COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » სახელმძღვანელო » როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი

http://compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=89&artpage=2&type=review


როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი
რჩევები დამწყებთათვის



ახლა თვითონ კვების ბლოკზე. მაინც როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი?

საერთოდ რაც უფრო კარგია კვების ბლოკი მით უფრო ძვირი ღირს და პირველ რიგში ჯიბე უნდა მოვსინჯოთ რამდენის გადახდა შეგვიძლია. მე მაინც მგონია რომ ხარისხში ფულის ”გადაყრა” ღირს და ამ სტატიაში ვეცდები ხარისხზე გავამახვილო ყურადღება და არა ფასზე.

ზოგადად კვების ბლოკებზე როცა მიდგება საქმე ჯერ გირჩევთ ამას გადახედოთ. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მივუდგები საკითხს.

მწარმოებელი, რომელი ფირმის შევარჩიოთ?

აუცილებლად გირჩევთ გადახედოთ ამ სიას: http://www.80plus.com/manu/psu/psu_join.aspx

ამ სიაში მოცემულია მწარმოებლები, რომლებიც ნამდვილად ხარისხიან კვების ბლოკებს უშვებენ და მათგან თითქმის ნებისმიერის ყიდვა ღირს.
საიტზე ყველა კვების ბლოკი არ არის მოცემული. მარტო ის მოდელებია, რომლებიც დატესტილია და 80+ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ამაზე შემდეგში ვიტყვი). იგივე მწარმოებელს შეიძლება სხვა კვების ბლოკიც ქონდეს, თუნდაც 80+ სტანდარტებით, მაგრამ ამ სიაში ვერ იპოვოთ თუ ჯერ არ დაუტესტავთ.

ჩვენთვის საინტერესოა Multi-Output კვების ბლოკები. Single-Output სერვერებისთვისაა და მხოლოდ +12 და +5VSB არხები აქვთ და ფორმითაც ჩვეულებრივ კეისს არ მოერგება.

ასევე საინტერესო სიაა ამ საიტზე: http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?t=108088
აქ ე.წ. Tier-ებად, დონეებად არის დალაგებული კვების ბლოკები. tier 1 უკეთესია, tire 5 უარესი. მოკლედ გადახედეთ.

საერთოდ, ჩვენთან პოპულარული ბრენდია TAGAN-ი თუმცა არსებობს სხვა სერიოზული მწარმოებლები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან და ზოგჯერ ჯობიან TAGAN-ს. მაგალითად, Silverstone, Be Quiet, Enermax, Seasonic, Thermaltake, Corsair, FSP (Fortron source), OCZ, Cooler Master, Rosewill, Gigabyte. მოკლედ სია საკმაოდ დიდია და ყველას ვერ ჩამოვთვლი.

ასევე შეგიძლიათ ამოარჩიოთ კონკრეტული კვების ბლოკი და Google-ში მოძებნოთ განხილვები. ყველა კვების ბლოკს ვერ იპოვნით, მაგრამ კონკრეტულ მწარმოებელზე წარმოდგენა შეგექმნებათ.

არსებობს საიტი -  http://www.hardwaresecrets.com/article/370 რომელზეც აღწერილია, როგორ დავადგინოთ კვების ბლოკის რეალური მწარმოებელი. ჩემის აზრით თუ კვების ბლოკი დატესტილია, ეფექტურია და მძლავრია, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რომელ ქარხანაშია აწყობილი. მთავარია ვიცოდეთ, რა სახელით იყიდება, თორემ რეალური მწარმოებლის სახელით მიგნება ძალიან გაგვიჭირდება.

პრინციპში აქ სტატიის დამთავრება უკვე შეიძლებოდა. გავიგებთ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვჭირდება და 80+ საიტიდან (არჩევანი საკმარისზე მეტია) ნებისმიერი კვების ბლოკი ხარისხიანია და აქვს ის მახასიათებლები რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლი. მაგრამ მაინც დავწერ დეტალებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ კვების ბლოკის არჩევისას.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

22-09-2009, 06:57:47 | oligarqi

მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა. მადლობა overclockers.ge - ს და რა თქმა უნდა კომპინფოს...
20-08-2009, 11:59:23 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.