COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - პროდუქცია » ინფორმაცია პროდუქტზე » ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 29 (იანვარი 2007)

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=product&action=showdetails&id=11


ადგილმდებარეობა  მთავარი » პროდუქცია » ინფორმაცია პროდუქტზე
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 29 (იანვარი 2007)
2007 წლის იანვრის ნომერი

2007 წლის 22 იანვრიდან სავაჭრო ქსელში გამოვიდა ჩვენი ბეჭდვითი  ჟურნალი #29. ჟურნალი როგორც წესი სავსეა საინტერესო სტატიებით და თემებით, ამჯერად ნომერში არ არის ჩვეული კონკურსები, ეს გამოწვეულია იმით რომ ტირაჟის 25%-ს მოყვება კომპაქტ დისკი. დისკზე არის ახალი საოფისე პაკეტი Office 2007, ზოგს მოძველებულად მოეჩვენება ზოგს კი მოეწონება. იმის გამო რომ დისკებზე თანხა საკმაოდ დაიხარჯა, კონკურსები ამ ნომერში არ არის, მაგრამ მომავალი ნომრიდან განახლდება. თვითონ ჟურნალში ნახავთ შემდეგ საინტერესო თემებს:

Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

DOS-ი იყო, DOS-ი არის, DOS-ი აღარ მოკვდება
უძველესი ოპერაციული სისტემა, ბევრს ეგონა სამუდამოდ მოკვდა, მაგრამ მისი უფასო ალტერნატივის საბოლოო რელიზი ნომრად #1 ერთი თვის წინ შედგა. სხვათაშორის დღეისათვის ბევრ ნოუთბუქს და სამაგიდო კომპიუტერს სწორედ ეს ოპერაციული სისტემა მოყვება. უფასო ოეპრაციული სისტემა კი გვაძლევს საშუალებას მსხვილი მწარმოებლის კომპიუტერები მაქსიმალურად იაფად შევიძინოთ.

ლინუს ტორვალდსი და მისი ოპერაციული სისტემა
ერთ დღეს უფასო ოპერაციულ სისტემას მოწყურებულმა ახალგაზრდამ ჩაიფიქრა თავისი უფასო სისტემა შეექმნა. სიმბოლოდ საყვარელი ცივი ქვეყნის ცხოველი აიღო და უფასო + ღია კოდის იდეით მთელი სამყარო დაავადმყოფა. როგორ იწყებოდა და როგორ გრძელდება დღეისათვის აქტუალური Linux-ის ისტორია.

ინტერნეტი სრული დატვირთვით
ინტერნეტის არხი შეზღუდული გვაქვს სასწრაფოდ საჭიროა მისი გაწმენდა. შენ გგონია შენთან ასეთ პრობლემას ადგილი არ აქვს? მოდი აბა შევამოწმოთ.

სისტემის ოპიმიზირება საკუთარი ხელით
სისტემის ოპტიმიზირება ბევრი სხვადასხვა პროგრამით შეიძება, მაგრამ ზოგიერთ პარამეტრს პროგრამისტები ყურადღებას არ აქცევენ, არადა ძაილან საჭირო და აუცილებელი ცვლილებების შეტანა შეიძება სისტემაში. სხვა რა დაგვრჩენია გავრხსენით რეესტრი და დავიწყოთ საქმიანობა.

HD READY – ნეტა რომელმა კონსულტანტმა იცის?
ახალი თაობის ტელევიზია და ტელევიზორები შემოდის, მაგრამ ბევრმა გამყიდველმაც კი არ იცის რას ყიდის. დროა საკთარი ცოდნა ახალ ტელევიზორებში და  ხარისხებში გავაღრმაოთ, თორემ შევიძენთ იმას რაც არ გვინდა.

სისტემის ჩქარი გამორთვა
არაერთი წერილი მოვიდა რედაქციაში თხოვნით: ”ჩემი კომპიუტერი ძალიან ნელა ითიშება, მასწავლეთ აჩქარების მეთოდი”, სწორედ ასეთ გაჭირვებაში მყოფ მომხმარებლებს ეძღვნებათ ეს სტატია, აღწერილია Windows-ის  ჩქარი გამორთვის ტექნოლოგია და მექანიზმები.

საკუთარი დინამიური საიტი
საიტი დღეს ყველას უნდა, თან სასურველია საიტი იყოს დინამიური და განახლებადი. სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ახალი პროგრამის დაწერა, მაგრამ არსებობს უკვე დაწერილი და უფასო პაკეტები, მოდით ერთერთის მაგალითზე შევისწავლოთ მათი გამოყენება და გადაქართულება.

ლოკალური სერვერი LINUX-ში
რატომღაც ყველა თვლის რომ ლოკალური სერვერი შეიძება მხოლოდ Windows-ში არსებობდეს, ამასობაში სერვერისთვის სწორედაც რომ Linux-ია შექმნილი, მაშჳნ რატომ არ ვიყენებთ? მოკლედ დროა ეს თემაც შევისწავლოთ.

და კიდევ ერთხელ რეესტრში
რეესტრი უკიდეგანო სივრცეა სადაც ცვლილებების შეტანა უზომოთ და უსაზღვროთ შეგვიძლია, მოდით კიდევ ერთხელ შევიჭყითოთ საყვარელ ადგილზე და კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიტანოთ საყვარელ სისტემაში.

2006 წელს შემოპარული ტყუილი
2006 წელს მოხდა ერთერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ბევრმა მომხმარებელმა ვერც კი შეამჩნია. ცვლილება კი ეხება ინტერნეტის საიდუმლო ცვლილებას, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაგვიძვირდა, თუმცა ერთი შეხედვით ყველაფერი იგივე დარჩა, მაგრამ...

თან წერს თან აწერს და ახატავს
თბილისში გამოჩნდა კიდევ ერთი ჩამწერი DVD მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია არა მარტო დისკები ჩაწეროს, არამედ სურვილის შემთხვევაში შეუძლია დისკის ზედაპირზე ნახატებიც მოხატოს. ჩვენთან უკვე მესამე ჩამწერი შემოდის LightScrub ტექნოლოგიით, მაგრამ არცერთი მწარმოებელი დღემდე არ ფიქრობს შესაბამისი დისკების შემოტნაზე, ამიტომ გვიწევს ჩვეულებრივ დისკებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილის მოხატვა.

ახალი სისტემა და ბევრი ლეგენდა
30 იანვარს ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალურად მოევლინება სამყაროს, მანამდე კი 29 იანვარს გაიხსნება შამპანიურის ბოთლები და იქნება დიდი ფეირვერკები, მოკლედ როგორც მიხვდი 2007 წლის პირველი თვის ბოლოს სამყაროს ოფიციალურად მოევლინება Windows VISTA. დროა განვიხილოთ როგორ მუშაობდნენ ამ ვერსიაზე, რა ვლილებები შევიდა და მართლაც რას გვთავაზობს ახალი სისტემა.

მხოლოდ ფაქტები
იცი ყველაზე მეტად რომელი ოპტიკური დისკი გაიყიდა 2005 წელს და 2006 წელს? იცი რომ 30 წელია HDD-ის სექტორების ზომა არ შეცვლილა, კომპანია HP იყენებს მეორად მასალას მაღალტექნოლოგიური სახარჯი მასალების წარმოებისას, მოკლედ მხოლოდ ფაქტები და მეტი არაფერი

ტიტანური შრომა
თამაშები ყოველთვის კარგია, მაგრამ ზოგიერთი ტიტანურ შრომას მოითხოვს, როგორც სათაურიდან ჩანს იმისათვის რომ ამ თამაშში ბოლომდე გახვიდე მინიმუმ საჭიროა ტიტანური ძალისხმევა და სისხლისღვრა, აი როგორ შეიძლება ცოცხალი ამ თამაშიდან გამოძრომა, ეს უკვე მეორე საქმეა.

ახალი დროების ძველი გმირი
დრო ახალია, მაგრამ DIABLO-ს წარსული და ჯედაის ორდენის გმირების შესაძლებლობები ამ თამაშის შემქმნელებს მოსვენებას არ აძლევდათ, შედეგად მივიღეთ შუასაუკუნოვანი თამაში, რომელშიც რკინის ხმლით დადის ჯედაის ხელოვნების მცოდნე გმირი, აი რა გამოდის ასეთი ურთიერთ შერწყმისგან ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის.

შემოგიტიათ ბაქტერიებმა? დააჭირეთ კლავიშებს ხელი!
ახალი მოვერცხლილი კლავიატურა, ანტიბაქტერიალური ზედაპირი და წყალბაუმტარი საფარველი. მოკელდ მოემზადეთ კლავიატურა მალე წყალქვეშა ნავი გახდება.

    
ინფორმაცია
მწარმოებლები  
 
გამომცემელი  
 
გამოშვების თარიღი  
22,01,2007
ფასი  
1,00 ლარი