მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა








ჩამოვქაჩე თამაში, რაღაც გაუგებარი ფორმატია, არც ნახატი აქვს და არცერთი პროგრამა არ ხსნის

ჩენს მიერ ჩამოქაჩული ფაილი წარმოადგენს კომპაქტ დისკის იმიჯს, ანუ სრულ ასლს. რომელშიც შენახულია ფაილების და დამცავი მექანიზმების  ზუსტი განლაგება. იმისათვის რომ ყველაფერი ზუსტად იყოს შენახული საჭიროა მთლიანია დისკის სტრუქტურის შენახვა, ჩვეულებრივ არქივში ამის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ მოგონებულია სპეციალური ფორმატები: CUE, BIN, ISO და ასე შედმეგ, საერთო რაოდენობით 2 ათეულამდე ფორმატია.
როდესაც შენ ჩამოქაჩე ზემოთხსენებული ფაილი, მიიღე CD/DVD დისკის სრული ასლი, იმისათვის რომ იგი გახსნასაჭიროა სპეციალური პროგრამენი, შეიძლება გახსნა იმიგის რედაქტორებით, მაგალითად UltraiSO ან WinISO, მაგრამ ამ შემთვევაში შეგიძლიათ ფაილის შიგთავსში ჩაიხედო და სურვილის შემთვევაში ამოიღო იმიჯიდან სასურველი ფაილები, ასევე შეგიძლია ჩაამატო სასურველი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფრის ამოღებას და შემდეგ ინსტალაციას არ გირჩევ, ზოგიერთი თამაში მოითხოვს რომ ინსტალაცია კომპაქტ დისკიდან მიმდინარეობდეს.
ამ შემთვევაში, ან უნდა ჩაწერო ჩამწერი პროგრამაბით იმიდი CD/DVD დისკზე და შემდეგ გაუშვა ინსტალაცია, ან უნდა გამოიყენო ვირსუალური CD/DVD დრაივი. ვირტუალური დრაივი ეს არის პროგრამა, როემლიც შენს Windows-სში ამატებს პროგრამულ არ არსებულ CD/DVD დრაივს, შედეგად ოპერაციული სისტემაც და სხვა პროგრამების ამ ვირტუალურ მოწყობილობას ხედავენ როგორც რეალურს, მაგრამ სინამდვილეში მოჩვენებაა (არ არსებული მოწყობილობა).
ასეთ დრაივებს აკეთებს ბევრი პროგრამა, ყველაზე გავრცელებულია ორი Alcohol 120% და Deamon Tools. პირველი ფასიანია, მაგრამ აქვს ბევრი შესაძებლობა (თვითონ აკეთებს იმიჯებს, შეუძლია რამდენიმე დრაივის შექმანა, სხვადასხვა ფორმატებში შენახვა, სხვადასხვა იმიჯების სხვადასხვა ვირტუალურ დრაივებში განაწილება და სხვა მრავალი), მეორე არის უფასო, აკეთებს ნომინალს, მაგრამ იგივე შედეგით.
მოკელდ ამ ორი პროგრამიდან ერთერთი უნდა დააინსტალიროთ, შედეგად სისტემაში გამოჩნდება ახალი  CD/DVD დრაივი, შედმეგ ჩამოქაჩული ფაილი უნდა შეიტანოთ ამ ორი პროგრამიდან ერთერთში (ან ჯერ გახსენით პროგრამა და მოუუთითეთ ჩამოქაჩული ფაილი, ან ფაილი გადაათრიეთ პროგრამის ხატულაზე), მიუთითეთ ტრომელ ვირტუალურ დრაივში უნდა იყოს აღქმული თქვენი იმიჯი (თუ რამდენიმე ვირტუალრუი დრაივი შექმენით), შემდეგ გადადით My Computer-ში და აღმოჩჩენთ რომ ვირტუალური CD/DVD დრაივში დევს თქვენი სასურველი და სანატრელი თამაში.
თუ თამაში რამდენიმე დისკისგან, ანუ იმიჯისგან შედგება, მაშინ პირველი დისკიდან ინსტალაციის დაწყების შემდეგ თამაში მოითხოვს მეორე დისკს, გამოიძახეთ თქვენი ვირტუალური დრაივის პროგრამა და მიუთითეთ მეორე დისკის იმიჯის ჩადება იგივე ვირტუალუტრ დრაივში რომელშიც პირველი იმიჯი იდო. შემდეგ კი ინსტალერს მიუთითეთ გააგრძელოს ინსტალაცია.


ჩავწერე დიკზე ჩამოქაჩული იმიჯი, დისკზე ის იმიჯი დევს და არ იშვება ინსტრალაცია

გააჩნია როგრო ჩაწერე დისკზე იმიჯი, ბევრი ახალბედა შეცდომით თქვლის რომ დისკზე იმიჯი უნდა ჩაიწეროს ისევე როგროც ნებისმიერ სხვა ფაილი. აზრი თავიდანვე მცდარია, ტექნოლოგიის აღწერა შორს წაგვიყვანს ამიტომ მარტივად აგიხსნი რა უნდა გააკეთო.
დღეს თითქმის ყველა იყენებს პროგრამა NERO-ს, ამიტომ მის მაგალითს განვიხილავ.
- იძეხებ პროგრამა NERO Burning Rom-ს და ახალი პროექტის ფანჯარაში ირჩევ ღილაკს OPEN, როგროც წესი ეს ღულაკი ძირსაა განთავსებული.  ამოდის ახალი ფანჯარა, სადაც უნდა აირჩიო ფაილის ადგილმდებარეობა და მისი ფორმატი, თუ გახსენი სასურველი საქარალდე, მაგრამ ფაილი NERO-ში არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს რომ შედარებით ძველ ვერსიას იყენებ და პროგრამა ავტომატურად ცდილობს თავისი ფორმატის იმიჯების გახსნას, იმისათვის რომ სხვა ფორმატები გააგებინო პროგრამას აირჩიე ქვედა ორი ველიდან ძირა Files Of Tipes აქ ჩამოშალე მენიუ და ამოირჩიე სასურველი გაფართოების ფორმატი, ან ამოირჩიე *.* ეს ნიშნავს ყველა ფაილის გამოჩენას.
- თუ იყენებ NERO-ს გამარტივებულ ვერსიას NERO EXPRESS, მაშინ მიმდევრობა იცვლება. გამოძახებული მენიუდან ამოირჩიე პუნქტი Image, Project. Copy, მარჯვენა მხარეს გამოჩენილ მენიუში ამოირჩიე Disk Image or Saved Progect, ამის შემდეგ გამოდის იგივე ფანგარა, სადაც უნდა ამოირჩიო ფაილის ადგილმდებარეობა და ფორმატი.
ამორჩევის შემდეგ შემდეგ პროგრამა თვითონ გადავა პირდაპირ ჩაწერის მენიუზე, დააჭირეთ ღილაკს Burn და დაიწყება სანატრელი დისკის ჩაწერა. ჩაწერის შედმეგ ამოიღეთ დისკი დრაივიდან, გააშრეთ, გაახვიეთ საბანში და 4 დღე ცივი ნიავი არ გააკაროთ :-)