COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » EU იწონებს Ballot Screen–ს

http://compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2223


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
EU იწონებს Ballot Screen–ს
EU იწონებს Ballot Screen–ს
როცა ივნისში EU–მ მოითხოვა ყველა პოპულარული ბრაუზერის ინტეგრირება Windows 7–ში, ზოგს ეს სიცილადაც არ ეყო, ზოგს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა და ზოგიც სიხარულით შეხვდა ამ ახალ ამბავს. თუმცა მალე გამოჩნდა, რომ EU არ ხუმრობდა და MS–მა (მას მერე, რაც სისტემაში IE–ს არსებობის აუცილებლობა მოიხსნა) დაამუშავა კიდეც ერთი გზა – "ასარჩევი ეკრანი" (Ballot Screen), რომლის მიხედვითაც სისტემის ისნტალირების შემდეგ მომხმარებელი დაინახავდა ვებ–გვერდს, რომელზეც მოცემული იქნებოდა ყველა პოპულარული ბრაუზერი და აირჩევდა მისთვის სასურველს.



მართალია, Opera–მ და Mozilla–მ ამ მეთოდსაც მოუნახეს წუნი (დააკვირდით, რომელ ბრაუზერშია ეს გვერდი გახსნილი :–)), მაგრამ EU–სთვის ის მისაღები აღმოჩნდა და საბოლოოდ 5 წლის ვადით დაამტკიცა კიდეც  იგი.

რაც შეეხება დეტალებს: "ასარჩევ ეკრანზე" ადგილი 12 ბრაუზერისთვისაა დაჯავშნული, ბრაუზერები კი EU–ს ტერიტორიაზე პოპულარობის მიხედვით შეირჩევა (ეს გარანტიას იძლევა, რომ Opera, FF, Safari და Chrome მოხვდებიან). ეკრანზე მოთავსებული იქნება თორმეტივე ბრაუზერის ჩამოსატვირთი ბმულები და ბმულები "მეტი ინფორმაცია" (Tell Me More), რომლებიც ამ ბრაუზერების აღწერის შემცველ გვერდებზე გადამისამართდება.




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-10-2009, 20:21:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

გეთანხმებით ორივეს, მართლაც მარაზმი და უსამართლობაა, ისე IE8 კი არა IE7-ია როგორც ვიცი
მოკლედ EU-ში საქმე აღარაფერი აქვთ რა ეს რომ არ გამოჩენილიყო მახათი ქონდათ საძებარი
09-10-2009, 14:27:52 | Gio_kiborg

ისე მე ოპერას მხარდამჭერივარ თუმცა მინდა ვთქვა რომ მაგარი კვერცხები არიან და უსამართლობაა ის რასაც ეგენი აკეთებენ... იგივეა რომ მერსედესი იყიდო და მოგიწიოს ბორბლების არჩევა სხვადასხვა ფირმის.... მოკლედ M$ უშვებს მაგ სისტემას ხო? ხოდა შიგნით რასაც უნდა იმას ჩადებს ვისი რა საქმეა? ვინმეს რამე თუ არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს არავინ არ აძალებთ ვინდოუსის ყიდვას....
08-10-2009, 00:30:34 | fashisti

არა, რაა... მარაზმი არაა ახლა? IE8 ჩაწერილია და კიდევ შიგნით წერია IE8-სთან Install-ო :D

ბრავო EU, მეტი უკეთესი სადამსჯელო ოპერაცია რომ ვერ მოიფიქრე! :D
07-10-2009, 20:53:54 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.