მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
უფასოდ დარეკვა ინტერნეტისა და X-Ten EyeBeam 1.1-ის მეშვეობით

მახსოვს ერთერთი ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი ინტერნეტის უფასოდ დარეკვის შესახებ, ბევრმა მოისმინა პროგრამა SKYPE-ს სახელი და აგვიკლეს წერილებით, ზარებით არიქა გვასწავლეთ ეგ როგორ ხდებაო. უნდა გითხრათ რომ SKYPE-თი უფასოდ ვერ დარეკავთ, ეტყობა ჟურნალისტები შეცდნენ, ან საკითხი ბოლომდე არ შეისწავლეს, მაგრამ თუ უფასოდ დარეკვა გინდათ, ისარგებლეთ ჩვენი ინსტრუქციებით და თქვენი ინტერნეტ კავშირი შესაძლებლობას მოგცემთ დარეკოთ ამ პლანეტის ნებისმიერ ქვეყანაში, ან ნებისმიერი ოპერატორის ნებისმიერ მობილურზე. იმედია შესავალი გამომივიდა და ყურები დაცქვიტეთ :-) ჰოოო, ესეიგი მზად ხართ არა :-) აბა დავიწყეთ მაშინ.

ეს სტატია გავიდა ჩვენს ძველ საიტზე 2006 წლის 14 თებერვალს სტატისტიკიდან ჩანს რომ ძალიან ბევრს დააინტერესა აღნიშნულმა თემამ. იყო ბევრი კამათი, აურაცხელი კომენტარი და ბევრი გაუგებრობა, როგორც გაირკვა გაუგებრობა გამოწვეული იყო ჩვენი ჩახუჭუჭებული ტექსტით და მკითხველის სიზარმაცით, დაინახეს სათაური და დანარჩენის წაკითხვა აღარ უნდათ. ჩვენ ჩავასწორეთ აღნიშნული სტატია, გავითვალისიწნეთ ის მომენტები რაც მომხმარებლებს აბნევდა და იმედია გასაგები ენით დავწერეთ ყველაფერი. მაშ ასე დავიწყეთ ხელახლა.

ტექნოლოგია და გამოყენება

მოკელდ ჩვენ გთავაზობთ პროგრამულ უზრუნველყოფას და ერთ საინტერესო ინტერნეტ რესურსს, რომელიც უფლებას გაძლევთ დარეკოთ ნებისმიერ ადგილზე IP ტელეფონიის გამოყენებით. ეგაა რომ სიამოვნება შეზღუდულია დროში, მაგრამ დროის გაჭიმვასაც გასწავლით :-) დანარჩენი საჭირო ინფო ნახე მთლიან ტექსტში. გთხოვთ არ დაიზაროთ ტექსტის წაკითხვა, თუ შემდგომში დასვავთ კითხვას საიდან რა ჩამოვქაჩო, ან რა როგორ დავარეგისტრიროო, უბრალოდ წავშლით, იმიტომ რომ ყველაფერი აქ უკვე წერია.

მოკლედ თუ არ იცი რა არის ინტერენტ ტელეფონია, იგივე VoIP მაშინ პატარა შესავალს გაგიკეთებ, თუ იცი შეგიძლია თამამად შემდეგ გვერდზე გადახვიდე. ჩვეულებრივი ტელეფონებისგან განსხავავებით ინტერნეტ ტელეფონიის ძირითად გადასაცემ ხაზად გამოიყენება თქვენი ინეტრნეტ კონექტი. სხვათაშორის ძალიან იაფი ჯდება, ამას ბევრი სატელეფონო პროვაიდერი მიხვდა და მთელი პლანეტისა და ჩვენი ქვეყნის მაშტაბით უმალ გაჩნდა აურაცხელი საერთაშორისო დარეკვის ორგანიზაციები. საერთო ჯამში ყველა სატელეფონო კომპანია რომელიც უცხოეთთან გაძლევთ საუბრის საშუალებას, იყენებენ თავიან ინტერნეტ ტელეფონიის სერვერს, იხდიან გარკვეულ გადასახადს, ხოლო თვითონ გადახდილ პაკეტს ანაწილებენ და ჩვენ შედარებით ძვირად გვთავაზობენ.

უსამართლო აქ არაფერია, კომერციის კანონები ნორმალურად მუშოაბენ, მაგრამ მომხმარებლებს როგორც წესი ფულის გადახდა არ უყვართ. განსაკუთრებით როდესაც ვიცით რომ ინტერნეტი ჩვენც გვაქვს, დაგვრჩა რაღაც სერვისი, ან პროგრამა და ფრთები გაშლილი გვაქვს.

საერთოდ პირველი რაც უნდა იცოდეთ ინტერნეტ ტელეფონიით სარგებლობისას ეს არის დაყოვნება. ლოკალურ ანუ ადგილობრივი მაშტაბით დაყოვნებას პრაქტიკულად ადგილი არ აქვს, ხოლო საერთაშორისო მაშტაბით საკმაოდ საგრძნობია, გამოიხატება ეს თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვის აბონენტამდე შედარებით გვიან მისვლაში. ვისაც საერთაშორისო საუბრებით უსარგებლია მიხვდება იდეას, ცოტა დისკომფორტს იწვევს, მაგრამ მალე ეჩვევი, მითუმეტეს რომ საერთაშორისო ტელეფონით საუბრის დროსაც აშკარად იგრძნობა იგივე დაყოვნება. ასე რომ ეს სენი მხოლდო კომპიუტერებს არ ახასიათებთ.

მოკლედ არსებობს ცნობილი VoIP პროგრამა SKYPE. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დარეკოთ პლნეტის ნებისმიერ ქვეყანაში თუ ქალაქში, სამწუხაროდ სერვისი ფასიანია, ჩვენმა ერთერთმა ტელევიზიამ რაღაც ვერ გაიგო და მთელს საქართველოს მოუყვა ზღაპარი უფასო ცხოვრების შესახებ. ასეთი რამ შეიძლება, ოღონდ არა SKYPE-ს მეშვეობით.

უფასო ამ პლანეტაზე ლამის ზამთარში თოვლი აღარ არის, თბილისში თოვლი საერთოდ სანატრელი მოვლენა გახდა :-), მაგრამ არსებობს სარეკლამო აქციები და მომხმარებლის მოზიდვის სხვადასხვა საშუალებები. მოდით გავიგოთ როგორ მუშაობს მაგალითად იგივე SKYPE. უნდა  ჩამოქაჩოთ შესაბამისი პროგრამა, გაიაროთ რეგისტრაცია, შექმნათ საკუთარი პროფილი, შემდეგ შეგიძლიათ მწარმოებლის საიტზე შეიძინოთ სატელეფონო ბარათი და თანხა თქვენს ექაუნთს ერიცხება. საუბრის დროს თქვენს ექაუნთს თანხა ნელნელა აკლდება. პრინციპი გასაგებია. ახლა თუ გავითვალისიწნებთ რომ ეს პროგრამა და საერთოდ კომაპნია მთელი პლანეტის მაშტაბით ბობოქრობს, გასაგები ხდება რომ მას სარეკლამო აქციები ნაკლებად აინტერესებს, მხოლოდ ფულის ამოღებაზეა გადასული. მაგრამ არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომლებსაც იმდენი კლიენტურა არ ყავთ რომ ერთ ადგილზე იჯდნენ. მათ უწვთ კლიენტის მოზიდვა, ამისთვის კი სხვადასხვა საინტერესო აქციებია ჩასატარებელი. ერთერთი ასეთი იდეაა, დაარეგისტრირე მომხმარებელი უფასოდ და მიეცი ნომინალური თანხა სასაუბროთ, როცა ნომინალს დაცლის და მიხვდება რომ ყევლაფერი მუშაობს, უკვე გენდობა კლიენტი, არ ინანებს თანხას და თავისუფლად იხდის, მითუმეტეს რომ სატელეფონო კომპანიებზე იაფი ჯდება მომსახურება. ჩვენც ზუსტად ასეთი ოქროს საბადოები გვაინტერესებს.

პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 11
შეფასება: 3.1



გამოხმაურება

პროგრამის გადმოსაწერი ლინკი არ გასწორდება? ძალიან მინდა გთხოვთ :(
24-04-2010, 23:26:44 | onenin

დზმურად ეგრევე ლინკი დამიდეტ რა როგორ გადმოვქაცჰო ეგრევე მისჰვებს ტბილისი ფორუმდა იქ ვერ ვნახე როგორ გადმოვცერო ტო
02-01-2010, 13:51:09 | mixeili5

FTP - ზე რომ ვაწვები გავყევარ თბილისის ფორუმზე, საიდან გადმოვწერო?
22-06-2009, 15:07:33 | vova79

ამ პროგრამის key დადევით რაა
28-03-2009, 11:10:03 | schako555

სისულელეა,არ გირს წვალებად
20-09-2008, 19:07:48 | trooper88

მაგარი სიაფანტი რაგაცაა არც იწერს ამ ლინკიდან ვაფშე საიტზე არ შედის საიდანაც უნდა გადმოვწერო
04-06-2008, 12:13:23 | gio236

"ჩვენი FTP რესურსიდან " ამ ღილაკზე რომ ვაჭერ არ იწერს,არ გადის გადმოსაწერ გვერდზე,გვიშველეტ რამე
01-04-2008, 11:03:08 | progresi

I need help.................... axla ki ar davrekav aramed "gavrekav" risi bralia neta arada sakaifo saitia da es magra gaufuchebs saxels ro vrekav nomerze erti kaci inglisurad bazrobas ro morcheba qali cvlis da is rusulad icyebs da me veraferi gavige damexmaret ra arada imdeni gecerat kitxvisgan tvalebi shublze amivida. damexmaret ra
26-11-2006, 00:48:23 | nikola

ყველაფერი გავაკეთე რო ვრეკავ მიტსერს call established ო მაგრამ ზარი არ გადის ცჰემს მობილურზე ვრეკავ,ხო არ იცით რისი ბრალია? 44 ლარიანი adsl მაქვს
25-11-2006, 22:23:20 | bendela1990

მეც იგივე გდესჰი ვარ ყველაფერი გავაკეტე სცორად მაგრამ არსად არ ირეკება.დავრეკავ თუ არა ერთი კაცი ლექციას მიკითხავს არადა მაგრა მინდა გთხოვტ დამეხმარეთთთთთთთთთთთთთთთთ თთთთთთთ
25-11-2006, 20:25:34 | nikola


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.