COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » უფასო Microsoft Office Web Apps

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2398


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
უფასო Microsoft Office Web Apps
უფასო Microsoft Office Web Apps

Microsoft-მა, Google Apps სერვისის საპასუხოდ, ჩვეული დუმილით, საზოგადო მოხმარებაში გაუშვა საკუთარი უფასო ონლაინ საოფისე პაკეტის ბეტა (საცდელი) ვერსია. სახელად “Office Web Apps” ის გვთავაზობს MS Word, Excel, PowerPoint და OneNote პროგრამების ინტერნეტ (online) ვერსიებს. კიდევ უკეთესი, მათივე SkyDrive სერვისის საშუალებით გვეძლევა 25 გეგაბაიტი უფასო ონლაინ სივრცე, დოკუმენტების და ნებისმიერი სხვა ფაილების ინტერნეტში შესანახად.


უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ონლაინ ვერსიებს აქვთ საგრძნობლად ნაკლები შესაძლებლობლები, ვიდრე ექვივალენტურ Microsoft Office პროდუქტებს, რომლებიც ეშვებიან მომხმარებლების კომპიუტერებზე. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველაფერი, რაც საშუალო მომხმარებელს სჭირდება, მისაწვდომია.

ვრცლად წასაკითხად დააჭირეთ ღილაკზე >> სრულად



ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, საწყის სტადიაზე Office Web Apps მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაშია მყოფი მომხმარებლებისთვისაა მისაწვდომი. მასთან წვდომისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული IE7 და უფრო ახალი ვერსია, Firefox 3.5 და უფრო ახალი, ასევე Safari 4. მხარდაჭერილია პორტატული ბრაუზერების ფართო სპექტრი, მათ შორის iPhone, Blackberry და Nokia S60.

მიუხედავად თქმულისა, მე (საქართველოში) არ შემქმნია განსაკუთრებული პრობლემები არც სერვისისთან წვდომისას და არც მისი გამოყენებისას, შესაძლოა იმიტომ, რომ წინასწარ ჩავეწერე ტესტერთა რიგში. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ მოატყუოთ სისტემა, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ბურჟუაზიულ ქვეყანაში ცხოვრობთ :)

სერვისის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შეხვიდეთ (გაიაროთ ავტორიზაცია – Log In) Office Live საიტზე, თქვენი Windows Live ID-ს (Hotmail/Live.com მისამართის, იგივე MSN/Live Messenger ID-ს) გამოყენებით, ან შეგიძლიათ ადგილზევე დარეგისტრირდეთ. შესვლისთანავე თქვენ იხილავთ მთავარ გვერდს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:




მე შევქმენი დოკუმენტი Word-ის ონლაინ ანალოგის გამოყენებით და უნდა ვაღიარო, გარსი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და ზედმიწევნით გავს ჩვეულებრივი ვორდის (2007-2010) “რიბონ” ინტერფეისს. ის მუშაობდა ჩვეულებრივი (ლოკალური) ვორდის მსგავსად, ოღონდ უკანასკნელისგან განსხვავებით, რიგი საშუალებები აკლდა – ნაკლებად ფუნქციონალური იყო. ამ პრობლემის დაძლევა შეიძლება საკმაოდ მარტივად: “Open in Word” (გახსენი ვორდში) ღილაკზე დაჭრის შემდეგ ჩვენი ონლაინ დოკუმენტი გაიხსნება ლოკალურ (კომპიუტერში დაინსტალირებულ) Word-ში.



ოფისი [მეთ.] ბრაუზერის ფანჯარაში


“წაკითხვის რეჟიმში” (Reading View)

დოკუმენტები რომლებსაც თქვენ ქმნით ინახება ინტერნეტში, უკვე სტანდარტად ქცეულ Office 2007-ის ფორმატებში (.docx, .pptx, .xlsx) და თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ისინი კომპიუტერზე.

არსებული ვორდის დოკუმენტების, პრეზენტაციების ან ექსელ ფაილების თქვენი კომპიუტერიდან ინტერნეტ ოფისში განსათავსებლად, დაგჭირდებათ ატვირთოთ ისინი SkyDrive სერვისის გამოყენებით. პროცედურა არ არის რთული, მაგრამ ცოტა მოუხერხებელია; ასეთი ელემენტარული ოპერაციების შესრულება უშუალოდ Office Apps-ის შიგნით უნდა იყოს შესაძლებელი.

მიღწეულია სრული თავსებადობა ონლაინ და ლოკლურ ოფის პროგრამებს შორის, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

მთლიანობაში, ბევრი რამ არის მოსაწონი: 25GB უფასო სივრცე (ყველას გვიყვარს უფასო:-), დესქტოპ ვერსიის მსგავსი ინტერფეისი და იგივე ფაილების ფორმატები.

მეორესმხრივ, შედარებისთვის, ონლაინ პროგრამები მუშაობენ უფრო ნელა, ვიდრე ექვივალენტური Google Apps-ის კომპონენტები. ონლაინ და ოფლაინ პროგრამების ინტეგრაცია არ არის ისეთი სრული, როგორსაც Google Apps გვთავაზობს. ლინუქსთან თავსებადობის პრობლემები უკვე ვახსენე, რაც დაუშვებელია ასეთი ტიპის ვებ პროგრამისთვის. დოკუმენტების/ფაილების გაზიარება და მათზე ერთობლივი მუშაობა არ არის საკმარისად მოქნილი, მაგრამ მოსალოდნელია რომ ეს მალე გამოსწორდება.

მიუხედავად უკანასკნელ აბზაცში გამოთქმული აზრებისა, ფაქტია, რომ ბევრ მომხმარებელს მოეწონება ეს სერვისი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას გვექნება აქედან სარგებელი, რადგან ეს მხოლოდ მეტ სტიმულს მისცემს Google-ს სწრაფად განავითაროს თავისი სერვისები. როგორც ყოველთვის, გაზრდილი კონკურენციის პირობებში გამარჯვებული გამოვდივართ ჩვენ, ჩვეულებრივი მომხმარებლები.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-06-2010, 22:40:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

ბმულები შესაბამის თემაზე


გამოხმაურება

და შენ ფიქრობ, რომ ათ წელიწადში ინტერნეტი ისეთი სწრაფი იქნება, რომ ვორდის, ფოტოშოფის და ავტოკადისნაირი პროგები ვებზეც ისევე იმუშავებს როგორც კომპში? რავი არა მგონია, ვნახოთ...
23-07-2010, 04:14:08 | George Gzirishvili

საინტერესო რევიუა...

მეც ვნახე და მომეწონა, SkyDrive-ც მაგარია, უკვე პრგრამები გამოვიდა Skydrive Explorer როგორც Google Drive ლოკალურ კომპზე ამატებს ახალ დისკს :)

თანდათან ვებ აპლიკაციების ერაში გადავდივართ 10 წელიწადში ლოკალური პროგრამები ნაკლებად იქნება ალბათ....
14-06-2010, 15:02:26 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.