მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Thursday, 13.May 2010

CompinfoPack : მაისი 2010


მორიგი გამოშვება

ერთი თვის გამოტოვების შედეგ წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის მორიგ გამოშვებას. ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა განახლდა ბოლო ვერსიამდე, სიახლეები არ გვაქვს.

რაც შეეხება რუბრიკას Best Buy, მასში შემავალი კონფიგურაციები განახლდა და გადაჯგუფდა: ამჯერად გვაქვს საწყისი (დაახლოებით $700) და მაღალი დონის (დაახლოებით $1100) კომპები ნაცვლად საწყისი და საშუალო დონის კომპებისა.

CompinfoPack : მარტი 2010

16:15,   domen  |  15748 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 18.March 2010

CompinfoPack : მარტი 2010


მორიგი გამოშვება

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის მორიგ “რუტინულ” გამოშვებას. ამჯერად სიახლე ერთადერთია – Sumatra Reader–ის არაპოპულარულობის გამო Foxit Reader დაბრუნდა ნაკრებში. და რა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა განახლდა ბოლო ვერსიამდე.

სამწუხაროდ, Best Buy ვერ განახლდა იმის გამო, რომ კომპიუტერული ტექნიკის მსხვილი მაღაზიები დროებით დახურულია.

CompinfoPack : მარტი 2010

ჩამოსატვირთი ლინკის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.

15:16,   domen  |  14023 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 02.February 2010

CompinfoPack : თებერვალი 2010


[ძალიან] დაგვიანებული გამოშვება

პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდით, რომ ამდენი ხნით გავწყვიტეთ CompinfoPack–ის გამოშვება და იმედი გვაქვს, ეს აღარ მოხდება. გთავაზობთ განახლებულ ნაკრებს.

ამ თვის ნაკრებმა ბოლო–ბოლო, მიიღო Best Buy–ს განახლებული სიები და მცირე სიახლეც: ყველა კონფიგურაციას ბოლოში დართული აქვს იმ მაღაზიების მისამართები, ტელეფონები და ვებ–მისამართები, რომლებში არსებული ნაწილებიც გამოყენებულია BB–ს შესადგენად. ასე რომ, შეგიძლიათ უბრალოდ ამობეჭდოთ კონფიგურაცია და პირდაპირ წახვიდეთ საყიდლებზე ყველანაირი დამატებითი პრობლემების გარეშე.

23:24,   domen  |  19298 ნახვა | 13 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
სიახლეები 2009
Friday, 25.September 2009

CompinfoPack : სექტემბერი 2009


დიდი ხნის შესვენების შემდეგ (რაც ზაფხულის დასვენებით იყო გამოწვეული) გთავაზობთ CompinfoPack–ის მომდევნო – სექტემბრის ვერსიას. ამ ვერსიაში რამდენიმე საინტერესო განახლება გვაქვს.

CompinfoPack : September 2009


რაც შეეხება ცვლილებებს AIO–ში, ესენია:
  • შეიცვალა პირველი გვერდის დიზაინი;
  • პირველ გვერდზე გავიდა ყველაზე ხშირად ინსტალირებადი პროგრამების სია ("პოპულარული"), რათა საჭირო არ იყოს მათ დასაინსტალირებლად ზედმეტი კლიკების გაკეთება;
  • დაემატა "დახმარების გვერდები", რომელშიც დეტალურადაა განხილული პაკეტის დანიშნულება, შედგენილობა და მოწყობა;
  • დაემატა "საინფორმაციო ყუთი": ყოველი პროგრამის სახელზე თაგვის გაჩერებისას გვერდის ბოლოში გამოისახება საინფორმაციო ყუთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროგრამის ვერსიის, მწარმოებლის და ოფიციალური ვებ–გვერდის შესახებ. თუ არსებობს პროგრამის  ქართული აღწერა, საინფორმაციო ყუთში მის ბმულსაც ნახავთ.
  • თუ პროგრამა უკვე ინსტალირებულია სისტემაში, მისი შესაბამისი ღილაკი (და ჩეკბოქსი InstAll–ში) AIO–ში იქნება შედარებით ნაცრისფერი, რათა მომხმარებელმა სწრაფად გაარჩიოს, რომელი პროგრამებია დასაინსტალირებელი და რომელი – არა.
რაც შეეხება ცვლილებას ნაკრებში შემავალ პროგრამებში, ის მინიმალურია:
  • დაემატა Java–ს (JRE) საინსტალაციო პაკეტი;
  • ლექსიკონი Worldweb შეიცვალა ლექსიკონით Lingoes;
  • ამოვარდა ლოკალური ვებ–სერვერი VertrigoServ;
  • ამოვარდა ეკრანის ჩამწერი პროგრამა CamStudio;
საბოლოო ჯამში, AIO–ს შემადგენლობა შემდეგია:
  • პაკეტი „ინტერნეტი“: Opera, Firefox, Skype, Postbox, FileZilla, FDM, Digsby, uTorrent
  • პაკეტი „მულტიმედია“: VLC, Winamp, Gom Player, Format Factory, Picasa, Paint.Net, Adobe Flash Player, JRE
  • პაკეტი „უტილიტები“: Unlocker, Advanced Systemcare Free, 7zip, Free Hide Folders, CCleaner, Daemon Tools Lite, Launchy, GeoKBD, FSCapture, Process Explorer, HashTab, BrunAware Free, Smart Defrag, TeraCopy, WinMerge
  • პაკეტი „დაცვა & ოფისი“: Avira Antivi Personal, COMODO Firewall, MalwareBytes Anti-Malware, Foxit Reader, DjVuLibre
  • პაკეტი „ზოგადი“: TeamViewer, Lingoes, Notepad++, Font Pack, .Net Framework
რაღა თქმა უნდა, პაკეტში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.

16:23,   domen  |  17993 ნახვა | 11 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 28.June 2009

CompinfoPack AIO : ივნისი 2009


დიდი სიახლეებით!

მოვიდა კი არა, ლამის გავიდა ივნისი და, როგორც იქნა, წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის ახალ, შევსებულ და ძალიან გაუმჯობესებულ ივნისის ვერსიას. პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოთმინებას და გარწმუნებთ, რომ დაგვიანება უსარგებლო არ ყოფილა, AIO-ს ძალიან საინტერესო ფუნქციები დაემატა. გადავიდეთ განხილვაზე.

16:49,   domen  |  25716 ნახვა | 11 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 16.May 2009

CompinfoPack : მაისი 2009


დიდი სიახლით!

მოვიდა მაისი და ახალი CompinfoPack - მაისის გამოშვება. პირველ რიგში, ამ ვერსიისთვის ჩვენ გვაქვს დიდი სიახლე თქვენთვის - CompinfoPack AIO, პროგრამა, რომელშიც პაკეტებადაა დახარისხებული და მოთავსებული ყველა პროგრამა, რომელიც CompinfoPack-ში შედის. AIO-ს ჩაწერა შესაძლებელია CD-ზე ან ფლეშკაზე და ინსტალაციის გარეშე გაშვება ნებისმიერ XP/Vista/Win7 სისტემაზე. ვფიქრობთ, ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება კომპ. ექიმებისთვის.

16:58,   domen  |  22194 ნახვა | 29 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია