მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
ELCOMMCAUCASUS 2006
ტექნო გამოფენა თბილისში

2006 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საგამოფენო კომპლექსის მე-11 პავილიონში გაიხსნა ყოველწლიური გამოფენა ELCOMMCAUCASUS. რა თქმა უნდა საქართველოში ასეთი ღონისძიებები იშვიათია, ამიტომ ასეთი გამოფენები კომპიუტერული განხრის მომხმარებლებს და კომპიუტერულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ყოველთვის აინტერესებდა. გამონაკლისი არც წლევანდელი გამოფენა ყოფილა.

ინტერესი რა თქმა უნდა დიდია, ჩვენც ამ ღონისძიებას დავესწარით და გვსურს გაუზიაროთ საკუთარი შეხედულებები მომხმარებლებს რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ვერ ახერხებენ ამ გამოფენაზე მოხვედრას ან თვლიან რომ მათთვის ეს გამოფენა არ არის.

გამოფენა თბილისში რამდენიმე წელია ტარდება. შეიძლება ითქვას უკვე ჩამოყალიბებული სტანდარტული პროცედურაა, მაგრამ განსხვავებები რა თქმა უნდა ყოველთვის არის.  პირველი განსხვავება წინა წლებისგან არის ბილეთის საფასური, მართალია მისი ღირებულება არავის დააქცევს, იგი სულ რაღაც 2 ლარს შეადგენს, მაგრამ საქმე ფასში არ არის, იგი ხარისხშია. მთელი წლის მოლოდინის შემდეგ  ბილეთის საფასურს არავინ მიაქცევს ყურადღებას, იგი შეიძლებოდა ლამის ორმაგიც ყოფილიყო, თუცა ამ შემთხვევაში ზოგიერთი მოწადინებული ახალგაზრდა SMS-ების რაიმე ბარათის შეძენას ამჯობინებდა ვიდრე გამოფენაზე მოხვედრას.

გახსნა როგორც ტრადიცია დაგეგმილი იყო 10 საათზე, თუმცა როგორც ტრადიცია  მოითხოვს გახსნა ჯერ 11 საათამდე გადაიდო და უკვე მოსული ხალხი არც თუ ისე ცხელი შემოდგომის მზის ქვეშ იბრაწებოდა, შემდეგ 11 საათიც მოვიდა და გამოფენა ისევ არ გაიხსნა, დაცვის თანამშრომლები მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ და ითხოვდნენ კიდევ ცოტა ხნით დაცდას.  სიზუსტისთვის ვიტყვი რომ გახსნა საბოლოოდ შედგა ზუსტად 11 საათსა და 25 წუთზე. საათნახევარი დაგვიანება ჩვენთვის არაფერია, მიჩვეულები ვართ :-).

გახსნის შემდეგ შედგა პატარა ოფიციალური ცერემონია, სადაც სიტყვით გამოვიდა საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი და ეკონომიკის მინისტრით მოადგილე, შემდეგ მოხდა იმპროვიზირებული ბაბთის გაჭრა, ამის შემდეგ კარები ყველა მსურველისთვის ღია იყო. საოცარია მაგრამ ძირითადად შეკრებილი და სანახაობას მონატრებული ხალხი მინისტრის მოადგილეს გაყვა უკან რის გამოც ზოგიერთს მოუწია გამოფენისთვის წრის უკუღმა დარტყმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს დაინახავდით.

გამოფენა

თვითონ წლევანდელი გამოფენა წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მწირი იყო. ამაზე საუბრობს ის ფაქტიც რომ მე-11 პავილიონის ნახევარი ერთ-ერთ ბანკს აქვს აღებული სტუდენტური სესხებისთვის, შესაბამისად წარმოდგენილი ფირმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით უკვე 2-ჯერ მცირდება, რა თქმა უნდა ეს ტექნომანიაკისთვის დიდად სახარბიელო არ არის.

შემდეგი უსიამოვნო ფაქტი თავს იჩენს თვითონ გამოფენის ზედაპირული გადახედვისას, გამოფენაზე კომპიუტერული ტექნოლოგიებით წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფირმა: Maxtom M. როგორც ვიცით ეს არის პირველი ქართული კომპანია რომელმაც დაიწყო საკუთარი ნოუთბუქების გამოშვება intel Centrino-ს ბაზაზე.

შემდეგ აუცილებლად ავღნიშნავთ კომპანიას ”ჰა-მაკი”, ეს არის GreenNet-ის განყოფილება, რომელიც კომპანია APPLE-ს პროდუქციას ყიდის. დანარჩენის მხრივ შეიძლება ითქვას რომ წლევანდელ ELCOMMCAUCASUS-ზე არაფერი კომპიუტერული წარმოდგენილი არ იყო, რა თქმა უნდა თუ კომპიუტერებად ჩათვლით დაცვის სისტემებს, ელ-გაყვანილობას, კარტრიჯების დატენვას, ბანერების დაბეჭდვას, დიზელ გენერატორების დაქოქვას და სხვას, მაშინ შეიძლება თქვენთვის ცოტაოდენ მეტი საინეტერესო ორგანიზაცია აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ ზემოთხენებული ორი კომპანიის გარდა რეალურად მოქმედი აპარატურა და პროდუქცის სულ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი ერთერთი იყო კომპანია  FARGO, მისი რეგიონალური წარმომადგენელია INFOZAVRI Group. შესაბამისად ამ ორი კომპანიის სტენდი გაერთიანებული იყო. წარმოდგენილი პროდუქცია კი შეადგენდა პლასტიკური ბარათების დასაბეჭდ  პრინტერებს, ასევე იყო ბარათების წამკითხველი მოწყობილობები, შტრიხ კოდის ამომცნობი აპარატურა სალარო ტერმინალები და სხვა. უფასო მაკულატურის მოყვარულები ამ სტენდთან გარკვეულწილად გაიხარებდნენ, რადგან შეუძლიათ ააგროვონ აურაცხელი ბუკლეტები, რამდენიმე სახის დისკები, სხვათაშორის როგორც გაირკვა ბევრი კომპაქტ დისკებს არა შიგთავსისთვის არამედ მოხერხებული პლასტმასის კეისების გულისთვის იღებდა.


პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

ხო ისა გამოფენაზე რომ ვიყავი გახსნაზეც და მერეც ეჭვი მაქვს რომ ვნახე system32s.

ჯა_ჯ, ის დისკები რომ მოვხვეტე რამდენიმე საინტერესოც აღმჩნდა განსაკუთრებით ფარგოს პრინტერების დისკები :)
06-10-2006, 17:50:29 |

მართლაც, ძალიან მწირი იყო კომპ ტექნიკის მხრივ ეს გამოფენა, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ მაკის კომპი მართლაც დამევასა!!! როგორც მითხრეს, მთელი მაგის აღჭურვილობა (ანუ კეისები და რამე) გახლდათ ლცდ (:-)) 17' მონიტორი რეკომენდირებული 1280*1024-ზე, რომელიც შეიცავდა კორე 2 დუოს (მგონი 1,8 გ), 160 ვინტს, 512 ოპერს, 128 ცალკე ინტეგრირებულ (?) ვიდიუს, ვინდ ხპ-ს და მაკ ოს ხ-ს, თეთრ კლავიტურას, თეთრსავე თაგვს და 2843 ფულს, რომელსაც 5% დააკლდებოდა, თუ იმდღესვე მოვაშორებდი თავიდან
არადა, სულ 20-მა ლარმა გადაწყვიტა საქმე... იმ ოც ლარზე რომ დამემატებინა დანარჩენი, ახლა ხომ კარგ კომპზე ვიჯდებოდი???
06-10-2006, 13:11:12 |


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.