მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი
რჩევები დამწყებთათვის



Internals/შიგნეულობა

კვების ბლოკის გახსნის საშუალებას მაღაზიაში არავინ მოცემს, მაგრამ მაინც შეიძლება დაინახოთ, შიგნით რა ხდება.

ასე გამოიყურება იაფფასიანი კვების ბლოკი შიგნიდან

ეს კიდევ ხარისხიანი კვების ბლოკის ხედი, საკმაოდ მოზრდილი ალუმინის ფირფიტებით ეფექტური გაგრილებისთვის:

მთავარია შიგნით შეხედვა მოახერხოთ და განსხვავებას აშკარად ნახავთ.

ეფექტურობა 80+

ზევით ვახსენე ეს საიტი. ეს არის, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, სადაც მწარმოებლებს თავისი სურვილით მიაქვთ კვების ბლოკი, რომელიც იტესტება 20%, 50% და 100% დატვირთვაზე. ამ დროს ეფექტურობა უნდა იყოს 80%-ზე მეტი. თუ კვების ბლოკი ტესტებს ჩააბარებს, დაემატება სიაში.
შიეძლება რომელიმე კვების ბლოკი აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს მაგრამ სიაში არ მოხვდება თუ მისი გატესტვა არ მოხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამიტომ ყველა კვების ბლოკი 80+ ეფექტურობით საიტზე არ არის, მაგრამ არჩევანი მაინც დიდია.

არ უნდა აგვერიოს ეფექტურობა ე.წ. რეალური და არარეალური კვების ბლოკის მცნებაში. კვების ბლოკს აქვს Peak Power და Continious Power. Peak Power - ეს არის სიმძლავრე, რასაც კვების ბლოკი იძლევა რამოდენიმე წამით ჩართვისას და შემდეგ უკვე მაქსიმალურ დატვირთვაზე მცირე ხნით. მუდმივი მუშაობისას მას შეუძლია შედარებით დაბალი სიმძლავრის მოცემა. ესაა ე.წ. Continious Power. სწორედ ეს არის რეალური სიმძლავრე, რომელიც უნდა იწერებოდეს კვების ბლოკზე, მაგრამ მწარმოებლები ხშირად სიმძლავრეს აწერენ თავისი შეხედულების მიხედვით.

ხარისხიან კვებაზე არასდროს აწერია პიკური სიმძლავრე, მხოლოდ რეალური.

მოვიყვან პატარა მაგალითს. ეს კვების ბლოკი Inter-Tech Coba NitroX IT-7750SG იყიდება როგორც 750 ვატიანი, ამავე დროს, დატესტილია 80+ საიტის მიერ და იძლევა სრულს 800 W-ს დატვირთვაზე!
ანუ რეალურად ეს კვება 800 ვატიანია, მაგრამ წარმოებელი აწერს მხოლოდ 750-ს. შესადარებლად ნახეთ სერიული ნომერი Coba NitroX IT-7750SG.

ანუ ხარისხიან კვების ბლოკზე რეალური სიმძლავრე წერია და შეიძლება უფრო ნაკლებიც ეწეროს, მაგრამ არა ზედმეტი.
 
ეფექტურობა

ახლა რას ნიშნავს ეფექტურობა. ავიღოთ ორი კვების ბლოკი, ორივე 800 ვატიანი და რეალური. პირველი კვების ეფექტურობაა 80%. იმისთვის რომ 800 ვატი მოგვცეს ეს კვება ხარჯავს 1000 ვატს ჩვენი დენის გადასახადიდან. ანუ კვებაში შედის 1000 ვატი და გამოდის 800 ვატი (80%). დანარჩენი იკარგება სითბოს სახით. მეორე კვების ბლოკიც 800 ვატიანია მაგრამ ეფექტურობა 70%-ია (საშუალოდ 60-70%-ია ხოლმე) მაშინ უბრალო არითმეტიკა: ასეთი კვების ბლოკი დახარჯავს 1142 ვატს 800 ვატის მისაღებად.

ასე რომ ორივე კვება ”რეალურია” მაგრამ ეფექტურობა რომელსაც მეტი აქვს ნაკლებ დენს ის დახარჯავს და თქვენს ჯიბესაც მეტად მოუფრთხილდება.

ამის გარდა 80%-იანი ეფექტურობით კვების ბლოკში სითბოს სახით იკარგება 200 ვატი (1000-800), ხოლო 70%-იანის შემთხვევაში 342 (1142-800) ვატი. ამიტომ 80+ კვების ბლოკებს რეალურად გაგრილება ნაკლებად დასჭირდებათ და ნაკლებადაც იხმაურებს, ამას თუ დავუმატებთ დენის ხარჯს საკმაოდ დიდი პლუსი გამოდის.

ამ საიტზე ოთხი ტიპის კვების ბლოკებია ეფექტურობის მიხედვით Standard, Bronze, Silver და Gold (Gold ეფექტურობა 90%-ს აღწევს). დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ. რაც უფრო მაღალია სტანდარტი, მით დიდია ეფექტურობა, მცირეა სითბოს გამოყოფა და მცირეა ჩვენი ხარჯებიც. თუმცა გააჩნია რა ხარჯს ვიგულისხმებთ. ასეთი კვების ბლოკი უფრო ძვირიც ღირს.

PFC - Power Factor Correction
 
კვების ბლოკის ფუნქციაა ცვლადი დენი 110-220 ვოლტი გადაიყვანოს მუდმივ დენში და რამოდენიმე განხრაში. სახლში ქსელში შემოსული დენი ცვლადია და იმპულსური ხასიათის. PFC ზღუდავს ძაბვის ამპლიტუდას (შემთხვევით რომ არ მოიმატოს ამპერაჟმა) რომელიც იმპულსურად მატულობს ხოლმე. კვების ბლოკი 200 ვატი სიმძლავრით 220 ვოლტზე 1 ამპერს მოიხმარს, ზოგიერთი იმპულსი შეიძლებ 4-ჯერ მეტი იყოს ამპერაჟით, და სისტემაში 200 ვატის მაგივრად შეიძება 800 ვატი შემოვიდეს, ამ დროს საჭიროა მხოლოდ 200 (600 ტყუილა იკარგება), იმის გარდა რომ შეიძება რამე დაიწვას, ეფექტურობა მნიშვნელოვნად ეცემა ანუ ეცემა მარგი ქმედებიის კოეფიციენტი. საჭიროა ამპლიტურის კორექცია. PFC ამცირებს ამპლიტუდას და ასე ვთქვათ დროში ჭიმავს მას. ადრე არსებობდა კვების ბლოკები რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ PFC. ახალი სტანდარტით (ATX) კვებას უნდა ქონდეს მინიმუმ Passive PFC ან უკეთეს შემთხვევაში Active PFC.

Active PFC კვების ბლოკები იყენებენ წრედს ძაბვის კორექციისთვის (მაღალ იმპულს დაატრიალებენ წრედში სანამ არ დაეცემა) და თეორიულად ეფექტურობა კორექციის ამ მეთოდით 95%-ს უნდა აღწევდეს. ამ დროს კვებაზე აწერია ხოლმე PF>0.99 (Power Factor).

Passive PFC იყენებენ სპეციალურ ფილტრს დენის შესავალთან (არ უშვებს მაღალ იმპულსებს სისტემაში) და ბევრად ნაკლები ეფექტურობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვთ. ძაბვის თამაშის დროს ასეთი კვების ბლოკი შეიძლება გაითიშოს (დაარესტარტოს სისტემა).
ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი.

ძაბვის რეგულავია / Load Regulation

ATX სტანდარტით ძაბვის რეგულაცია უნდა იყოს ±5% დადებით განხრებზე (+3.3V; +5V; +12V; +5VSB) და ±10% უარყოფით განხრებზე (-12V). მაგალითად +12V ვოლტზე დასაშვებია ძაბვის ცვლილება 11.4-დან 12.6-მდე. ხარისხიანი კვების ბლოკებს დადებით განხრებზე რეგულაცია შეიძლება ±3% ქონდეთ.

დაცვები - Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection
ანუ დაცვა ძაბვის მატებისგან, ძაბვის ვარდნისგან და მოკლე ჩართვისგან. ასეთი მახასიათებლები ხარისხიან კვების ბლოკს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვიყოთ ძაბვის თამაშის დროსაც და არ გვექნება მოულოდნელი რესტარტები მუშაობისას. ასეთი დაცვებით აღჭურვილი კვების ბლოკები უძლებენ საკმაოდ სერიოზულ ძაბვის ვარდნებსაც და წამიერ გათიშვებსაც კი სისტემის გათიშვის გარეშე! (ქართულ რეალობაში ასეთი მოვლენები არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება).

ამპერები და ვატები +12V განხრებზე
აქ მინდა ავხსნა, როგორ შეიძლება ”ნაკლეიკის” წაკითხვა კვების ბლოკზე.

ATX კვების ბლოკებს აქვთ შემდეგი ძირითადი განხრები +3.3V; +5V; +12V; -12V და მორიგე +5VSB. იყო დრო როცა დედა დაფა და პროცესორი აქტიურად იყენებდნენ +3.3V და +5V განხრებს. ახლა უკვე პროცესორიც, დედა დაფაც და მით უმეტეს ვიდეო დაფაც ძირითადად +12v (პლიუს 12 და არა მინუს) განხრას იყენებენ. ამიტომ კვების ბლოკის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენი ამპერის მოცემა შეუძლია მას +12V-ზე.

საერთოდ სიმძლავრე (ვატები) ასე მიიღება: ვოლტი გამრავლებული ამპერზე უდრის ვატებს. მაგალითად კვების ბლოკს +12V-ზე 40 ამპერით 12 ვოლტიან განხრაზე შეუძლია მოგვცეს 12*40=480W.

რაც უფრო მეტი იქნება +12V განხრაზე დენის ძალა (ამპერები, მარტივად რომ ვთქვათ, რიგითი მომხმარებლისთვის უფრო გასაგებ ენაზე) მით უკეთესია. უყურეთ ძირითადად ამ განხრას. იაფიან კვების ბლოკებს +3.3V და +5V განხრებზე უფრო მეტი ამპერაჟი აწერიათ ხოლმე.

გასათვალისწინებელია რომ +12V სრული დატვირთვა თითქმის არასდროს ხდება. წინა მაგალითზე კვების ბლოკი 12 ვოლტზე 40 ამპერით არასდროს მოგვცემს 480 ვატს მარტო ამ განხრაზე (თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისები. არსებობს კვების ბლოკები, რომელბიც აღჭურვილია ე.წ. DC-to-DC წრედებით და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მთელი სიმძლავრე 12 ვოლტიანი არხებისკენ გადაისროლონ). ეს იმიტომ ხდება რომ რეალურად +3.3V და +5V განხრები ყოველთვის დატვირთულია (ჯერჯერობით ამ განხრებს თავისი მნიშვნელობა სრულად არ დაუკარგავთ). რადგან კვების ბლოკში არსებობს ძაბვების დამოკიდებულება ერთმანეთზე, მოხდება სიმძლავრის გადანაწილება სხვადასხვა განხრებს შორის.

"რეალური" და "არარეალური" ცნებები ცოტა ხნით უგულებელვყოთ, ჩავთვალოთ რომ ყველა კვება რეალურია.
 
  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 2



გამოხმაურება

22-09-2009, 06:57:47 | oligarqi

მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა. მადლობა overclockers.ge - ს და რა თქმა უნდა კომპინფოს...
20-08-2009, 11:59:23 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.