მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » პროცესორები
Intel Nehalem - ახალი პროცესორი 2008 წელს
Intel-ის უდიდესი არქიტექტურული ცვლილება წელიწადზე ნაკლებ დროში

შესავალი

არც ისე დიდი ხნის წინ, Pentium 4-ების ერაში ინტელს საკმაოდ ცუდად ჰქონდა საქმე. ოღონდ არა ფინანსურად, არამედ ტექნოლოგიურად. NetBurst არქიტექტურის (ამ არქიტექტურაზე მუშაობდა Pentium 4) გაუმჯობესება შეუძლებელი გახდა. პირველად ისტორიაში, გორდონ მურის ცნობილ კანონს სერიოზული საფრთხე დაემუქრა...
თუმცა, ამ დროს ინტელის ისრაელის ჯგუფმა ახალი მობილური არქიტექტურა შექმნა, რომელმაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა და კომპანიასაც ლიდერის სტატუსი დაუბრუნა. ზოგიერთი ალბათ უკვე მიხვდით, ახალი არქიტექტურის სახელი იყო Core. Core პროცესორებმა სწრაფად ჩაანაცვლეს წინამორბედი NetBurst არქიტექტური პროცესორები. ახალმა ტექნოლოგიამ მოიცვა როგორც მობილური, ასევე დესკტოპ და სერვერული სეგმენტიც.
Core-თან ერთად, ინტელმა პროცესორების განვითარების ახალი ციკლი, ე.წ. “Tick-Tock” წარმოადგინა. კომპანია პროცესორის არქიტექტურას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეცვლის, ხოლო ყოველ არქიტექტურულ ცვლილებას ერთი წლის შემდეგ მოყვება ახალი ტექნოპროცესი. Intel-ს ახალი სტრატეგიისთვის დღემდე არ უღალატია და როგორც ჩანს, მინიმუმ 2010 წლამდე “Tick-Tock” წარმატებით იმუშავებს.

ახალი არქიტექტურა (თანაც რევოლუციური)

18 სექტემბერს, სან-ფრანცისკოში მიმდინარე IDF (Intel Developer Forum) 2007-ზე, ინტელმა საზოგადოებას წარუდგინა რეალურად მუშა მომავალი პროცესორის არქიტექტურა - Nehalem. კომპანიამ საზოგადოებას უჩვენა Nehalem-ის ბირთვის სურათი და გაამჟღავნა რამდენიმე ტექნიკური დეტალი. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, დარბაზში იდგა მუშა სისტემა, Windows XP ოპერაციული სისტემით (ინტელის განცხადებით, პროცესორს Mac OS X-ის ჩატვირთვაც შეეძლო) რომელიც ორ Nehalem პროცესორზე მუშაობდა.

 
Nehalem-ის ბირთვი IDF 2007-ზე

ფორუმზე ინტელის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ოტელინიმ განაცხადა, რომ Nehalem-ის ოთხბირთვიან ვარიანტს ექნება 731 მილიონი ტრანზისტორი, ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი, ახალი სერიული (მიმდევრობითი) ინტერკონექტი QPI (QuickPath Interconnect), Hyper-Threading ტექნოლოგიის ახალი ვერსიის მხარდაჭერა, ანუ ოთხბირთვიანი პროცესორი სისტემაში გამოჩნდება როგორც 8 ლოგიკური ბირთვი, ხოლო რვაბირთვიანი პროცესორი გამოჩნდება როგორც 16 ლოგიკური ბირთვი. ახალი პროცესორი დამზადებული იქნება 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით. ოტელინიმ განაცხადა, რომ Nehalem-ი იქნება Native-Dual (ორბირთვიანი), Native-Quad (ოთხბირთვიანი) და Native-Octal (რვაბირთვიანი) პროცესორი (რას ნიშნავს Native, ამას შემდგომ განვმარტავთ). ასევე, მისი განცხადებით, ახალი არქიტექტურა მოიცავს როგორც მობილურ, ასევე დესკტოპ და სერვერულ სეგმენტს. Nehalem-ში გაუმჯობესებულია თითოეული ნაკადის წარმადობა. ასევე, ზოგიერთ პროცესორში ინტეგრირებული იქნება GPU (გრაფიკული პროცესორი). Nehalem-ი საშუალებას მისცემს ოპ. სისტემას დინამიურად გათიშოს ლოგიკური ბირთვები. ასევე პროცესორი საშუალებას მისცემს სისტემას, დინამიურად გათიშოს როგორც ინდივიდუალური ბირთვები, ასევე ასევე კეშის კომპონენტები. ახალ პროცესორს ექნება გაზიარებული (გაშარინგებული) L3 დონის კეში, რომელიც დინამიურად განაწილდება ბირთვებს შორის.
IDF 2007-ზე, ინტელს მეტი ინფორმაცია აღარ გაუმჟღავნებია Nehalem-ის შესახებ, თუმცა, დღემდე, დროთა განმავლობაში სხვა ფაქტებიც გახდა ცნობილი, რომელთაც ცოტა ქვემოთ გაგაცნობთ.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 5
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

რა დრო გავიდა ხალნხნო. ორი 2 დღის წინ I9დავუყენე ჩემს კომპს და დაფრინავს
ინტელი აანონსებ მალევე შემდეგი თაობის პროცესორს.
28-12-2020, 11:09:07 | katafalka

Intel Core 2 Duo E7500 აქვს DDR3-ის მხარდაჭერა ?:S
25-07-2010, 10:31:09 | systematic

VGIJDEBI PROCESOREBZEEEEEEEEEEEEEEEEE!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! KARGIA ROM ARSEBOB!!!!!!!MPUA
08-07-2008, 15:20:58 | sonny


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.