COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » ბუკი - ისწავლე ხალისით!

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2441


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ბუკი - ისწავლე ხალისით!
ბუკი - ისწავლე ხალისით!

(ექსკლუზივი კომპინფოზე - ახალი Intel Classmate PC-ს ძირეულ ტესტირებასა და მიმოხილვას ვერცერთ საიტზე ვერ მიაგნებთ. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც :) ასე რომ, საკმაოდ საინტერესო სტატია გელოდებათ).

როდესაც სკოლაში მივდიოდი, 1996 წელს, ოცნება იმაზე, რომ სკოლაში კომპიუტერს გვაჩუქებდნენ პირველკლასელებს, თავისთავად, შეუძლებელი იყო. იმავე ოცნებას ახდენა არ ეწერა არც 2000 წელს და არც თუნდაც 5 წლის შემდეგ, 2005 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში პენტიუმების თაობიდან კომპ. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა Core-მდე და ლეპტოპებიც უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, 2008-2009 წლამდე ქართველ ბავშვებს ლეპტოპებს სკოლაში არავინ ჩუქნიდა :) პირველი ეტაპი ამ პერიოდში ASUS EeePC იყო, ერთ-ერთი პირველი 7"-იანი თაობის ნეტბუქი, რომლებსაც განათლების სამინისტრო ფრიადოსან მოსწავლეებს ჩუქნიდა დამამთავრებელ კლასებში. 2010 წელს კი მივედით იქამდე, რომ შესაძლებელი გახდა მიგვეცა ყველა პირველკლასელისთვის ის, რაზეც ოცნებას ჩვენ ვერც კი გავბედავდით.


Intel Classmate PC E10IS2 და ალბათ ერთ-ერთი
უბედნიერესი პირველკლასელი (წყარო: buki.ge)

მოკლედ, 2010 წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებიის სააგენტოში (esida.ge) გაჩნდა იდეა, რომ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საჩუქრად გადაეცათ ნეტბუქები. ეს, ცხადია, გულისხმობდა სასწავლო პროცესის ახალი ტიპის დანერგვას სკოლებში და მხოლოდ კომპების დარიგებით არ შემოიფარგლებოდა. ნეტბუქების ამბავი ფართო მასებისთვის ცნობილი 2010 წლის 6 აპრილს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე გახდა, როდესაც პრეზიდენტმა ახალი იდეისა და ნეტბუქის პრეზენტაცია გააკეთა. წარმოდგენილი კომპი XO OLPC იყო, 1.0 ან 1.5 რევიზიის (ამის შესახებ ჩვენს ფორუმზეც იყო გახსნილი შესაბამისი თემა).

თუ გაინტერესებთ როგორ განვითარდა ეს ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოში და გინდათ გაიცნოთ მისი მთავარი გმირი - Intel Classmate PC, მიყევით ამ ბმულს და წაიკითხეთ სრული სტატია.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-06-2011, 23:58:00 | Power_VANO
   
თემატური სტატიები


გამოხმაურება

სალამი !რა მაინტერესებს... 2017 წლის სკოლის ბუკი acer ჰქონდა ვირუსი..წინდოწსი გადამიყენეს და წაიშალა მასწავლებელი რომ ბავ|შვებს დავალებებს უგზავნის ეგ პროგრამა...სავარაუდოდ classroom management...რიტ ვუშველო
21-01-2018, 19:03:20 | lilchki21

სკოლებში რუსული სექტორები უქმდება

„რეზონანსი“ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის მასშტაბით ყველა რუსული სკოლა და სექტორი უკვე გაუქმდა, დარჩა მხოლოდ 207-ე სკოლა, სადაც 2011-2012 სასწავლო წლიდან რუსული ენის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება და კვირაში მხოლოდ 2 საათი ექნება გამოყოფილი.

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3733&am p;Itemid=1
01-07-2011, 22:44:54 | gearge

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.