COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » Google AdSense – დიდი ფული თუ...

http://compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=54&artpage=2&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Google AdSense – დიდი ფული თუ...


ახლა კი უნდა გავეცნოთ გუგლის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუ იმოქმედებთ წესების ფარგლებში, ბედნიერი იქნებით თქვენც და გუგლიც. თუ დაარღვევთ წესებს, გააბრაზებთ ბიძია გუგლს. ისიც საპასუხოდ სამუდამოდ დაგბლოკავთ თქვენც და თქვენს საიტებსაც AdSense-დან. პლიუს ამას, თქვენი ცუდი ქცევით რეპუტაციას შეულახავთ თქვენს სამშობლოს, რასაც მომავალში შეიძლება მისი ქვეყნების სიიდან ამოშლა მოყვეს. წესები განთავსებულია აქ:
http://www.google.com/adsense/policies და აქ: http://www.google.com/adsense/localized-terms?hl=en_GB. წესებს მოკლედ აქაც ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გუგლის ოფიციალური წესები და პირობები.

წესების მოკლე აღწერა: დაუშვებელია რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ, ძალადობის, რასიზმისა და რელიგიური შუღლის მქადაგებელ, 18+, კაზინოების და უცენზურო საიტებზე. საიტებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ/ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ნარკოტიკებს და იარაღს. დაუშვებელია რეკლამების განთავსება ისეთ საიტებზე, სადაც უკვე არის სხვა ისეთი სპონსორების რეკლამები, რომლებიც რეკლამების კონტექსტუალიზაციას ახდენენ გუგლის მსგავსად (მაგ: Yahoo! Publishers Network). დაუშვებელია რეკლამის განთავსება Pop-up და Pop-under ფანჯრებში, გვერდებზე, სადაც არ არის კონტენტი. დაუშვებელია რეკლამებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა და რეკლამის კოდის შეცვლა. დაუშვებელია საკუთარ რეკლამებზე დაწკაპუნება, პროქსი სერვერების გამოყენება და მათი მეშვეობით რეკლამებზე დაწკაპუნება, საიტის მომხმარებისთვის რეკლამებზე დაწკაპუნების თხოვნა (დასაშვები ფრაზებია მხოლოდ Sponsored Links და Advertisements). ესაა ის ძირითადი წესები, რომლის დარღვევითაც გამოირჩევიან ახალბედა მომხმარებლები (და არა მარტო ახალბედები). ნუ იფიქრებთ, რომ გუგლს მოატყუებთ. ვინც ასე იფიქრა სამუდამო Ban-იც აიკიდა. ზოგიერთმა 1000$-მდეც კი დაკარგა წესების დარღვევის გამო.


ახლა კი გადავიდეთ თვითონ რეკლამებზე. სულ რეკლამების 3 ტიპი სახეობა არსებობს:
1) AdSense for Content – აქ შედის სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის კონტექსტუალიზებული ტექსტური და გრაფიკული რეკლამები.
2) AdSense for Search – ამის საშუალებით საიტზე გუგლის Search Box-ს განათავსებთ.
3) Referrals – ეს არის რეფერალური პროგრამა.
რეკლამების ყველა ტიპი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense/adformats. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს.

დანარჩენი თვითონ ან იმ წიგნის დახმარებით გაარკვიეთ, რომელსაც სტატიის ბოლოს გაჩუქებთ. გაითვალისწინეთ, რეკლამის კოდის უბრალოდ საიტზე განთავსება დიდ შედეგს არ მოგცემთ. თქვენ შეგიძლიათ რეკლამების ფერები და სტილები აკონტროლოთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა ეცადოთ, რეკლამები ისეთ ადგილებში ჩასვათ, რომ მომხმარებლებს მათზე დაწკაპუნების სურვილი გაუჩნდეთ.


ალბათ გაინტერესებთ, როგორ ითვლის გუგლი ერთ წკაპებზე გადახდილი თანხის რაოდენობას, გაინტერესებთ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, რამდენიმე ტერმინს განგიმარტავთ:

Page Impressions - გაჩვენებთ იმას, თუ რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენს საიტზე გუგლის რეკლამა.
Page CTR – ეს მაჩვენებელი პროცენტულად აღნიშნავს დაწკაპუნების შეფარდებას Page Impressions-თან.
Page eCPM – ეს მაჩვენებელი აღნიშნავს რა ღირს თქვენს საიტზე რეკლამის 1000-ჯერ ჩვენება. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია 100$ და Page Impressions არის 20000, მაშინ თქვენი eCPM იქნება 100/20=5$

გუგლის მიერ ერთ წკაპზე გადახდილი თანხა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
1) თქვენი საიტის ენა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ინგლისურენოვან საიტებს ქართულენოვანი საიტებისგან განსხვავებით.
2) საიტის ტრაფიკი. ტრაფიკში მარტო ვიზიტორების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისიც, თუ საიდან მოდიან თქვენი ვიზიტორები. მაგალითად, გუგლი ესპანელი ვიზიტორის წკაპში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ქართველი ვიზიტორის წკაპში.
3) ჰოსტის ადგილმდებარეობა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ისეთ საიტებს რომლებიც ევროპულ და ამერიკულ სერვერებზეა განთავსებული, ქართული აქაც დაჩაგრულია.
4) საიტის კონტენტი (შიგთავსი), Keyword-ების დამთხვევა კონტენტთან და PageRank-ი. გუგლი გაცილებით მეტს უხდის მაგალითად ბიზნეს საიტებს ვიდრე გასართობ საიტებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონტენტისა და Keyword-ების დამთხვევას და თქვენი საიტის PageRank-ს გუგლის საძიებო სისტემაში.
5) Smart Pricing – ეს მაჩვენებელი AdSense-ის ყოველი ექაუნთისთვის განსხვავებულია. იგი თქვენი საიტებიდან გამომდინარე გამოითვლება. Smart Pricing-ი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად და დეტალურად იცოდეთ მისი არსი და მუშაობის პრინციპები. ამ ინფორმაციას წიგნში იპოვნით.

პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

მაგარი რაღაცაა, საღოლ.
31-05-2009, 14:17:15 | RIDER

და რა მაინტერესებს სხვისი IP 24 საათში ერთხელ უნდა დაფიქსირდეს თუ რამდენის უნდა იმდეი აჯიროს და ჩამეთვლება?
30-10-2008, 17:08:17 | popc0rn


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.