The Overclocker - მე-9 ნომერი
დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ოვერქლოქინგის, ქართულად იგივე აჩქარების შესახებ სპეციალიზებული ინგლისურენოვანი ჟურნალი გამოდის. თანაც, უკვე მე-9 ნომერია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალი მსოფლიოში პირველი პრეცედენტი და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თანაც, არა მხოლოდ ოვერქლოქინგის განვითარების მხრივ. აჩქარება, რომელსაც წლების წინ დაწყევლილ მოვლენად აღვიქვამდით (თუმცა, ბევრისთვის ოვერქლოქინგი დღესაც კომპიუტერული საქმიანობის ეშმაკეულ მხარედ აღიქმება :-)), დღეს უკვე ჩვენი კომპიუტერთან თანაცხოვრების ყოველდღიური მოვლენა გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აჩქარება კომპ. ინდუსტრიის პროგრესს საგრძნობლად უწყობს ხელს. ყველზე თვალშისაცემი მაგალითი გაგრილების სისტემებია. ვისაც საშუალება გაქვთ, გადახედეთ წლების წინ არსებულ ჰაერის გაგრილების სისტემებს და შეადარეთ თანამედროვე ანალოგებს. ნელ-ნელა ფართო გავრცელებას ჰპოვებს წყლის გაგრილების სისტემებიც. ექსტრემალურ ოვერქლოქინგში კი კასკადურ გაგრილებას, მშრალ ყინულს, თხევად აზოტსა და თხევად ჰელიუმსაც კი იყინებენ! მოკლედ, "ამაჩქარებლის" მე-9 ნომერში იხილავთ:
ჟურნალის გადმოსაწერი ლინკებისთვის დააჭირეთ სრულად-ს. ჟურნალი The Overclocker - მე-9 ნომერი ჟურნალ The Overclocker-ის ძველი ნომრები ჟურნალს საკმაოდ ლამაზი და ინტერაქტიული "ინტერფეისი" აქვს, ასე რომ, კითხვისას არ მოიწყენთ! ბეჭდვითი ვერსია | 08-03-2010, 18:48:00 | Power_VANO |
|
მზადების პროცესშია კომპინფო 3 :)
საქმე ისაა, რომ სტამბის ვერსიები გადაგვყავს PDF-ში აქ დასადებად და მაგას მიაქვს საკმაო დრო.