COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია

http://compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=49&artpage=2&type=special


Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია

მაშ ასე მოქმედება:
1. ჯერ საჭიროა დავრწმუნდეთ მართლაც არალიცენზირებული Windows-ი გვაქვს, თუ მოხდა ისე რომ ოფიციალური სისტემა გვაქვს დაინსტალირებული (არამჯერავს, რომ ეს არ იცოდეთ, მაგრამ რაიცი რა ხდება თქვენს კომპიუტერში). ამის გასაგებად გახსენით საქაღალდე STAGE 4 და გაუშვით შიგნით არსებული პროგრამა. ეს არის თვით Microsoft-ის მიერ გამოშვებული პროგრამა იმისათვის, რომ მოტყუებულმა მომხმარებლებმა გაიგოს მისი ოპერაციული სისტემა ოფიცილურია თუ მოპარულია.

გაუშვით პროგრამა მოიცადეთ რამდენიმე წამი (ზოგიერთ ნელ და არეულ კომპიუტერზე საჭიროა მაქსიმუმ 1-3 წუთი), და მიიღებთ ფანჯარას რომელზეც ჩამოწერილი იქნება თქვენი ოპერაციული სისტემის  მაჩვენებლები, სერიული ნომერი, იდენტიფიკატორი, ვერსია და სხვა ამდაგვარი ინფორმაცია.

ამ პროგრამიდან ჩვენ გვჭირდება ორი მონაცემი, ერთი არის პირველივე ხაზი, ანუ ის ინფორმაცია რაც წერია Genuine Validation Status-ის გასწვრივ. თუ მწვანედ წერია Genuine, მაშინ სტატიის შემდგომი ნაწილი თქვენ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ოფიციალური ვერსია გაქვთ დაინსტალირებული, რომელმაც Microsoft-ის საიტზეც გაიარა შემოწმება და შემდგომი დამოწმებაც, მაგრამ აი თუ წითლად წერია Not genuine, ესეიგი თქვენ არალიცენზირებული ვერსია გაქვთ და მორჯულება აუცილებლად საჭიროა (ეგრეც ვიცოდი რომ ოფიციალური ვერსია არ გქონდა, აბა წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სტატიას რას ჩააფრინდებოდი :-), გამოვიცანი ხომ).

გარდა ამისა გვაინტერესებს Windows License Type-ს გასწვრივ არსებული წარწერა, ეს იმისთვის გვინდა რომ შესაბამისი ნომრის გენერაცია მოვახდინოთ. უმეტესობას აქ ექნება წარწერა Volume, ეს ნიშნავს VLM ლიცენზიას. აქ მეტი არაფერი გვაინტერესებს შეგიძლიათ პროგრამა დახუროთ.

2. მეორე მოქმედებისას უნდა გახსნათ საქაღალდე STAGE 1 და შიგნით არსებული პროგრამა გაუშვით. გამოსულ ფანჯარაში პირველ ვერში ეწერება Windows XP PRO. თუ თქვენი ლიცენზია იყო Volume, მაშინ ეს ველი უნდა შევცვალოთ, ამისათვის ჩამოშალეთ ფანჯარა და აირჩიეთ Windows Xp PRO VLK.

სხვა ველებში ცვლილებებს ნუ შეიტანთ უბრალოთ დააჭირეთ ღილაკს Generate,  შეგიძლიათ რამდენჯერმე დააჭიროთ სასურველ ღილაკს, შედეგად წამებში დაგენერირდება ახალი რეალური სერიული ნომერი, რომელიც უპრობლემოდ გაივლის აქტივაციას. მაგრამ ჯერ ეს ახალი ნომერი უნდა აღვაქმევინოთ Windows-ს. ეს საკმაოდ მარტივად კეთდება შემდეგი პროგრამით.

3. ნუ დახურავთ წინა პროგრამას, ამავდროულად გადადით საქაღალდეში STAGE 2 და გაუშვით შიგნით არსებული პროგრამა.

გამოსულ ფანჯარაში ეწერება Microsoft Windows XP  და ძირს იქნება მიმდინარე სერიული ნომერი, რომელიც რა თქმა უნდა არალიცენზირებულია. იმისათვის, რომ წინა პროგრამის მიერ დაგენენირებული ახალი სერიული ნომერი შევიყვანოთ ჩვენს სისტემაში, საჭიროა მენიუში ავირჩიოთ Option და აქ არსებულ ერთადერთ პუნქტზე დააწკაპუნეთ თაგუნია (პუნქტის სახელია Change Windows Key).

გამოვა ახალი ფანჯარა, რომელშიც არის ცარიელი 5 განყოფილება ახალი სერიული ნომრისთვის. წინა პროგრამიდან დააკოპირეთ ახლად დაგენერირებული სერიული ნომერი, ან ხელით შეიყვანეთ. შედეგი ერთია ასე, რომ რომელი მეთოდიც იქნება თქვენთვის მოხერხებული ის გამოიყენეთ. შემდეგ როდესაც 5-ივე ველს შეავსებთ დააჭირეთ ღილაკს Change. გამოვა შეტყობინება, რომ ახალი ნომერი ჩაწერილია სისტემაში და თუ გსურთ ახალი ნომრის დანახვა, მაშინ ეს პროგრამა დახურეთ და ხელახლა გაუშვითო.

იმედია ციფრების თვალიერებაზე ჭკუა არ გეკეტებათ. ამიტომ ხელახალი გაშვება და ციფრების ამოკითხვა გამოვტოვოთ. უბრალოდ დახურეთ სერიული ნომრის გენერატორი პროგრამაც და ნომრის შემცვლელი პროგრამაც. ორივემ თავისი საქმე 5-იანზე გააკეთა და შემდეგში აღარ დაგვჭირდებიან.

პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

აუ მაინტერესებს ძაან რა განსხვავებაა ვინდოუსის გადაყენებასა და დაყენებასა
07-01-2016, 16:20:56 | luksona

ორიგინალი მქონია

12-06-2011, 21:56:44 | morkneveli

ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ!
18-01-2011, 19:12:02 | zuka53

ჩემთან წერია invalid product key და იგივეა ანუ ????
02-09-2010, 10:20:13 | levan gvelesiani

ძმები ხართ
04-06-2010, 21:24:12 | qardos

აუ 1 სიტყვით მაგრები ხართ სუყველა რაა
29-05-2010, 00:11:53 | gio bagdadishvili

დიდი მადლობა კომპ ინფოოოოს და ჯაჯას VIPMASTERI თქვენი მადლიერიააა.... ყველაფერი საუკეთესოდ მუშაობს
23-05-2010, 00:04:02 | vipmaster91

შენ გაიხარე მაგარია დავისვენე რასაც ქვია არანაირი დავირუსებული და არაფერი გააკეთეთ ის როგორც ახსნილია
13-02-2010, 15:19:15 | lashare14

ბოლო პუნქტი continue-ს მაგივრად არის DAWNLOAD და იწერს windows definder-ს ხოლო რაც შეეხება Install Activex Controls საერტოდ ვერ ვპოულობ გთხოვთ კარგად ამიხსნათ ვინმემ
21-01-2010, 14:44:15 | lasha89

ანტივურუსი ბოლოს აგდებს ვირუსს ტროიანზე რამდენად სარწმუნოა რომ ეს ვირუსი არაა?
08-01-2010, 19:21:25 | lasha89


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.