მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაცია

8 ივლისს სასტუმრო Courtyard Marriot-ში გაიმართა შეხვედრა რომელზეც განხილული იყო საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობის საკითხები. შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოში IT დარგში მოღვაწე (კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი და გამყიდველი ფირმები, ინტერნეტ-პროვაიდერები, IT სერვის-ცენტრები, სასწავლო ცენტრები, სისტემური ინტეგრატორები, კონსალტინგური კომპანიები და სხვ.) ასევე  IT-ის აქტიურად მომხმარებელ ორგანიზაციათა (სატელეკომუნიკაციო და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ბანკები და სხვ.)  წარმომადგენლები და კერძო პირები. როგორც ხედავთ არეალი საკმაოდ დიდია. სულ მოწვეული იყო 110 ადამიანი.

შეხვედრის ორგანიზატორები  ბატონი ლაშა შამათავა და თემურ ზარქუა, გამოვიდნენ სიტყვით და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებული პრობლემები, რომელიც პრაქტიკულად ყველამ ვიცით, განუვითარებელი სექტორი, უამრავი მოუწესრიგებელი პრობლემა და საკითხი, ახალგაზრდების სულ უფრო კლებადი ინტერესი საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, და სხვა.  პრაქტიკულად თუ ეს საქმე ახლავე არ იქნა ხელში აღებული და არ იქნება უახლოეს დროში მისი მოგვარების საკითხები განხილული საქართველოს ისედაც მწირი სექტორი, შეიძლება სულ მალე იმდენად ჩამორჩეს სხვა ქვეყნებს (მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს), რომ მათთან ჯანსაღი კონკურენცია პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

შეხვედრაზე მოწვეული ზოგიერთი ორგანიზაცია მოგეხსენებათ ერთმანეთის კონკურენტია, მაგრამ ახალი ასოციაციის შექმნის ორგანიზატორები თვლიან რომ ჯანსაღი კონკურენცია არ გამორიცხავს თანამშრომლობას და პარტნიორულ ურთიერთობებს საერთო ამოცანების გადაწყვეტაში. საკმაოდ საღი აზრია და მართლაც დროა რაიმე შესაბამისი ორგანიზაციის შეიქმნა, რომელიც შექმნილ სიტუაციას დაარეგულირებს. 

შეხვედრაზე ჩამოთვლილი იყო საჭირბოროტო საკითხები, დამსწრე ორგანიზაციებმა გამოთქვეს თავისი აზრი,  ორგანიზატორები შეეცადნენ დაესაბუთებინათ ასეთი ასოციასციის შექმნის აუცილებლობა, მაგალითად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყველგან არის შესაბამისი ორგანიზაცია რომელიც სხვა თუ არაფერი მთავრობას რჩევებს აძლევს რისი გაკეთება ღირს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებისთვის. ერთერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითად ყოფილი საბჭოთა  ბლოკიდან მოყვანილი იყო რუმინეთი, სადაც ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სხვათაშორის არა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფონზე, არამედ ლამის მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.

ასევე ნახსენები იყო შემდეგი გარემოება, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ყველა ქვეყანა რომელიც ამ სახელმწიფოში შედიოდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ერთნაირ დონეზე იყო, მაგრამ დღეს საქართველო ყველაზე ჩამორჩენილია. გადაგვისწრო ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა სომხეთი და აზრებაიჯანი, თუმცა ყველაზე წინწასული მაინც რუსეთი და ყაზახეთია, ამ უკანასკნელში თავისი რეგიონალური წარმომადგენლობებიც და წარმოებაც არსებობს.

პირველი შეხვედრა დამთავრდა შემაჯამებელი სიტყვით ყველა დამსწრე ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ასეთი ორგანიზაცია შესაქმნელია, ასე რომ ამ მხრივ ერთსულოვნება არის, აზრთა სხვადასხვაობა გამოიხატება მიზნებში და პრიორიტეტებში. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს. ორგანიზაციის შექმნა არ არის ჩაფიქრებული ერთ დღეში, ან რომელიმე ერთი ჯგუფის მიერ, იმისათვის რომ ორგანიზაცია ცოცხალი იყოს ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელს უნდა შეეძლოს გაერთიანება, სხვათაშორის ჩვენს რედაქციას არ შეუძლია ამ აზრს არ დაეთანხმოს, ერთი ჯგუფის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ყოველთვის შეეცდება ამავე ჯგუფის ინტერესების ლობირებას და არ იზრუნებს  მთლიანად დარგის აყვავებაზე. 2006 წლის ივლისის ბოლოს დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა რომელზეც უკვე უნდა დაისახოს მიზნები და განხილული უნდა იყოს წესდების პუნქტები, სხვათაშორის ამ უკანასკნელს შეგიძლიათ გაეცნოთ უკვე მოქმედ საიტზე http://www.ict.ge მართალია ჯერ მხოლოდ ფორუმი მუშაობს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჯერ ორგანიზაცია არ შექმნილა, მიმდინარეობს მისი წესდების განხილვა და ამოცანების დასახვა. პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

კი მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურების IT დეპარტამენტებსაც დაკავშირებოდნენ ყველა საინტერესო თემაძე შეიძლება საუბარი და თანამშრომლობა განსაკუთრებით ციფრულ ხელმოწერაზე
27-05-2009, 17:04:22 | Ronin

ასეთი ორგანიზაცია არ არის ფულის მკეთებელი. რაც არ უნდა კარგი ბიზნესმენი იყოს, თუ იგი მაქ მივიდა უბრალოდ თავისი ბიზნესის გასაფართოვებლად, ვაი მასეთ ბიზნესმენსაც და ინტელიგენტსაც. ვერც განათების მსახურნი მიიღებენ მაქ დამატებით მოსწავლეებს.
ხალხნო ასეთი ორგანიზაცია ყველგან და ყოვეთვის საჭიროა მხოლოდ ერთმანეთთან და სახელმწიფოსთანაც თამაშის წესების შესათანხმებლად, რომ ბესპრიდელი არ იყოს
13-07-2006, 11:09:49 |


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.