მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






AFK.ge - რესურსი გეიმერებისთვის

AFK.ge - რესურსი გეიმერებისთვის - ბმული სიახლეზე

AFK Gaming

საიტი სპეციალიზირდება PC თამაშების მიმართულებით, რაც დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რამეთუ კონსოლები ჩვენში ჯერჯერობით არც ისე ნაცნობი ხილია. საიტის მიერ მოწოდებული სიახლეები დაწერილია გამართული ენით და საინტერესოდ იკითხება (ეს ჩვენში იშვიათობაა), ყველა სიახლესთან ახლავს სურათები და ვიდეო კლიპები, რაც თამაშზე უფრო ცოცხალ წარმოდგენას შეგიქმნით.

AFK Gaming-ის მფლობელები საიტის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებენ:

Afk.ge ახალი პროექტია ჯინეტში, აქამდე უფრო პრივატულ ბლოგზე იყო განთავსებული, ვორდპრესის ჰოსტინგზე [GamingFreak], შემდეგ გადავწყვიტეთ დომენი და საკუთარი ჰოსტი აგვეღო. ვწერთ სიახლეებზე მსოფლიო და ქართულ Gamingში, მიმოხილვებს, შეფასებებს და ანალიზსს. უპირატესობები? .. ჯერ-ჯერობით ერთადერთი ასეთი საიტი ვართ, პირველი არა, მაგრამ ერთადერთი. ვნახოთ, რა გამოგვივა.

თუ მოგწონთ ეს წამოწყება, აგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა -  ყოველდღიურად მოინახულეთ რესურსი, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გამოიწერეთ RSS არხი, რათა არცერთი სიახლე არ გამოგრჩეთ.


ნახვები დღეს 0
სულ ნახვა 101
ხმები ( საუკეთესოა , 4 ხმები)
შეაფასე თქვენ არ გაქვთ საკმარისი უფლება იმისათვის რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ ფაილის ხმის მიცემაში


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.