COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - მასალების კოპირების პირობები

http://compinfo.ge/index.php?area=1&p=static&page=right


ადგილმდებარეობა  მთავარი » მასალების კოპირების პირობები
მასალების გამოყენების წესები
 

ახალი ნომრები შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ აქედან!!ჩვენს ჟურნალში გამოყენებული მასალების რეგლამენტირება ხდება აქ ჩამოთვლილი წესებით (11.09.2005-წლიდან) 

მასალების კოპირება და გამოყენება

კოპირება და მასალების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ მითითებულია ინფორმაციის წყაროდ ჟურნალი ”კომპინფო”. ამასთანავე ყველა შესაბამის მითითებაში აუცილებელია მიეთითოს ჟურნალის ვებ მისამართი http://www.compinfo.ge .
თუ კოპირებად მასალას გააჩნია თავისი ავტორი და წყარო - მათი მითითებაც აუცილებელია, ჩვენი მისამართის მითითებასთან ერთად.

zip-ფაილების გამოყენება

თუ თქვენ გსურთ გამოიყენოთ მთლიანად შეკუმშული ჟურნალები ZIP არქივში, ანუ ჟურნალის ნომრები არქივირებულ მდგომარეობაში (მაგალითად თქვენ გაქვთ თქვენი აუდიტორია ან თქვენ გაქვთ თქვენი ftp-სერვერი და გინდათ მასზე განათავსოთ ჩვენი ჟურნალები), ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, კიბატონო გადაქაჩეთ და მიეცით სხვებს გადასაწერათ,. ერთადერთი მოთხოვნა - არ შეიძლება ჟურნალში არაფრის შეცვლა. ეს როგორც იცით საერთო წესია.
ამასობაში ნუ დაგავიწყდებათ მიუთითოთ ჩვენი საიტი, როგორც ინფორმაციის წყარო.

ჟურნალების ნომრების განთავსება ONLINE-ში, htm-ფორმატში

თუ თქვენ გახსენით ჩვენი ჟურნალის არქივები და გსურთ განათავსოთ ჟურნალი მთლიანად გახსნილ მდგომარეობაში htm-ფორმატში, თქვენს საიტზე, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. შეგიძლიათ განათავსოთ, ისევ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, არ შეიძლება ჟურნალში არაფრის შეცვლა (ეს როგორც ზემოთ ვახსენეთ საერთო წესია...). თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ვებ გვერდზე (საიტზე) იქონიოთ ჩვენი გამოშვებების მთელი კოლექცია, არანაირი პრობლემა არ გექნებათ ჩვენი მხრიდან.
ამასობაში ნუ დაგავიწყდებათ მიუთითოთ ჩვენი საიტი, როგორც ინფორმაციის წყარო.

ჩვენი მასალების შესახებ

ყველა სტატია რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იურიდიულად სუფთაა. ყველა მასალას (სტატიას) ჩვენს ჟურნალში ყავს თავისი ავტორი, ან უფლებამოსილი პირი (ავტორის უფლებამოსილი მეპატრონე, ავტორი). ყველა მასალა ქვეყნდება ან ავტორის თანხმობით, ან ავტორების მიერ ხდება მასალების გადმოგზავნა ჩვენს (”კომპინფოს”) რედაქციაში შემდგომი გამოქვეყნების მიზნით. (სხვათაშორის, იხილეთ ჩვენი მოთხოვნები ჩვენთან გამოგზავნილ მასალებზე).