მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP Mode
Windows XP Mode

Vista-ს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი უკუთავსებადობის არქონა, ანუ XP-ს პროგრამების ნაწილთან უთავსებადობა გახლდათ. მრავალმა მომხმარებელმა დაკიდევ უფრო მეტმა "მცირე ბიზნესის" წარმომადგენელმა სწორედ ამ მიზეზით არჩია XP-ზე დარჩენა და ჩანს, ეს ხალხი არც 7-ს უყურებს კარგი თვალით - თუ პროგრამა Vista-ზე არ მუშაობს, 7-ზე როგორ იმუშავებს?

როგორც აქამდე ჩანდა, MS ამის გამოსწორებას "დუნედ" ცდილობდა - შვიდის ახალი არქიტექტურა საშუალებას იძლევა ავამუშავოთ რამდენიმე იმ პროგრამათაგანი, რომლებიც Vista-ში არ მუშაობენ, მაგრამ ეს დიდს არაფერს ნიშავს, მომხმარებლებს სრული უკუთავსებადობა სჭირდებათ.

და, ბოლოს და ბოლოს, გუშინ WindowsTeamBlog.com-ზე გაკეთდა განცხადება Windows XP Mode-ის შესახებ, ეს გახლავთ Microsoft Virtual PC-ზე დაშენებული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, Windows XP-ს ნებისმიერი პროგრამა გავუშვათ შვიდში!



Windows XP Mode

ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს - მომხმარებელი ჩამოტვირთავს საინსტალაციო პაკეტს, რომელშიც მოთავსებული იქნება გამზადებული, ოფიცალური ლიცენზიის მქონე XP-ს ვირტუალური მანქანა. სასურველი ძველი პროგრამები უნდა დაინსტალირდეს ამ ვირტუალურ მანქანაში, რის შემდეგაც მათი Shortcut-ები გაჩნდება სტარტ მენიუში და მათი გაშვება შესაძლებელი იქნება ვირტუალური მანქანის ჩართვის გარეშე, პირდაპირ Windows 7-ის დესკტოპზე!

ეს სიამოვნება აბსოლუტურად უფასოდ იქნება მისაწვდომი Windows 7 Professional, Enterprise და Ultimate ვერსიების მფლობელთათვის. გაურკვეველია სიტუაცია სხვა ვერსიებისთვის, ჯერ ცნობილი არაა, მათთვის XP Mode საერთოდ არ იქნება მისაწვდომი თუ დამატებითი გადასახადის გადახდა იქნება საჭირო.

ჯერჯერობით პროგრამა შიდა ტესტირების სტადიაშია და მისი ბეტა ვერსია Windows 7 RC-სთან ერთად იხილავს დღის სინათლეს, მისი ფინალური ვერსიის გამოშვება კი Windows 7 RTM-ის გამოსვლისას იგეგმება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ იხილოთ WinSuperSite-ზე გამოქვეყნებული მიმოხილვა და სურათების გალერეა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-04-2009, 19:54:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

Gio_kiborg
არა, ეგ ცალკე ჩამოსატვირთი პაკეტია :)

"ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს - მომხმარებელი ჩამოტვირთავს საინსტალაციო პაკეტს, რომელშიც მოთავსებული იქნება გამზადებული, ოფიცალური ლიცენზიის მქონე XP-ს ვირტუალური მანქანა"
28-04-2009, 22:16:25 | domen

7100 ბილდი ხომ დადასტურებული RC-ა? ეგ არის ნეტავ შიგნით?
28-04-2009, 12:10:41 | Gio_kiborg

Plastic-6
ამ ტერაბაიტების ხანაში ორი გიგა გინდა იქით ყოფილა, გინდა აქით, რა დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს .. :)
27-04-2009, 19:32:05 | domen

ზომა ექნება საშინელი...

მე ვფიქრობ, ეგ იდეა მალა "ჩაიძირება" და მის მაგივრად რამე უფრო ალტერნატიული გამოჩნდება...
27-04-2009, 05:42:58 | Plastic-6

Gio_kiborg
ყველაზე საინტერესო ზუსტად ეგეთი დეტალებია, მაგრამ ახლა მაგაზე არსად არაა ინფო, ჯერჯერობით პროგრამა მხოლოდ ოფიციალურ ტესტერებს აქვთ და როცა ისინი ჩაატარებენ ღრმა ტესტებს, მაშინ გავიგებთ მაგათზეც :)
25-04-2009, 20:18:51 | domen

ძალიან საინტერესოა, (VMWare-საც ხომ აქვს მასეთი რეჟიმი, ოღონდ ვირტუალური მანქანა უნდა იყოს გაშვებული) ნეტავ წარმადობა როგორი იქნება? იმედია მეტი ვიდრე VMWare-ში
25-04-2009, 20:10:28 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.