COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Linux » Fedora Core ინსტალაცია საკუთარი ხელით

http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=47


Fedora Core ინსტალაცია საკუთარი ხელით

ალბათ, გაგჩენიათ სურვილი გამოცადოთ და პირადად გაეცნოთ ისეთ ოპერაციულ სისტემას როგორიცაა Linux-ი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (გეშინიათ ახლის გამოცდის, რაღაც მიუწვდომელი გგონიათ,  მიგაჩნიათ რომ იგი თქვენთვის არ არის შექმნილი, ან სხვა ამდაგვარი იდეა გიტრიალებთ თავში)  ჯერ მაინც არ გამოგიცდიათ და არ შეხებიხართ, შეიძლება ადრე მართლაც ისე იყო, რომ ყველასთვის არ იყო ეს ოპერაციული სისტემა, მაგრამ ამ ბოლო დროს ნელნელა გამოჩნდა ისეთი დისტრიბუტივები, რომლებიც გათვლილია როგორც სერვერული ასევე სამომხმარებლო საქმიანობისთვის, ანუ თავისუფლად შეგვიძლია, დავაინსტალიროთ და ვნახოთ მაინც ღირს თუ არა მისი მოხმარება, სხვა თუ არაფერი, საკუთარი აზრი მაინც გაგვიჩნდება ამ ოპერაციულ სისტემაზე! 

აქ ავხსნი 2 ყველაზე გავრცელებული დისტრიბუტივის ინსტალაციას ესენია Ubuntu და Fedora (სხვა დისტრიბუტივების ინსტალაციაც ანალოგიურია, უბრალოდ პატარა გადახვევებია, მაგრამ  90% თითქმის იგივეა) მოდით ერთად გავიაროთ ინსტალაციის პროცესი და თქვენ თვითონაც დარწმუნდებით იმაში რომ ეს არც თუ ისე ძნელი ყოფილა!  რაც მთავარია, ისე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გვქონდეს Linux-იც  და Windows-იც, ავტომატურად ჩამიტვირთავ მენიუს გაიკეთებს Linux-ი, მაგრამ ასევე დატოვებს Windows-ის ჩამტვირთავ სექტორსაც იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში ჩავიტვირთოთ Windows-დან!

მზადება ინსტალაციისთვის!

ეს თავი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს დაინსტალირებული Windows-ი და დამატებით სურს კომპიუტერზე მეორე ოპერაციული სისტემის დაყენება. თუ თქვენ აგ გჭირდებათ Windows-ი (სუბიექტური ან ობიექტური მიზეზის გამო მას არ იყენებთ და არ აინსტალირებთ), მაშინ ეს თავი შეგიძლიათ გამოტოვოთ, აქ აღწერილი პირველი მოსამზადებელი ეტაპი არ არის საჭირო იმ შემთხვევაში როდესაც კომპიუტერზე მხოლოდ Linux-ის ინსტალირდება. მოკლედ თუ მხოლოდ Linux-ს აინსტალირებთ კომპიუტერზე შეგიძლიათ პირდაპირ ინსტალირების თავზე გადახვიდეთ.

პირველ რიგში გვჭირდება ცარიელი ადგილი ვინჩესტერზე, როგორც წესი ჩვენი ვინჩესტერები არის დაყოფილი C და D დისკებად, იმედია მოგეპოვებათ ვინჩესტერზე 5გიგაბაიტი (8-10 თუ იქნება უკეთესი) ადგილი იმისთვის რომ გავეცნოთ Linux-ის ოპერაციულ სისტემას! ჩვენ ახლა, ჩვენს მაგალითზე გაჩვენებთ როგორ მოვაჭრათ ვინჩესტერს ადგილი Linux-ისთვის, ჩვენს შემთხვევაში 40 გიგაბაიტიან ვინჩესტერს სადაც უკვე ინსტალირებულია Windows-ი, მოვაჭრით 20 გიგაბაიტს Linux-ისთვის, ყველა ამ ოპერაციას ჩავატარებთ Partition Magic-ის დახმარებით და რა თქმა უნდა დეტალურად ავხსნით თვითოეულ საფეხურს, მოკლედ შევუდექით, გავხსენი პროგრამა Partition Magic სადაც ვხედავთ მხოლოდ ერთ მთლიან დისკს, რომელსაც გავყობთ ორ ნაწილად ამისათვის

 ვაჭერთ თაგუნიას მარჯვენა ღილაკს და ვირჩევთ Resize/Move

გამოსულ ფანჯარაში, უნდა შევიტანოთ ცვლილებები, ამის ორი ვარიანტია, ერთი მოვკიდოთ ხელი დისკის ბოლოში და გამოვწიოთ მარცხნივ (ამ დროს დაინახავთ Free Space After გრაფაში მოხდება ცვლილება, ანუ დაეწერება ახალი Partition-ის მოცულობა მეგაბაიტებში). მეორე ვარიანტი, არის პირდაპირ გრაფაში Free Space After ანუ აქ უნდა ჩავწერთ ის მოცულობა გვინდა გვინდა მოვაჭრათ C: დისკს, თუ გვინდა მაგალითად 5 გიგაბაიტის მოჭრა, მაშინ ზემოთხსენებულ გრაფაში ჩაწერეთ 5120, თუ მოისურვებთ 8 გიგაბაიტს,  მაშინ 8192.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები