COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - პროდუქცია » ინფორმაცია პროდუქტზე » ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 28 (ნოემბერი 2006)

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=product&action=showdetails&id=10


ადგილმდებარეობა  მთავარი » პროდუქცია » ინფორმაცია პროდუქტზე
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 28 (ნოემბერი 2006)
2006 წლის ნოემბრის ნომერი

2006 წლის 14 ნოემბრიდან სავაჭრო ქსელში გამოვიდა ჩვენი ბეჭდვითი  ჟურნალი #28. ჟურნალი როგროც წესი სავსეა საინტერესო სტატიებით და თემებით, ასევე არის კონკური წამახალისებელი პრიზებით. თვითონ ჟურნალში ნახავთ შემდეგ საინტერესო თემებს:

Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

დაცული ფლეშ ბაიტები
დაცვა დღესდღეისობით ერთერთი ყველაზე მთავარი იდეაა რაც ტრიალებს კომპიუტერულ სამყაროში. დაცვას საჭიროებს პრაქტიკულად ყველა მოწყობილობა რომლებიც რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. რაღა ვილაპარაკოთ ფლეშ დისკებზე რომლებიც მზესუმზირასავით გვეკარგება? ინფორმაცია კი მზესუმზირასავით ნამდვილად არ მოიპოვება.

დალუქული სისტემა
მარტივი დაცვები რომლებიც სხვებს არ მისცემს საშუალებას თქვენს სისტემქში ან ქსელში შემოიჭრას. ძოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ სავალდებულო, ზოგჯერ კი ხელის ჩაქნევაც შეიძლება.

როგორ იწერება რეესტრი
როგორ იწერება  ჭინდოწს-ის რეესტრი, შეიძლება თუ არა ხელით მისი შექმნა, იმპორტირება, ექსპორტირება, გასწორება, ან დაზიანება. სხვათაშორის თურმე რამდენიმე საინტერესო ბრძანებაც ყოფილა დასამუღამებელი.

მხოლოდ ფაქტები
კომპიუტერული ფაქტები, არანაირი ემოციები, მხოლოდ ციფრები და მშრალი ფაქტები, ხანდახან კურიოზული, ხანდახან საინტერესო, ხანდახან კი უაზრო.

დამალული ელ-ფოსტა
ანუ როგორ დავმალოთ საკუთარი ელ-ფოსტის მისამართი საიტზე სპამერებისგან. უკეთესი იქნება თუ საერთოთ სპამერს დავბლოკავთ, მაგრამ ამისათვის ხელით კი არ ვიწვალებთ არამედ სპამერი თვითონ გაიკეთებს ხარაკირის. Iდეა საინტერესოა, მთავარია შენ მოერიო ამ იდეას.

Flash ჩატვირთვა
ჩამტვირთავი მოწყობილობა ბევრნაირი არსებობს, დისკეტები დღეისათვის ისტორიას ჩაბარდა, კომპაქტ დისკებით ყველას არ უყვარს სიარული, ამასობაში საყვარელი ფლეშ დისკები ყოველთვის თან დაგვაქვს, დაე გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები.

ფოსტალიონის ფიქრები, მალე სპამერი ვიქნები
სპამერობა ცუდია, მაგრამ ხშირად ოფიციალურად გამოწერილი წერილებიც კი ძალიან უაზროდ იგზავნება, ამისათვის როგორც წესი გამოიყენება ჩვეულებრიცი საფოსტო პროგრამები. რა თქმა ნდა 10-20 კლიენტს ასეც შეიძლება დაუკავშრდე, მაგრამ როდესაც საქმე 100 და ათას ხელმომწერს ესება, აქ უკვე საყვარელი პროგრამები პოზიციებს თმობენ. დროა ვისწავლოთ წერილების დაგზავნის მართებული წესი.

კლავკომპი
თუ კლავიატურას და სისტემურ ბლოკს შევაერთებთ მივიღებთ კოშმარულ აპარატს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, თუ ჭკვიანი კაცი შეუდგება საქმეს, მაშინ მივიღებთ რაღაც საშუალოს ნოუთბუქსა და სამაგიდო კომპიუტერს შორის. დროა დავტესტოთ ახალი კომპი.

პაროლების გატეხვა WIN XP-ში
პაროლების გატეხვის მეთოდები, საშუალებები დაცვის ვარიაციები და გატეხვის პროგრამები. ამ სტატიას არ აქვს მიზნად დასახული თქვენგან პაროლების უნივერსალური გამტეხები აღზარდოს, მისი მეშვეობით გაიგებთ როგორ და რა პროგრამების, ან მეთოდების საშუალებით შეიძლება პაროლების გაგება.

ლოკალური გართობა გარე ინტერნეტში
როგორ გადავაკეთოთ ჩვეულებრივი ინტერნეტი ლოკალურ ქსელად. მიუხედავად ერთისმხრივ დაუჯერებელი ტექნოლოგიისა, ასეთი მეთოდი საკმაოდ მარტივია და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. პლიუსები აშკარად სახეზია, ერთმანეთის რესურსების გამოყენება, ფაილების და საქარალდეების დაშარინგება, პრინტერებზე ერთმანეთთან ამობეჭდვა.

აქტიური ეკრანი
წარმოიდგინე ეკრანი, რომელზეც ფონად რაღაც მუდმივად მოძრავი და აქტიურია გამოსახული, შეიძლება ეს იყოს ანიმაცია, ან გარკვეული ჩახვეული ფონი. უკეთესია თუ ასეთ ფონზე აქტიური ღილაკებიც იქნება. უფრო საინტერესოა თუ ასეთი ეკრანის მეშეობით პროგრამების გამოძახების საშუალებაც იქნება. მოკლე და პრაქტიკული ინსტრუქციები.

რეზერ-ვირული ბაიტები
წარამარა სისტემის აღდგენა ყველასათვის მომაბეზრებელია, თუმცა საწყის ეტაპზე პრაქტიკის გასავლელად საჭიროა. რა ქნას იმ ხალხმა ვისაც ღამეც კი სისტემის ინსტალირება ესიზმრება და დრაივერებს ბოდვის რეჟიმში აყენებს? გამოსავალი რეზერვირებული კოპირებაა, ანუ დისკის იმიჯი. დროა ერთდროულად რამდენიმე მეთოდი განვიხილოთ.

ბირთული პროცრსორები
სტატია ეძღვნება ნოემბრის თვეში გამოსულ მრავალბირთვიან პროცესორებს, რომლებისთვისაც 2 ბირტვი უკვე წარსულია და ახლა სულ მინიმუმ 4 ბირთვზე მიმდინარეობს საუბარი. თუმცა დღემდე 2 ბირთვის რესურსი  არ არის ბოლომდე გამოყენებული და 4 ბირთვს რა უნდა ვუყოთ ჯერ არავინ არ იცის.

ფოტო ალბომი ციფრულად
ფოტო ალბომები ყოველთვის აქტუალური იყო. ადრე ბებიები და ბაბუები სურათებს სპეციალურ წიგნში ინახავდნენ, დღეს ჩვენ სურათებს ციფრულ ფორმატში ვინახავთ, როგორ შევქმნათ ციფრული სურათებისთვის ციფრული ალბომი და შეიძლება თუ არა მათი დახარისხებული ჩაწერა კომპაქტ დისკზე.

კომპ პონტები
კომპიუუტერული და ჩვეულებრივი ცხოვრების ურთიერთ შეჯერებული ფაქტები. რა რას უდრის და რა როგრო გამოიყურება კომპიუტერულად და რას ნიშნავს ეს სხვა თვალით?

    
ინფორმაცია
მწარმოებლები  
 
გამომცემელი  
 
გამოშვების თარიღი  
14,11,2006
ფასი  
1,00 ლარი