COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » გეიმერის დღიური » Mass Effect 2

http://compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=100&artpage=2&type=review


Mass Effect 2

იმისთვის, რომ მოთამაშემ არ მოიწყინოს, BioWare-მა რამდენიმე ახალი რასა მიუმატა თამაშს. ესენია:

პრიმიტიული ვორჰა, რომელიც ბრძოლის მეტს არაფერს აკეთებს და მხოლოდ Blood Pack, ან კიდევ სხვა დაქირავებულ მებრძოლთა ბანდფორმირებებშია გაწევრიანებული. აქვთ რეგენერაციის უსწრაფესი სიჩქარე.

ოთხთვალა ბატარიელები (რაში სჭირდებათ 4 თვალი?), რომლებიც ვორჰაზე ოდნავ მეტად განვითარებულნი არიან, რადგან ცოტა უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და ბევრი მათგანი Blue Suns დაჯგიფებაშია გაწვრიანებული, რომელიც Blood Pack-ზე უკეთესია, სხვათაშორის.

დროლები, როგორც უკვე ვახსენე, თეინი და მისი ვაჟი. სურათი ზემოთ იყო, ასე რომ საჭირო აღარაა :-P

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს საკმაოდ კარგი რობოტოტექნიკა:

დიდი - YMLR Mech და პატარა LOKI Mech, გარდა ამისა თამაშში არის ოთხფეხა რობოტებიც, FENRIS Mech. ყოველი მათგანი საკმაოდ კარგად არისგაკეთებული, განსაკუთრებით LOKI, რომელიც დაზიანების შემთხვევაში ან მიწაზე დახოხავს "წელში" გაწყვეტილი, ან ცალხელა დადის, ან სულაც უთავო...

იმის მიუხედავად, რომ თამაშში გეთებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს, ლეგიონის წყალობით შეგვიძლია ახალი ინფორმაცია მივიღოთ ამ რასის შესახებ. თურმე გეთებს სამოქალაქო ომი აქვთ გაჩაღებული. მათი ერთი დაჯგუფება რიპერებს თავის ღმერთებად აღიარებს, რასაც მეორე, საღად მოაზროვნე ნაწილი არ ეთანხმება და პირველთ "ერეტიკოსებს" (ე და არა ო!) ეძახის. გარდა ამისა გაირკვა, რომ გეთებს ინდივიდუალური ცნობიერება არ გააჩნიათ, მათი ცნობიერება და ინტელექტი სპეციალურ "ბანკში" ინახება:

და იტვირთება "მობილურ პლატფორმებში" (თავად ლეგიონი სწორედ ამ ტერმინს იყენებს), რომლებსაც შემდეგ მოთამაშე ებრძვის. BioWare-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გეთები ტრილოგიის სამივე ნაწილის განუყოფელი შემადგენელი იქნება. იმედი მაქვს, ME3-ში გეთები და სხვა რასები ბოლოსდაბოლოს გამონახავენ საერთო ენას.

და რაღათქმაუნდა მთავარი მოწინააღმდეგე - კოლექტორები. ეს მწერისმაგვარი რასაა, ფრთოსანი, დიდად უშნო და არც ისე ძლიერი სხვათაშორის.

თამაშის მსვლელობისას ირკვევა, რომ კოლექტორები იგივე პროთეელები არიან, რომლებიც რიპერებმა დაიმონეს და გენეტიკურადაც შეცვალეს. ახლა კოლექტორები რიპერების ყურმოჭრილი მონები არიან და გალაქტიკის ცენტრში, უზარმაზარ კოსმოსურ ბაზაზე ცხოვრობენ:

გალაქტიკის ამ ნაწილში მოხვედრა მხოლოდ Omega 4 სადგურის გავლით შეიძლება, რომელიც სხვა სადგურებისგან განსხვავებით, წითელ ძალურ ველს ქმნის:

შემდეგ კი სიუჟეტი გულახდილად რომ ვთქვა, ბანძდება. კოლექტორების ბაზაზე შეპარდს ხვდება "ადამიანი-რიპერი", აი ისიც:

და მოკლედ, ნუ გამალანძღინებთ ამ ოქრო-თამაშს სიუჟეტის ჩავარდნის გამო რა :-D

-----------------------------------------------------------------------------------

შეფასებას რაც შეეხება...
1. სიუჟეტი. კარგად არის დამუშავებული, ბოლოში ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით. სამწუხაროდ ME1-ის "ხილვებთან" ერთად გაქრა ერთგვარი იდუმალება. სხვათა შორის ერთ-ერთი "მეორეხარისხოვანი" მისიის შესრულებისას "ხილვა" ისევ ჩნდება, მაგრამ ამჯერად ხილვაში კოლექტორიცაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პროთეელებმა იცოდნენ რაც ელოდათ... აი ვიდეოც:

სიუჟეტი ისეა განვითარებული, რომ ციტადელის კონსულზე ბევრი აღარაფერია დამოკიდებული (ანუ სულ ერთია შეპარდმა გადაარჩინა ისინი თუ არა პირველ თამაშში). საბედნიეროდ არის კიდევ ერთი სიახლე - არ არის აუცილებელი, რომ შეპარდმა მოიგოს თამაშის დასკვნითი ბრძოლა. თამაშის შედეგი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ერთგული და კარგად აღჭურვილი მებრძოლები (და ხომალდიც კი) ყავს შეპარდს. ეს სიახლე რომ არა, 5 ქულის მეტი არ ეკუთვნოდა სიუჟეტს, მაგრამ ახლა 7 ქულას ვწერ.

2. გეიმპლეი. გეიმპლეი აშკარად დაიხვეწა, როგორც HUD, ასევე სწრაფი წვდომის მენიუ, საიდანაც არამხოლოდ გუნდის მეომრების ძალების გამოყენება, არამედ მათი შეიარაღების მართვაც შეგიძლიათ. გარდა ამისა სასიამოვნო სიახლეა იარაღებისთვის შეზღუდული საბრძოლო მარაგი, უფროსწორად "თერმული კაფსულები". მარაგი შეუზღუდავია, მაგრამ იარაღის მიერ გამოყოფილი სითბო თერმულ კაფსულაში აკუმულირდება და მათი არქონის შემთხვევაში ვერც გაისვრით ;-) გაუმჯობესდა დეკოდირების სისტემაც, რომელიც უფრო ლოგიკურ თამაშს დაემსგავსა. ტაქტიკას რაც შეეხება, აქაც არის რამდენიმე სიახლე, შეპარდს შეუძლია პლანეტის სკანირება, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით - სკანერს ატარებთ პლანეტის ზედაპირზე და საჭირო მომენტში გაისროლოს ქიმიური ელემენტის მომპოვებელი ზონდი.
გარდა ამისა შეპარდს აღარ უწევს იარაღის ყოვლად გაუგებარი გაუმჯობესებების გამოსაყენებლად სპეციალურ მენიუში შესვლა - იარაღის სხვადასხვა ამუნიცია ახლა პერსონაჟის "ძალებში" შედის. გარდა ამისა აღარაა საჭირო თითოეული პერსონაჟისთვის ინდივიდუალური უნიფორმის შეძენა - გაუმჯობესებები ავტომატურად ეხება ყველას. გეიმპლეი აშკარად 10 ქულას იმსახურებს.

3. გრაფიკა-ოპტიმიზაცია. აქაც 10 ქულას ვწერ, რადგან გრაფიკა გაუმჯობესდა და ჯღან-ენდ კომპიუტერები მაინც საკმაოდ კარგად "ქაჩავენ" ახალ თამაშს. გარდა ამისა არსად გამქრალა (გაქრა კიარა უფრო გამძაფრდა) Mass Effect-ის განუმეორებელი ატმოსფერო. თუნდაც გეთების სადგურზე, თუნდაც ერთ-ერთ პლანეტაზე (სახელი აღარ მახსოვს :-D), სადაც მზის ზემოქმედებით ჯავშანი ხურდება და შიშხინს იწყებს, ასე გეგონება, თითქოს კანი გეწვისო! თუნდაც კოლექტორების ხომალდზე, რომელიც მართლაც მწერების უზარმაზარი ბუდეა! ასტეროიდზე გაშენებული ომეგა, რომელიც დიდ სანაგვეს ჰგავს... მოკლედ შედარებები უამრავია. ატმოსფეროთო და გრაფიკით მართლაც კმაყოფილი ვარ.

ჯამური ქულაა 9. რაც შეეხება უფრო ტიტულოვანი საიტების შეფასებებს:

Eurogamer - 10/10
Game Informer - 9.75/10
GameSpot - 9/10[69]
GamesTM - 10/10
GameZone - 9.5/10
IGN - 9.6/10(US), 9.2/10 (UK), 9.3/10 (AU)
Official Xbox Magazine - 9.5/10 (UK 10/10)
PC Gamer UK - 90%
PC Gamer US - 90%
X-Play - 5/5
bit-tech.net - 10/10
Hardcore Gamer Magazine - 5/5

ცხადია ეს არ არის Mass Effect-ის შესაფერისი რევიუ, ის მეტს იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემს ძალებს აღემატება.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

სტატიის ავტორი: მიშა
წყარო: Overclockers.ge

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ამ სტატიის პატივცემულმა ავტორმა საიდან დაასკვნა რომელი გეიმერს რომელი პერსონაჟი მოსწონს ან არ მოსწონს.. ჯეკი მაგარი ტიპშიი და მაგრად გამისწორდა თამაშში რო ვნახე და დამევასა.. ან კიდე ფსიქოლოგიური დასკვნები რო გამოაქვს თეინ კრიოსის ირგვლივ...
17-04-2010, 09:20:03 | STALKER2012

დავამატებ: ტალის აქცენტი პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია... ზოგადად, გახმოვანება 5-იანზეა
ჯეკს რაც შეეხება, არ შემძულდა, პირიქით მისი ისტორიის ბოლომდე გაგების შემდეგ ძალიანაც შემეცოდა...
18-02-2010, 02:06:33 | Gio_kiborg

ძალიან კარგია
ყველას ვურჩევ, ვინც ME2-ის თამაშს აპირებს, ჯერ ME1 დახუროს აუცილებლად...
მართალია გავლენა მეორე თამაშზე დიდი არაა, მაგრამ სამაგიეროდ ME-ს ატმოსფეროში უკეთ ჩაერთვებით
07-02-2010, 12:27:43 | Gio_kiborg


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.