COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » MSI GeForce GTX 470/465 Twin Frozr II

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2401


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
MSI GeForce GTX 470/465 Twin Frozr II
MSI GeForce GTX 470/465 Twin Frozr II

კომპანია Micro-Star International (MSI)-მა გადაწყვიტა გაეხარებინა მოწყურებული გეიმერები და ენთუზიასტები ახალი, ალტერნატიული დიზაინის მქონდე ვიდეო დაფების, NVIDIA GeForce GTX 470 და NVIDIA GeForce GTX 465-ის ანონსით, რომლებიც აღჭურვილები არიან ფირმული წარმოების Twin Frozr II აქტიური საჰაერო გაგრილებით და პროგრესული MSI SuperPipe ტექნოლოგიით. სიმართლე, რომ ვთქვათ ისინი ჯერ კიდევ ტაიბეიში (ჩინეთში), საყოველთაო გამოფენა Computex 2010-ზე, წარადგინეს ივნისის დასაწყისში.

დადებული სურათი

MSI N470GTX Twin Frozr II, MSI N465GTX Twin Frozr II და MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition მოდელები ეკუთვნიან Military Class Series კატეგორიის პროდუქტებს, 
რომლებიც გამოირჩევიან  მაღალი ხარისხი ელემენტების ქონით, დიდი გამძლეობით და ფლობენ უდიდესი აჩქარების პოტენციალს. ამ მხრივ ზემოდჩამოთვლილთაგან უკანასკნელი - MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition დანარჩენი ორისგან გამოირჩევა სპილენძით სრულად დაფარული ქულერით.

დანარჩენი ინფორმაციისთვის (ტექნიკური მახასიათებლები, დამატებითი სურათები...) დააჭირეთ სრულად-ს.



დადებული სურათი

შემქმნელების თქმით გაგრილების ეს სისტემა რეფერენსულ მოდელებთან შედარებით 16°C-იან სხვაობას აჩვენებს, რაც თავისთავად ამცირებს ხმაურის დონეს 21.5 dB-ით. 
ამას გარდა მწარმოებლები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ მათი სიახლე მთლიანად თავსებადია MSI Afterburner უტილიტთან, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვმართოთ სამუშაო სიხშირეები, არამედ გრაფიკული ბირთვის ძაბვაც.

დადებული სურათი


დადებული სურათი


დადებული სურათი



რაც შეეხება MSI N470GTX Twin Frozr II, MSI N465GTX Twin Frozr II და MSI N465GTX Twin Frozr II Golden Edition-ის ტექნიკურ მახასიათებლბებს ისინი შეგიძლიათ იხილოთ 
შესაბამისად აქაქ და აქ.

 ფასზე და მასიურ გაყიდვების დაწყების დღეზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

წყარო: 3DNews.ru

სიახლის ავტორი: BeR0
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-07-2010, 18:02:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.