COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » კრიტიკული შეცდომა Internet Explorer-ში "დაპატჩულია"!

http://compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2310


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
კრიტიკული შეცდომა Internet Explorer-ში "დაპატჩულია"!
კრიტიკული შეცდომა Internet Explorer-ში

რამდენიმე დღის წინ Internet Explorer 5, 6, 7 და მე-8 ვერსიებში აღმოჩენილი მეხსიერების ბაგის შესახებ ვიტყობინებოდით. კოდში არსებული შეცდომა შემტევს საშუალებას აძლევდა გვერდი აევლო ფაილის ჩამოტვირთვის დიალოგისთვის და ამ გზით "მტრული" ფაილი მსხერპლის კომპიუტერში ჩაეტვირთა და გაეშვა. ამ ყველაფერს ორი დიდი კორპორაცია - Google და Adobe შეეწირნენ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჯერ კიდევ Internet Explorer 6-ს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ "დაავადებულთა" სიაში მაიკროსოფტის ბოლო ქმნილებაც შედიოდა, IE 8-ს მეხსიერების შეცდომებთან დაკავშირებით გარკვეული დაცვები გააჩნია და ამ ექსპლოიტის ამუშავება მასზე გაცილებით რთულია.

დიდ კორპორაციებში მომხდარის გამო Microsoft-ი სწრაფად ამოქმედდა და 2 დღის წინ "პატჩებიც" გამოუშვა. განახლებები ხელმისაწვდომია MS-ის საიტიდან ამ ლინკზე.

ვინც საკუთარი კომპის უსაფრთხოებას განსაკუთრებულ მნიშნვნელობას ანიჭებთ და გსურთ, რომ ყველა ხვრელი თქვენს სისტემაში დახურული იყოს, განაახლეთ სისტემები. მით უმეტეს, Trojan.Malscript!html, ექსპლოიტი, რომელიც გამოყენებულ იქნა შეტევებისთვის, უკვე გავრცელებულია უამრავ საიტზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ანტივირუსული კომპანიის, Symantec-ის რეპორტი აღნიშნულ ტროიანთან დაკავშირებით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-01-2010, 16:43:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.