მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » კონკურსები

ასე თუ ისე ვიწყებთ  წლის კონკურსებს. სეზონი გახსნილია და ამ წლის პირველი კონკურსიც დაიწყო. მაშ ასე ყურადღება, ყურადღება...


კონკურსის წინ გატყობინებთ რომ ბოლო ვადა არის  მაისი. იმის გამო რომ საიტზე ინფორმაციის განთავსება დავაგვიანეთ ბოლო ვადა ცოტაოდენ გადავწიეთ. ახლა კი თვითონ კონკურსი

ვაგრძელებთ ტრადიციას და  სტანდარტულად გვეყოლება 3 გამარჯვებული

  • პირველი ადგილის მფლობელი;
  • მეორე ადგილის მფლობელი;
  • მესამე ადგილის მფლობელი;

სამივე ადგილის პრიზს აწესებს ჟურნალი ”კომპინფო”, პრიზად დასახელებულია კომპანია SanDisk-ის 2 გიგაბაიტიანი  Flash დისკი. კომპანია ASUS-ს საჭირო  DVD-ROM-ი და ბოლოს კომპანია Shenzhen-ის ყურსასმენები ეგრეთწოდებული GAME სერიიდან.

მაშ ასე პრიზის ამბები უკვე იცი, იმის გამო რომ პრიზიორი სამი გვეყოლება პატარა ცვლილებებია პრიზიორების ამორჩევაში. იხილე წესები

SanDisk-ის 2 გიგაბაიტიანი  Flash დისკი, სერია Kruzer
პირველი ადგილის პრიზი

კომპანია ASUS-ის DVD-ROM-ი, სერია QuieTrack
მეორე ადგილის პრიზი

კომპანია Shenzhen-ის ყურსასმენები, GAME სერიიდან
მესამე ადგილის პრიზი

 



  ჩვენი კონკურსი დიწყო!!! ახლა გაეცანი საჭირო ინსტრუქციებს და კითხვებს.

     მაშ ასე საჭიროა სამ კითხვაზე პასუხის გაცემა: 

1, ეს კითხვა შენ ალბათ უკვე ჟურნალში ნახე და ამიტომ აქ აღარ ვიმეორებთ.

2, ეს კითხვაც ალბათ უკვე ჟურნალში ნახე და ამიტომ ამასაც აღარ ვიმეორებთ.

3, ამ კითხვას კი ჟურნალში ვერ ნახავდი ასე რომ ყურადღებით!!!
მესამე საბოლოო კითხვა: მონახეთ გამოსავალი შემდეგი სიტუაციიდან: CD-R-ზე ჩაწერილია ერთი სესია, შემდგომ ჩაწერეთ მეორე სესია, ისე რომ პირველი სესიის ჩანაწერი აღარ ჩანს (ამის გაკეთება შეიძლება მაშინ თუ ჩამწერ პროგრამაში არ ამოირჩიეთ Continue Multisesion Disk).
   დროთაგანმავლობაში აღმოჩნდა რომ პირველ სესიაზე ჩაწერილი ინფორმაცია რომელიც ამჯერად მიუწვდომელია საჭიროა და სხვა ადგილზე მისი ასლი არ არსებობს. რას იზამდით:
1. აღადგენდით ჩანაწერს, ეს მარტივზე მარტივია (თუ შესაძლებელია აღწერეთ როგორ)
2. შეუძლებელია, ინფორმაცია სამუდამოდ დაიკარგა (თუ შეუძლებელია აღწერეთ რა მიზეზის გამო)
3. თავიდან მოიძიებდით იმავე ინფორმაციას, ასე უფრო მარტივია (იქნებ ინფორმაციის მოგროვებას 10 წელი სჭირდება მაინც ამ გზას ირჩევთ).

აბა ვნახოთ ამჯერად ვინ აღმოჩნდება ყველაზე ჭკვიანი, იღბლიანი, აზრიანი, შემართებული, .... :-)

გისურვებთ ყველას გამარჯვებას, აბა დაიწყო კონკურსი!!!!

     ყველა პასუხი უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე info@compinfo.ge, ოღონდ გაითვალისწინეთ, სანამ გამოაგზავნით წერილს პასუხებით, გადახედეთ გამოსაგზავნი პასუხის მოთხოვნებს და მაგალითს, იმისათვის რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პასუხი ანულირებული არ იქნას, არასწორი ფორმატით გამოგზავნისას. წესები და მაგალითები.