მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Friday, 11.June 2010

უფასო Microsoft Office Web Apps


[Live] ცოცხალია

Microsoft-მა, Google Apps სერვისის საპასუხოდ, ჩვეული დუმილით, საზოგადო მოხმარებაში გაუშვა საკუთარი უფასო ონლაინ საოფისე პაკეტის ბეტა (საცდელი) ვერსია. სახელად “Office Web Apps” ის გვთავაზობს MS Word, Excel, PowerPoint და OneNote პროგრამების ინტერნეტ (online) ვერსიებს. კიდევ უკეთესი, მათივე SkyDrive სერვისის საშუალებით გვეძლევა 25 გეგაბაიტი უფასო ონლაინ სივრცე, დოკუმენტების და ნებისმიერი სხვა ფაილების ინტერნეტში შესანახად.


უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ონლაინ ვერსიებს აქვთ საგრძნობლად ნაკლები შესაძლებლობლები, ვიდრე ექვივალენტურ Microsoft Office პროდუქტებს, რომლებიც ეშვებიან მომხმარებლების კომპიუტერებზე. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველაფერი, რაც საშუალო მომხმარებელს სჭირდება, მისაწვდომია.

ვრცლად წასაკითხად დააჭირეთ ღილაკზე >> სრულად

22:40,   gearge  |  18371 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 09.April 2010

PIX.GE - ახალი ქართული უფასო სურათების ჰოსტინგი


სულ რამდენიმე დღეა, რაც ქართულმა ჰოსტ-პროვაიდერმა Serv.ge-მ ახალი სერვისი - PIX.GE გაუშვა. ახალი სერვისი სურათების ასატვირთი ჰოსტინგია (მსგავსად ჩვენთან გავრცელებული imageshack.us-ისა და radikal.ru-სი), რაც მთავარია, მის უკან ჰოსტინგ კომპანია დგას, რაც ავტომატურად სერვისის ხანგრძლივ სიცოცხლეს განაპირობებს.

გთავაზობთ სერვისის პრეზენტაციის ოფიციალურ ტექსტს:

წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

13:31,   Power_VANO  |  18026 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 21.January 2010

Google გატეხილია


უფრთხილდით 'Internet Explorer'-ს

15.01.2010. გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.




რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.

კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს >> სრულად

03:15,   gearge  |  21834 ნახვა | 18 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
სიახლეები 2009
Friday, 16.October 2009

ტიმ ბერნერს–ლი: ბოდიში სლეშისთვის


ვინმემ იცის, ეს რისთვისაა?!
რამდენიმე დღის წინ World Wide Web Consortium–ის ფარგლებში CNN–ის ჟურნალისტმა ნახევარსაათიანი ინტერვიუ ჩაიწერა ადამიანთან, რომელიც ითვლება ინტერნეტის შემქმნელად (თუ ნაკლებ ხმამაღლა და საქმიანად ვიტყვით – იდეის და ძირითადი პროტოკოლების დამამუშავებლად). ეს ადამიანი გახლავთ ტიმ ბერნერს–ლი (Tim Berners-Lee), M.I.T–ის პროფესორი და W3C–ს დირექტორი.


ტიმ ბერნერს–ლი 2005 წლის 18 ნოემბერს (წყარო: ვიკიპედია)

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტმა დასვა ნახევრად სახუმარო კითხვა: "რას შეცვლიდით, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ" და ტიმმა უპასუხა: "http://–დან ორმაგ სლეშს მოვაცილებდი! ის აბსოლუტურად უსარგებლოა და წარმოიდგინეთ, რამდენ სამუშაო საათს და ხეს გადავარჩენდით, ის რომ არ არსებობდეს!".

ესეც ინტერვიუს ჩანაწერი, საინტერესო მომენტი 2:57–ზე იწყება:
22:23,   domen  |  14871 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 15.October 2009

Google Building Maker


გაასამგანზომილებიანე დედამიწა
Google Earth-თან ერთად Google ასევე უშვებს Sketchup–ს – პროგრამას, რომელსაც შეუძლია სამგანზომილებიანი მოდელების კეთება. Sketchup–ით შექმნილი რეალური შენობების მოდელები კი Google Earth–ში შეიძლება ჩაისვას. ასე იქმნება სამგანზომილებიანი ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო... თუმცა Sketchup მაინც მოითხოვს გარკვეულ სპეფიციკურ ცოდნას და ეს მისი მომხმარებლების რიცხვს ძალიან ამცირებს, მცირე რაოდენობის მომხმარებელს კი დედამიწაზე არსებული ყველა შენობის სამ განზომილებაში დახატვა ნამდვილად არ შეუძლია.

ამიტომ Google–მა შეიმუშავა ახალი მიდგომა, სახელად Google Building Maker, რომელიც მოსახმარად უმარტივესია და შრომის მაგივრად გართობას უფრო ჰგავს. მის უპირატესობაში შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ შენობის ვირტუალური მოდელის ასაგებად ისიც კი არაა საჭირო, შენობა ნანახი გქონდეთ.

იდეა შემდეგია: მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი წინასწარ გადაღებულია რამდენიმე რაკურსით, თქვენ ირჩევთ რომელიმე შენობას და სურათების მიხედვით აგებთ შენობის მოდელს. ბოლოს სისტემა ამ მოდელზე დებს სურათებიდან მიღებულ ტექსტურებს და ვუალა – შენობა მზადაა. ისღა დაგრჩენიათ, თქვენი ნაშრომი შეინახოთ. მას Google განიხილავს და მოწონების შემთხვევაში Google Earth–შიც ჩასვამს.

საილუსტრაციოდ იხილეთ ოფიციალური ვიდეორგოლი Builder Maker–ის შესახებ:


პროდუქტის ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჯერჯერობით მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქშია შესაძლებელი. კი, სწორად მიხვდით – თბილისი მათ შორის არ არის.
16:17,   domen  |  14525 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 11.October 2009

Google Search ამატებს PDF–ის ჩვენების ფუნქციას


მცირე და სასიამოვნო სიახლე
Google Search მხოლოდ საიტებს არ აინდექსირებს, მისი მოქმედების არეალში პოპულარული დოკუმენტების ფორმატებიც – pdf, xls, doc - ხვდება. თუმცა ასეთი დოკუმენტების ბრაუზერში ჩვენება პრობლემაა – ბრაუზერები უბრალოდ ვერ ამუშავებენ ამ გაფართოებაში შენახულ ფაილებს. დიდი ხნის განმავლობაში Google ცდილობდა ეს პრობლემა "View as HTML" ბმულით მოეგვარებინა, რომელზე დაჭერითაც დოკუმენტი HTML-ად გარდაიქმნებოდა და ისე ეგზავნებოდა ბრაუზერს. ამ გზით მომხმარებელს საშუალება ეძლეოდა, დოკუმენტის შინაარსი გაეგო, მაგრამ მთელი ფორმატირება იკარგებოდა.

და ცოტა ხნის წინ Google Blog–ზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამიერიდან PDF–ებისთვის View as HTML შეიცვლება Quick View–ით, რომელიც დოკუმენტის HTML–ად გარდაქმნის მაგივრად მას პირდაპირ სურათებად გიჩვენებთ, ფორმატირების დარღვევის გარეშე, ამაში კი Google Search ძმობილ პროექტს – Google Docs–ს დაიხმარებს.




როგორც Google გვპირდება, სხვა ფორმატებისთვის იგივე შესაძლებლობის მხარდაჭერა მალე დაემატება.
17:18,   domen  |  14301 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 26.September 2009

Google Earth + Augmented Reality


დედამიწა პირდაპირ ეთერში!
Google Earth ყველას გვიყვარს. მისი საშუალებით შეიძლება ნებისმიერი ადგილის რაღაც დონეზე დათვალიერება, ვირტუალური მოგზაურობების მოწყობა, ადგილებს შორის გზის პოვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ Google Earth–ის მთელი ხიბლი ეს არაა – მისი გამოყენებით შეიძლება ათასგვარი სახალისო თამაშის თუ გამოსადეგი პროგრამის შექმნა.

მაგალითად მოვიყვანოთ Ships, თამაში, რომელიც იყენებს Google Earth–ს და გემით გამოგზაურებთ დედამიწის გარშემო, ან კიდევ მონოპოლია, რომელიც მთელ დედამიწაზე ითამაშება, პირდაპირ თქვენი ქუჩის ყიდვა შეგიძლიათ (ოღონდ ეს ქუჩა Google Earth–ში უნდა იყოს დატანილი).

და გუშინ გახდა ცნობილი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წამოწყების შესახებ, ოღონდ ეს უკვე თამაშის ფარგლებს სცილდება: Georgia Tech–ის მეცნიერებმა დაამუშავეს მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დავიტანოთ Google Earth–ზე ვებ–კამერის მიერ რეალურ დროში მოწოდებული ვიდეომასალა. ეს კი საშუალებას იძლევა პირდაპირ Google Earth–ში ვნახოთ, როგორ მოძრაობენ (ან საცობში დგანან) ქუჩებში მანქანები, როგორ თამაშობენ ფეხბურთს სტადიონზე, როგორ მოძრაობენ ფეხით მოსიარულენი –  პირდაპირ ეთერში!

თქმა არ უნდა – პროექტი ჯერ ჩანასახის სტადიაშია და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სადემონსტრაციო ვიდეორგოლია მისაწვდომი, მაგრამ რაც არის, უბრალოდ შესანიშნავია!

მოკლედ, უყურეთ და გაოგნდით:
19:20,   domen  |  14950 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 12.July 2009

AFK.ge - რესურსი გეიმერებისთვის


ჯინეტის მიმოხილვიდან

საქართველოში საინფორმაციო საიტებისა და სოციალური ქსელების პოპულარობა ჯერ კიდევ ჩამორჩება ვარზების პოპულარობას, მაგრამ სხვაობა სწრაფად მცირდება და არც ისე შორეულ მომავლში გაქრება კიდეც. იქამდე კი საიტებს, რომელთაც ნამდვილად უნიკალური, საინტერესო და ლეგალური კონტენტი აქვთ მომხმარებლისთვის, ენთუზიაზმზე უწევთ მუშაობა.

დღეს წარმოგიდგენთ ზუსტად ასეთ "ენთუზიაზმზე მომუშავე" საიტს, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, თქვენი ყოველდღიური ციფრული ცხოვრების თანამგზავრი გახდეს. გაიცანით AFK.ge, ბლოგი თამაშების შესახებ.

16:17,   domen  |  14767 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 11.July 2009

Google Translate უკვე დოკუმენტებსაც თარგმნის


Google-მა თავის სერვისს Google Translate, რომელსაც შეუძლია ტექსტის ან ვებ-გვერდის 42 სხვადასხვა ენაზე თარგმნა, "ჩუმად" დაამატა დოკუმენტების თარგმნის ფუნქციაც. როგორც ახლაა ცნობილი, Google Translate უმკლავდება txt, doc, html, xls, pdf და odf ფაილებს, თუმცა ამ ფაილების სია თავისუფლად შეიძლება გაიზარდოს, როცა Google ოფიცალურად გამოაცხადებს ამ ცვლილების შესახებ.

16:17,   domen  |  16035 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 08.July 2009

ლინგვისტუსის ბლოგი


ჯინეტის მიმოხილვიდან

ჩვენი ახალი რუბრიკა, ჯინეტის მიმოხილვა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, ასე რომ, გავაგრძელებთ საინტერესო ქართული ვებ-საიტების მიმოხილვას და ამას ყოველკვირეულ სახეს მივცემთ. ყველა მიმოხილული საიტი ჩაიწერება ბმულებშიც, საინტერესო ქართული საიტების კატეგორიაში. ასევე, საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც თავიანთი საიტები გამოგვიგზავნა მიმოხილვისთვის: დაგროვდა საკმაოდ ბევრი საიტი, რომელთა გამოქვეყნებასაც დრო სჭირდება, ასე რომ, შესაძლებელია, თქვენი საიტის მიმოხილვა რამდენიმე კვირა არ გამოქვეყნდეს.

რაც შეეხება დღევანდელ მიმოხილვას,  ვაგრძელებთ ქართული ბლოგების მიმოხილვას და გთავაზობთ ერთ ძალიან საინტერესო ბლოგს, რომელიც ეკუთვნის თამაშის "რა? სად? როდის?" ერთ-ერთ უცნობილეს მონაწილეს, ვახო ელერდაშვილს (იგივე ლინგვისტუსს).

19:20,   domen  |  14310 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი