HP NX6110 - Pentium M-ის ბაზაზე
მობილური ბიზნეს ცენტრი
მეხსიერება ყველა მოდიფიკაციაში გამოიყენება DDR მერხსიერება, მაქსიმალურად შეიძლება გამოყენებული იყოს 2 გიგაბაიტი მეხსიერება. ძირითადად მოდელები აღჭურვილია 1 ცალი 256 მეგაბაიტიანი მოდულით, თუმცა შეიძლება სურვილის შემთხვევაში შეგხვდეთ 512 მეგაბაიტინი მოდელიც. ხისტი დისკი ძლიერი ან სპეციალურად დაკვეთილი მოდელების გარდა ყველაში გამოიყენება კომპანია Toshiba-ს 40 გიგაბაიტიანი და 4200 ბრუნიანი საკმაოდ ჩუმი ვინჩესტერი, ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია იგივე მონაცემების მქონე 60 გიგაბაიტიანი ვინჩესტერებით. ეკრანი ნოუთბუქს გააჩნია 15 დუიმიანი დისპლეი, რომელიც რაიმე განსაკუთრებული გარჩევადობით არ გამოირჩევა 1024x768. სტანდარტული ბიუჯეტური მოდელი, რომელიც ზემოდან დახედვისას გადანათებულ გამოსახულებას იძლევა, ხოლო თუ ეკრანი ნამეტანი გადაწიეთ და ქვევიდან უყურებთ გამოსახულება პირიქით ჩამუქებულია, შედარებით კარგად იტანს ეკრანი მარცხნივ და მარჯვნივ მხარეებიდან შეხედვას, მართალია ფერები იცვლება და კონტრასტულობა ქრება, მაგრამ ტექსტს თავისი კითხვადობა მაინც გააჩნია. ასე რომ ორ სამ კაცს შეუძლია ეკრანზე წერილი, ან დოკუმენტი გაარჩიოს.
ხმა, ქსელი და მოდემი ამ მოწყობილობებს ერთად განვიხილავთ რადგან ყველა ერთი ჩიპითაა უზრუნველყოფილი. დედა დაფაზე ჩამონტაჟებულია ექვსარხიანი Broadcom-ის კოდეკი, ჟღერადობით ხმა არ ჩამოუვარდება სამაგიდო სისტემებში გავრცელებულ Realtek - ALC650 (655)-ს. ქსელი ასევე რეალიზებულია ზემოთხსენებულ კოდეკზე, ქსელს აქვს ორი სიჩქარის მხარდაჭერა 10/100 მეგაბიტი წამში, სპეციფიკაციის მიხედვით კონტროლერი შეერთებულია PCI-Express სალტით. რაც შეხება მოდემს, რომელიც წარმოებულია Agere Systems–ის მიერ მუშაობს სტაბილურად, პირველივე დარეკვაზე ახერხებს მყარი კავშირის დამყარებას, როგორც წესი 44-53 კილობიტი წამში, დანარჩენი ძირითადად სატელეფონო ქსელზე და ინტერნეტ პროვაიდერზეა დამოკიდებული. გაგრილების სისტემა უნდა ითქვას რომ ნოუთბუქი ცხელ აპარატურას არ განეკუთვნება, მაგრამ ბევრი სხვა მოდელისგან განსხვავაებით ეს მიიღწევა ქულერის მუდმივი მუშაობის ხარჯზე. მართალია დღისით ეს პრობლემებს არ ქმნის, მაგრამ საღამოს და ღამე მარტო ოთახში მუშაობისას ქულერის ტემპერამენტი და დაბოღმილი ხმა ცოტა არ იყოს ნერვებზე მოქმედებს. იდეაში ხმაურის შესამცირებლად გამოყენებულია ქულერი რომელსაც საკმაოდ მცირე ბრუნვათა რიცხვი აქვს, მაგრამ არასწორად განლაგებული რადიატორი და საკმაოდ პატარა ხვრელი ახალი ჰაერის მისაღებად და გამომუშავებულის გამოსაყვანად, საჭირეობს მუდმივ მუშაობას. მოკლედ ხმაურში ეს ნოუთბუქი აგებს და საკმაოდ ძლიერად. ძირითადად აქ მოვრჩეთ მოდელის განხილვას და ჩამოვყვეთ კომპიუტერის პლიუს მინუსებს. მინუსები პლიუსები
ბოლოსიტყვა საერთო ჯამში ნოუთბუქი ნორმალური გამოვიდა, რა თქმა უნდა ყველას ყველაფერი არ მოეწონება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ეს მოდელი ვრცელდება როგორც იაფიანი ბიზნეს კლასის კომპიუტერი (სპეციალურად კომპიუტერს არ მოყვება ოპერაციული სისტემა), წესით მისი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 700$-ს, მაგრამ ქართული რეალობა გვიჩვენებს რომ არაოფიციალური სისტემის ინსტალირება არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა, რის გამოც ჩვენთან ამ მოდელის ფასი ორჯერ იზრდება. შევეშვათ ქართულ რეალობას და დავუბრუნდეთ კომპანია HP-ს, ამ მოდელით კომპანიამ მხოლოდ ერთი რამ გვიჩვენა, მაშინ შეუძლია არა მარტო ძვირიანი და Hi-End მოდელების გამოშვება, არამედ თავისუფლად შეუძლია ძლიერი და ამასობაში ბიუჯეტური მოდელების შექმნაც. პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი |
|
მჯირდება კომპაქ NX7400 ეკრანი და დამთენი გამომეხმაურეთ რიალურ ფასად შევიდძენ 855181006