მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
ELCOMMCAUCASUS 2006
ტექნო გამოფენა თბილისში

სულ ELCOMMCAUCASUS 2006-ზე მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა 32 კომპანიამ:

11.01 ჰამაკი -  კომპანია APPLE –ს ოფიციალური დისტრიბუტორი, MAC-ის კომპიუტერების და iPOD-ის ოფიციალური წარმომადგენელი;

11.02 ყვითელი ფურცლები თბილისი - თბილისი ცნობარი;

11.03 უძრავი ქონება - უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა;

11.04 სემპერი - საწარმოო ავტომატიზაციის დამუშავება;

11.05 ჯითიეს ელექტრონიქსი - გარანტირებული კვების წყაროები;

11.06 პირველი -  ჟურნალი პირველი;

11.07 ACM-საქართველო - უმაღლეს სასწავლებლებს შორის პროგრამირების ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი;

11.08 ნავიგატორი - გაზეთი ნავიგატორი;

11.09 ბიზნეს ეთიკის ასოციაცია საქართველოში - ბიზნეს ეთიკის ჩამოყალიბებისა და კოდექსის შემმუშავებელი;

11.10 საქართველოს ფოსტა - საფოსტო გზავნილები, დაკვეთილი და საკურიერო საფოსტო მომსახურება;

11.11 ეისითი ჯგუფი - მარკეტინგული კვლევის ჯგუფი;

11.12 ლაგი - სათვალთვალო კამერები, ფერადი და შავთეთრი. დაშვების კონტროლის სისტემები და უსაფრთხოება;

11.13 ტექსან გენერატორი - ბენზინის და დიზელის გენერატორები;

11.14 ვეზირი - სატელეფონო სადგურები, Call ცენტრები, ლოკალური და მაშტაბური ქსელები, სერვერები, ხმისა და მონაცემთა უსაფრთხო გადაცემის სისტემები;

11.15 DATA CARD GROUP - უსაფრთხოების ბარათები და ID ბარატები;

11.16 INFOZAUR Group – ID ბარათები, პლასტიკური ბარათები, შესაბამისი პრინტერები,ინფორმაციული სკანერები, შტრიხ კოდ სკანერები;

11.17 Co2 Lazers Caucasus - ლაზერული ტექნოლოგიით სხვადასხვა ზედაპირებზე ლოგოტიპების და წარმოწრების ამოწვა, ტყავის, ხის, მინის, ლითონის და სხვა ზედაპირების დამუშავება, ექკლუზიური ნაკეთობანი;

11.18 ტელ ინდასტრი ჯორჯია - გამომუშავებული გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია;

11.18 ჰოლდინგური კომაპნია EMV - ენერგო ობიექტების ტექნიკური აუდიტი;

11.19 აბსოლუტი - სარეკლამო კომპანია;

11.20 ტექსერვისცენტრი - კომპიუტერების და ორგტექნიკის მომსახურება, შეკეთება აღდგენა;

11.21 გეო ინვესტ გრუპ - ელექტრო ენერგიის იმპორტი;

11.22 ფიხტ ჯორჯია - პერიმეტრის დაცვა, სახანძრო სისტემები, სათვალთვალო აპარატურა და უსაფრთხოება;

11.23 Orienter – ბუკლეტები, კალენტრები, საიმიჯო დიზაინი;

11.24 ინსტა - ელ-გაყვანილობა, უსაფრთხოება, დაცვის სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები;

11.25 მაქსტოპ ემი (Maxtop M) - კომპიუტერული კომაპნია, საკუთარი ნოუთბუქები, ACER_ის წარმომადგენლობა, სერვერები და ასე შემდეგ;

11.26 ბეტა - რადიო საკომუნიკაციო სისტემები, პულტები გადამცემები, დაცვითი და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები;

11.27 საქართველოს ბიზნეს კონსულტაციის ჯგუფი - გაზეთი Georgian Busines Today;

11.28 Georgia Today - გაზეთი Georgia Today

11.29 VIKING - საოფისე ტექნიკა სამშენებლო და საპროექტო დაწესებულებებისათვის;

11.30 ზაპოროჟიეს მაღალი ძაბვის აპარატურის ქარხანა - დენის და ძაბვის  საზომი ტრანსფორმატორები, გამანაწილებელი მოწყობილობები, ტრანსფორმატორები, ქვესადგურები;

11.31 ინსტანტ ჯორჯია - დაზიანებული და ძველი სურათების სწრაფი აღდგენა;

11.32 ელექტროფარი TM სამარა - ელ-ენერგიის პროდუქცია და სატრანსფორმატორო ქვესადგურები


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათზე

კომპანიების განლაგება  მე-11 პავილიონში შეგიძლიათ იხილოთ წარმოდგენილ სურათზე. (თუმცა გაითვალისწინეთ ქართული რეალობა და გამოვა რომ რამდენიმე კომპანიის ადგილსამყოფელი წარმოდგენილ რუქას არ ემთხვევა)

ყურადღებას სულ რამდენიმე სტენდი იქცევს, აქედან კომპ მომხმარებლებს დააინტერესებთ კომპანია Maxtop M-ის სტენდი, რომელზეც წარმოდგენილია ექსკლუზიური კომპიუტერები და ACER-ის ნოუთბუქები, ასევე Maxtop M-ის წარმომადგენლის განმარტებით სანაქებო და სანატრელი Core 2 Duo მათთან სულ რაღაც ერთ კვირაში იქნება, სავარაუდოდ Core 2 Duo  6300 ეღირება 250$, რა თქმა უნდა უცხოურ ბაზარზე ცოტათი ძვირია, მაგრამ მაინც მისაღები ფასია.

მელომანებს დააინტერესებთ iPOD-ის სტენდი,  სადაც წარმოდგენილი ძველი და ახალი თაობის ცნობილი მედია პლეერები, სხვათაშორის ახალი iPOD nano ბევრს მოეწონება მისი მინიატურული ზომების გამო. ასევე ამ სტენდზე შეგიძლიათ გაეცნოთ APPLE-ს კომპიუტერებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ Co2 Lazers Caucasus-ის მიერ წარმოებულმა პატარა ნაკეთობებმა, რომლებშიც ბევრი თვალის მოჭრელი პატარა დეტალია, ბევრ კომპანიას თავისის არეკალმო საქმიანობისთვის ნამდვილად გამოადგება მათი პროდუქცია.  

საერთო ჯამში წინა წლებთან შედარებით შეიძლება ითქვას რომ საქართველოში კომპიუტერული ფირმების ინტერესი გამოფენების მიმართ კლებულობს. პრაქტიკულად აღარ იმართება მომხმარებლისთვის საინტერესო გამოფენები, გამართულში კი მონაწილეობას კომპ-ფირმები არ იღებენ, თუმცა გასაკვირიც არ არის, ისინი ხომ არაფერს აწარმოებენ, მხოლოდ სხვა კომპანიების პროდუქციას ყიდიან, ხშირად კი რამდენიმე ფირმას ერთი და იგივე პროდუქცია აქვთ, სხვადასხვა ფასში, რა უნდა გააცნონ ახალი საზოგადოებას?

და ბოლოს საინტერესო იქნება INFOZAUR Group-ის სტენდი, განსაკუთრებით პლასტიკური ბარათების საბეჭდი პრინტერი და მათი წასაკითხი მოწყობილობები, ვიცი დამწყებ კარდერებს ნერწყვები წამოუვათ, მაგრამ უფრთხილდით ჩვენს პოლიციას, მინიმუმ ერთი კარდერების ჯგუფი დაკავებულია.

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

ხო ისა გამოფენაზე რომ ვიყავი გახსნაზეც და მერეც ეჭვი მაქვს რომ ვნახე system32s.

ჯა_ჯ, ის დისკები რომ მოვხვეტე რამდენიმე საინტერესოც აღმჩნდა განსაკუთრებით ფარგოს პრინტერების დისკები :)
06-10-2006, 17:50:29 |

მართლაც, ძალიან მწირი იყო კომპ ტექნიკის მხრივ ეს გამოფენა, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ მაკის კომპი მართლაც დამევასა!!! როგორც მითხრეს, მთელი მაგის აღჭურვილობა (ანუ კეისები და რამე) გახლდათ ლცდ (:-)) 17' მონიტორი რეკომენდირებული 1280*1024-ზე, რომელიც შეიცავდა კორე 2 დუოს (მგონი 1,8 გ), 160 ვინტს, 512 ოპერს, 128 ცალკე ინტეგრირებულ (?) ვიდიუს, ვინდ ხპ-ს და მაკ ოს ხ-ს, თეთრ კლავიტურას, თეთრსავე თაგვს და 2843 ფულს, რომელსაც 5% დააკლდებოდა, თუ იმდღესვე მოვაშორებდი თავიდან
არადა, სულ 20-მა ლარმა გადაწყვიტა საქმე... იმ ოც ლარზე რომ დამემატებინა დანარჩენი, ახლა ხომ კარგ კომპზე ვიჯდებოდი???
06-10-2006, 13:11:12 |


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.