COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ის მესამე თაობის 320 სერიის SSD-ები

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2430


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის მესამე თაობის 320 სერიის SSD-ები
Intel-ის მესამე თაობის 320 სერიის SSD-ები

Intel-მა გუშინ თავისი ახალი, მესამე თაობის SSD-ების ბაზარზე ჩაშვების შესახებ განაცხადა. თავისი უფროსი, 510 სერიის ძმებისგან განსხვავებით 320 სერიის SSD-ებს SATA III-ის მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, წაკითხვის სიჩქარე 270 მბ/წმ-ია, ჩაწერისა კი - 220 მბ/წმ.

მიუხედავად ამისა, Intel-ს საკმაოდ სასიამოვნო სიახლე აქვს - უახლესი 25 ნანომეტრული ტექნოპროცესის გამოყენებამ კომპანიას საშუალება მისცა SSD-ების ფასი დაახლოებით 30%-ით შეემცირებინა მეორე თაობის X25-M SSD-ებთან შედარებით.

სიახლეებიდან ასევე აღსანიშნავია გაუმჯობესებული ინფორმაციის შიფრირების ფუნქციები, კვების მენეჯმენტისა და ინფორმაციის მართვის ახალი საშუალებები. Intel-ის განცხადებით, 320 სერიის SSD-ები ემყარება და აგრძელებს Intel-ის მაღალი ხარისხის და გამძლეობის დისკების ხაზს.

ახალი 320 სერიის SSD-ები ბაზარზე შემდეგ მოდიფიკაციებში გამოვა: 40 გბ - 89$, 80 გბ - 159$, 120 გბ - 209$, 160 გბ - 289$, 300 გბ - 529$ და 600 გბ - 1069$.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-03-2011, 21:19:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.