოლოს დეველოპერები უკვე იძულებულები არიან MAC-ზე შექმნან თამაშები, იმიტომ რომ სერიოზული აუდიტორია ყავს. ჰოდა MAC-ზე თუ შექმნიან მერე უკვე ლინუქსზე პორტირება უფრო ადვილია :)
p.s. გუგლმა თავისი ონლაინ თამაშების პლატფორმის განვითარებისთვის 100 მილიონი გამოყო. ეგ კი უკვე სერიოზული რამაა თამაშების ინდუსტრიაში :)