COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » DreamBook ePad A10

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2402


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
DreamBook ePad A10
DreamBook ePad A10

პლანშეტური კომპიუტერების პოპულარული თემა განაგრძო ავსტრალიურმა კომპანია Pioneer Computers Australia-მ. მისი ახალი PC ტაბლეტი, რომლის სახელი ასოცირდება საქვეყნოდ ცნობილ პროდუქტთან (iPad-თან) აგებულია Intel PineTrail პლათფორმაზე.

დადებული სურათი

Pioneer DreamBook ePad A10 აღჭურვილია 10.1-დიაგონალის სენსორული ეკრანით, რომელიც თავსებადია "multi-touch" ტექნოლოგიასთან, არის 1024x600 პიქსელ გაფართოების (WSVGA) - LED-ნათებითურთ. მყიდველს არჩევნის შესაძლებლობა ექნება ორ პროცესორს შორის - ესენია: Intel Atom N455 ტაქტური სიხშირით 1.66 გჰც და Intel Atom N475 1.83 გჰც ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით და DDR3 ოპერატიულ მეხსიერებთან თავსებადობით.

DreamBook ePad A10-ის მახასიათებლებში შედის უკაბელო კავშირი Wi-Fi 802.11 a/b/g, 1.3-მპ ვებ-კამერა, ქსელური გადამყვანი 10/100 მბ/წ, MicroSD სლოტი და მოდემი 3.5G ქსელისთვის.

პროდუქტის აღჭურვილობაში შედის, ასევე 2 გბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, ხისტი დისკი - 16 ან 32 გბ მოცულობით. იგი ფუნქციონირებს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე. აქვს C 3-სექციის პოლიმერული აკუმულატორი, რომელიც დატენვის გარეშე მოწყობილობას ამუშავებს 5 საათის განმავლობაში. DreamBook ePad ტაბლეტის ზომებია 267×173x8-17 მმ, წონა - 900 გრამი. მისი ფასი იწყება 599$-დან.

წყარო: 3DNews.ru

სიახლის ავტორი: BeR0
წყარო: Overclockers.ge





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-07-2010, 18:07:00 | Power_VANO
   

გამოხმაურება

მირჩევნია I-Pad-ს :)

ePad L11 HD-ც საინტერესო მოდელია Nvidia ION2 მოყვება და გრაფიკული სიმძლავრე ბევრად მეტი ექნება... FullHD ვიდეოსაც უპრობლემოდ აჩვენებს
16-07-2010, 14:09:47 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.