COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » დედა დაფები » NVIDIA nForce 700i Series

http://compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=57&artpage=3&type=preview


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » დედა დაფები
NVIDIA nForce 700i Series
ახალი ჩიფსეტები Intel-ის პლატფორმისთვის


ახლა კი გადავიდეთ იმ ტექნოლოგიების აღწერაზე, რომელთა მხარდაჭერაც რეალიზებულია nForce 780i SLI ჩიფსეტში.

NV BIOS - იძლევა ტაიმინგების კონტორლისა და შეცვლის შესაძლებლობას. შესაძლებელია სიხშირისა და ძაბვის კონტროლი სხვადასხვა სისტემურ კომპონენტებზე. ასევე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, NV BIOS შესაძლებლობას იძლევა შევცვალოთ პროცესორის მამრავლი (Multiplier) 0.5 პუნქტის გამოყენებით.

ასევე, NV BIOS აღჭურვილია უტილიტით System Monitor, რომელიც საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ სისტემის სხვადასხვა კომპონენტის ტემპერატურას, სიხშირეს, ვოლტაჟს და ა.შ. რეალურ დროში.

NVIDIA Quicksync Technology - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა გავზარდოთ ინფორმაციის მიმოცვლის სიჩქარე CPU-სა და ოპ. მეხსიერებას შორის, როცა FSB და RAM სინქრონულ რეჟიმში მუშაობენ.

FirstPacket Technology - ტექნოლოგია შექმნილია ისეთი პროგრამებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დაყოვნებებისადმი, მაგალიტად VoIP და თამაშები. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, საჭირო დროს, სისტემის რესურსების დიდი ნაწილის გამოყენების საშუალება მიეცემა სწორედ ამ პროგრამებს, ხოლო ნაკლებმგრძნობიარე პროგრამები რესურსების შეზღუდულ რაოდენობას გამოიყენებენ.

DualNet Technology - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ჩიფსეტში არსებული ორი ქსელის კონტროლერის როგორც ინდივიდუალურ, ასევე ისეთ რეჟიმში კონფიგურირების შესაძლებლობას, რომელიც მაქსიმალურ გაერთიანებულ წარმადობას მოგვცემს.

Teaming - ტექნოლოგია, რომელიც ორივე ქსელის კონტროლერის ერთდროულად მუშაობის საშუალებას იძლევა. ჯამში მიიღება 2 Gigabit Ethernet-ი.

MediaShield Technology - ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დაცვასა და სიჩქარის გაზრდას RAID მასივის გამოყენების დროს. MediaShield-ი აღჭურვილია სპეციალური ინტერფეისით RAID მასივების კონფიგურირებისა და კონტროლისთვის. nForce 780i SLI-ზე შესაძლებელია ექვსამდე SATA-2 მყარი დისკის გაერთიანება RAID მასივში. რეჟიმებიდან ხელმისაწვდომია 0, 1, 0+1 და 5.

RoHS Compliance - ყველა მიკროსქემა, რომელიც გამოიყენება nForce 780i SLI ჩიფსეტში, სერტიფიცირებულია ევროპული ”მწვანე” სტანდარტის RoHS-ის (Restriction of Hazardous Substances Directive) მიხედვით და არ შეიცავს ისეთ სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ექვსვალენტიანი ქრომი, ბრომი და ა.შ.

NVIDIA nForce 750i SLI MCP

nForce 750i SLI ჩიფსეტი განკუთვნილია მისაღებ ფასად მაღალწარმადობიანი სისტემების ასაწყობად. აღნიშნულ ჩიფსეტი თავსებადია ყველა იმ პროცესორთან, რომელიც მუშაობს nForce 780i SLI-ზე. ასევე, ჩიფსეტს აქვს DDR2 მეხსირების მხარდაჭერაც, მხოლოდ 800 მჰც სიხშირემდე.


nForce 750i SLI-ს ძირითადი განსხვავება მისი უფროსი ძმისგან მგდომარეობს PCI Express სალტეების რაოდენობაში. უფროს ძმას 62 სალტე აქვს, უმცროსს კი მხოლო 26, მაგრამ ინარჩუნებს PCI Express 2.0-ის მხარდაჭრას. შედეგად, nForce 750i SLI ჩიფსეტზე შესაძლებელია მხოლოდ ორი ვიდეო დაფის მუშაობა SLI რეჟიმში - 2-Way SLI (2xPCI Express x8). NVIDIA-ს განცხადებით, აღნიშნულ ჩიფსეტზე ბალანსირებული სისტემის ასაწყობად რეკომენდირებულია ერთი ან ორი GeForce 8800 GT ვიდეო დაფის გამოყენება. nForce 750i SLI-ს nForce 780i SLI-სგან განსხვავებებს შორის აღსანიშნავია 4 SATA და 4 PATA არხის მხარდაჭერა (nForce 780i SLI-ს 6 SATA და 2 PATA არხის მხარდაჭერა აქვს) და 8 USB 2.0 პორტი (nForce 780i SLI-ს 10 USB 2.0 პორტი აქვს). ასევე, nForce 750i SLI ჩიფსეტზე რეალიზებულია ერთი Gigabit Ethernet კონტროლერი და შესაბამისად, არ აქვს NVIDIA DualNet ტექნოლოგიის მხარდაჭრა.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

did electro energias moixmars es
01-04-2015, 02:31:15 | uchana

ვაა რა მაგარია არ ვიცოდი ჩემ კომპს ამხელა გაქანების უნარი თუ ქონდა DDR3ზე მაქ ყველაფერი და Core 2 duo E7500 mara VGA მაქ ერთი ცალიი
16-07-2010, 15:21:32 | systematic

ანუ ეს რომ გქონდეს დდრ3 ტიპის და უფრო მაღალი დონის კომპი უნდა გქონდეს თორემ ჩვენი ჯართები სად გაქაჩავს მაგას
სამივეს ერთი ვიდეოკარტასავით ამუშავებს????????
რამდენი მეგაბაიტია?????????????
20-11-2008, 18:00:38 | RATIAGAPO

ეს გაყიდვასია?
05-10-2008, 02:12:10 | DoLCHee

ეჰჰჰ რა მაგარიაააა სამი რაამბავია ისე გამერ ვარ მარა 3 ბევრია 2 საკმარისია 2 Nvidia Geforce 8800 GT 512 .....
12-09-2008, 15:01:09 | ASATA

საინტერესოა, საღოლ
02-04-2008, 03:45:33 | ramo

მაგადია რა
12-03-2008, 19:14:15 | gaioza

მშვენიერი სტატიაა ვანო ძამიკო, მშვენივრად ახსნილი და ინფორმაციულად მდიდარი! ისე ჩვენში დარჩეს და გავკარი ვიდეო კარტას გეიმერი მე არ ვარ და გრაფიკაში მეარ ვმუშაობ:D მაგრამ გეიმერებისთვის სამი ვიდეო კარტის ქონა და უმაღლეს ხარისხში თამაში ხომ უდიდესი ნეტარებნაა:)
06-01-2008, 20:33:54 | Giena


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.