მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Thermalright Ultra-120 eXtreme vs. Prolimatech Megahalems vs. Thermolab Baram
დღეიდან... მეფე ორია!

Prolimatech Megahalems

Prolimatech-ი ახალი კომპანიაა, შეიძლება ითქვას, ძალიან ახალიც. იგი ჯერ ერთი წლისაც არაა. ამბობენ, Prolimatech-ი Thermalright-იდან წასული ინჟინრის დაარსებულიაო, თუმცა, რამდენად მართალია, ვერ გეტყვით. ტაივანური კომპანიის სახელში სიტყვა Prolima აკრონიმია „Professionalism exceeding beyond all Limits“-ისა. თვითონ ქულერის სახელი, Megahalems-ი კი, ადვილი მისახვედრია, Intel Nehalem-ის გამოყენებითაა მიღებული.

Megahalems-ს ბევრი აქვს საერთო თავის უმთავრეს კონკურენტ TRUE-სთან. ერთნაირი, სქელი ფარფლები, იდენტური ბექპლეიტები სოკეტების სამაგრებისთვის, ერთნაირი ფარფლების სამაგრები, 6 სითბური მილაკი, ნიკელით დაფარული კონსტრუქცია, აბსოლუტურად იდენტური წონა...  თუმცა, თუ მათ შორის არსებულ განსხვავებებს გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ საქმე ერთნაირ ქულერებთან ნამდვილად არ გვაქვს.


Megahalems-ის ყუთი

პირველი, რაც თვალში გვხვდება, ესაა Megahalems-ის ფარფლებისგან შემდგარი ორად გაყოფილი „კოშკი.“ მსგავსი დიზაინი აქამდე არცერთ მწარმოებელს არ გამოუყენებია. ფარფლების ორად გაყოფის უკან მარტივი იდეა იმალება - როგორც იცით, ვენტილატორის მოტორის უკან ე.წ. „მკვდარი ზონაა,“ სადაც ჰაერი პრაქტიკულად უძრავია. შესაბამისად, ქულერის ის ნაწილი, რომელიც ვენტილატორის მოტორის უკანაა განთავსებული, გაცილებით ნაკლებად გრილდება, ვიდრე ის ნაწილები, რომლებიც ფრთების უკან მდებარეობს. „კოშკის“ ორ ნაწილად გაყოფით შესაძლებელი გახდა „მკვდარი ზონის“ მოცულობის შემცირება და დაეცა ქულერის წინაღობა, შედეგად, მეტ ჰაერს აქვს საშუალება იმოძრაოს Megahalems-ის ფარფლებს შორის. წინაღობის შემცირების მიზნითაა განლაგებული სითბური მილაკებიც ერთმანეთის პარალელურად.


Megahalems-ის აქსესუარები

Megahalems-ის ძირის დამუშავება Ultra-120 eXtreme-ის მსგავსია. ქულერის ძირი ოდნავ ამობურცულია. Prolimatech-ის საიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება არსებობს - Megahalems-ის ძირს არ აქვს ჩატარებული ე.წ. Lapping-ი (მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტერმინი ქულერის ძირის გაპრიალებას აღნიშნავს) და არც მწარმოებელი გვირჩევს ამის გაკეთებას. ქულერის ძირი შექმნილია ისე, რომ ჰქონდეს მაქსიმალური კონტაქტი პროცესორის ზედაპირთან. „ლაპინგის“ შემდეგ, მწარმოებლის განმარტებით, Megahalems-ის ეფექტურობა დაეცემა. ამასთანავე, დავკარგავთ გარანტიასაც. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს რეალობაა. ლაპინგს შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ იგი გაკეთდება როგორც ქულერის ძირზე, ასევე პროცესორის ზედაპირზეც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლაპინგის შემდეგ გარანტია პროცესორზეც იკარგება.

Megahalems-ი თავსებადია Intel-ის LGA 775, LGA 1366 და AMD-ს Socket 939, Socket AM2/AM2+ და AM3 სოკეტებთან, თუმცა, კომპლექტში მხოლოდ LGA 775-სა და LGA 1366-ის სამაგრები დევს. AMD-ს სოკეტების სამაგრის შეძენა ცალკე მოგიწევთ. ყუთში სამაგრების გარდა დევს თერმოპასტა PK-1, 2 მავთული 25 მმ-იანი ვენტილატორის დასამაგრებლად (38 მმ-იანი ვენტილატორის დასამაგრებლად მავთულების შეძენა ცალკე მოგიწევთ) და ინსტრუქცია ქულერის დასამონტაჟებლად. Megahalems-ის ზომებია 74 x 130 x 158.7 მმ, წონა კი 790 გრამს შეადგენს.

Megahalems-ის დამონტაჟება საკმაოდ იოლია - დედა დაფის უკან დგება შესაბამისი ბექპლეიტი. შემდეგ კი ვიწყებთ სამაგრის აწყობას. ჯერ ვაყენებთ 4 ორმხრიან ვინტს ბექპლეიტში, შემდეგ ორ პატარა საყრდენს და ვუჭერთ ზემოდან სამაგრებს. ამის შემდეგ დგება ქულერი და ხდება საბოლოო დამჭერი სამაგრის დაყენება, რომელიც ქულერის ძირთან ორი წერტილით მაგრდება. იმის გამო, რომ Megahalems-ის სამაგრი ორწერტილიანია, მისი ტრიალი TRUE-სგან განსხვავებით, შეუძლებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ტესტირებული სამი ქულერიდან ყველაზე მყარი სამაგრი Megahalems-ს აქვს, იგი უზრუნველყოფს საუკეთესო წნევას პროცესორის ზედაპირზე. მონტაჟის სრული აღწერილობისთვის იხილეთ მომხმარებლის ინსტრუქცია, რომელიც ქულერს მოყვება.


Megahalems-ის ძირის დამუშავების ხარისხი

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

აი, ეს მესმის.... ბრავი, ვანო! :))
25-08-2009, 16:16:43 | Plastic-6

Power_VANO დიდი მადლობაააა
24-08-2009, 13:57:44 | fashisti

ექაუნთი სახელად fashisti-ს ვალიდაცია გავატარე ხელით :) შეგიძლია შემოხვიდე ფორუმზე მაგ ექაუნთით, დადასტურებულ-ვალიდირებული :)
24-08-2009, 09:14:35 | Power_VANO

აუ ამის დედა ვატირე რა ნერვები დამაწყდა ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე მახსოვს 2 თვის წინაც ვჩალიჩობდი და ნერვებმა მიმტყუნა რავქნა ვერ გავიგე მაილს არ მიგზავნის რომ დავადასტურო რაღა არ ვცადე როგორ დავრეგისტრირდე?????
24-08-2009, 04:27:41 | fashisti

ოოო, საქართველოში მაღაზიებში არა, მაგრამ შეძენა თუ გინდათ რომელიმესი, აქ შემოდით: http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4840&am p;view=findpost& amp;p=44430
23-08-2009, 22:10:28 | Power_VANO

ეგ კი კაი მარა საქართველოში სადმე იყიდება baram-ი? თუ უცხოეთში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად... ბარეღამ ფასიც რომ დაგეწერათ რა დაგიჯდათ მაგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა

ისე ბევრი გიწვალიათ
22-08-2009, 17:55:23 | fashisti

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტატია მოამზადეთ. წავიკითხე, საინტერესო და სასარგებლო იყო. თქვენს რჩევებს აუცელებლად გავითვალისწინებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობდა.
20-08-2009, 10:50:34 | sio777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.