COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » Google Building Maker

http://compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2232


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
Google Building Maker
Google Building Maker
Google Earth-თან ერთად Google ასევე უშვებს Sketchup–ს – პროგრამას, რომელსაც შეუძლია სამგანზომილებიანი მოდელების კეთება. Sketchup–ით შექმნილი რეალური შენობების მოდელები კი Google Earth–ში შეიძლება ჩაისვას. ასე იქმნება სამგანზომილებიანი ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო... თუმცა Sketchup მაინც მოითხოვს გარკვეულ სპეფიციკურ ცოდნას და ეს მისი მომხმარებლების რიცხვს ძალიან ამცირებს, მცირე რაოდენობის მომხმარებელს კი დედამიწაზე არსებული ყველა შენობის სამ განზომილებაში დახატვა ნამდვილად არ შეუძლია.

ამიტომ Google–მა შეიმუშავა ახალი მიდგომა, სახელად Google Building Maker, რომელიც მოსახმარად უმარტივესია და შრომის მაგივრად გართობას უფრო ჰგავს. მის უპირატესობაში შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ შენობის ვირტუალური მოდელის ასაგებად ისიც კი არაა საჭირო, შენობა ნანახი გქონდეთ.

იდეა შემდეგია: მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი წინასწარ გადაღებულია რამდენიმე რაკურსით, თქვენ ირჩევთ რომელიმე შენობას და სურათების მიხედვით აგებთ შენობის მოდელს. ბოლოს სისტემა ამ მოდელზე დებს სურათებიდან მიღებულ ტექსტურებს და ვუალა – შენობა მზადაა. ისღა დაგრჩენიათ, თქვენი ნაშრომი შეინახოთ. მას Google განიხილავს და მოწონების შემთხვევაში Google Earth–შიც ჩასვამს.

საილუსტრაციოდ იხილეთ ოფიციალური ვიდეორგოლი Builder Maker–ის შესახებ:


პროდუქტის ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჯერჯერობით მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქშია შესაძლებელი. კი, სწორად მიხვდით – თბილისი მათ შორის არ არის.


Google Builder Maker–ის მოსახმარად საჭიროა დაყენებული გქონდეთ Google Earth Browser Plugin. მშენებლობის დაწყება კი ახლავე შეგიძლიათ ამ ბმულზე დაწკაპუნებით (გაითვალისწინეთ – ნაშრომის შესანახად Gmail–ზე სამომხარებლო ანგარიშის ქონაა აუცილებელი).

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალური ანონსი: Introducing Google Building Maker @ Google Blog

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-10-2009, 16:17:00 | domen
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

ეს მხოლოდ Mac და Linux-ზეა????????? ამას მე-5 ვერსია უნდა ხო???
16-10-2009, 19:35:50 | nika55

ვააააა.... ძაან მაგარია.... იმედია თბილისს მალე გადაუღებენ და 1-2 თვეში უეჭველი მთელი თბილისი იქნება 3D-ში....
15-10-2009, 17:46:17 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.