COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Dell Studio XPS 9100

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2436


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Dell Studio XPS 9100
Dell Studio XPS 9100

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში Dell AMD პროცესორის მქონე გადაწყვეტებს სულ უფრო და უფრო ხშირად უშვებს. მაგალითისათვის, მაისში მან მაღალმწარმოებლური სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების Studio XPS 7100 ხაზი წარმოადგინა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ AMD ჩიპებითაა აგებული, მათ შორის 6-ბირთვიანებზეც.

Posted Image

თუმცა, ამ დღეებში მან სამაგიდო პროდუქტების სხვა სერია განაახლა ფლაგმანური პროცესორის Intel Core i7-980X @3,33 გჰც მხარდაჭერით. ხაზი Studio XPS 9100 გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი და იგივე პორტები და მახასიათებლები გააჩნია, მაგრამ კომპიუტერები 525 ვატიანი კვების ბლოკით არიან აღჭურვილნი, რომელიც საკმარისია მძლავრი ორჩიპიანი გამაძლიერებლის Radeon HD 5970 2 გბ და Intel-ის ფლაგმანი პროცესორის დასაყენებლად. ამასთან, DDR3 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლებელია 24 გბ-მდე გაიზარდოს.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



Posted Image

Posted Image


აშშ-ში პერსონალური კომპიუტერის საბაზო მოდელი $950 ღირს. ამ ფასად მომხმარებელი მხოლოდ 4-ბირთვიან პროცესორს Core i7-920 @2,66 გჰც და უბრალო დისკრეტულ გრაფიკას NVIDIA GeForce G310 512 მბ მიიღებს, თუმცა, თითქმის $2000-ად უკვე ძალიან მძლავრი სათმაშო კონფიგურაციის აწყობაა შესაძლებელი.

Posted Image

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-04-2011, 23:31:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.