COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » დედა დაფები » NVIDIA nForce 700i Series

http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=57


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » დედა დაფები
NVIDIA nForce 700i Series
ახალი ჩიფსეტები Intel-ის პლატფორმისთვის

რამდენიმე დღის წინ კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსი გაუკეთა Intel-ის პლატფორმისთვის დამზადებულ nForce 700i ჩიფსეტების ოჯახს, კერძოდ კი nForce 780i-სა და nForce 750i-ს. nForce 700i ჩიფსეტების ოჯახის გამოსვლა ძველი nForce 600i სერიის უბრალო განახლება არ არის. ახალ ჩიფსეტებში რეალიზებული NVIDIA 3-Way SLI-ს მხარდაჭერა (თუმცა 3-Way SLI-ს მხარდაჭერა nForce 680i ჩიფსეტზეცაა რეალიზებული) და გამოირჩევა საკმაო რაოდენობის ინოვაციური ტექნოლოგიებით, როგორიცაა, მაგალითად, Enthusiast System Architecture (ESA). ასევე nForce 700i სერიის ჩიფსეტებში ხელმისაწვდომია ბევრი ახალი ფუქნცია, სისტემის უკეთესი სტაბილურობისა და წარმადობის მიღწევას.

საერთოდ, nForce 700i სერიის ჩიფსეტები ბაზარზე ნოემბერში უნდა გამოსულიყო (Intel Penryn-ის ოჯახის პროცესორებთან ერთად), მაგრამ აღმოჩნდა, რომ NVIDIA-ს როგორც ახალი, ასევე ძველი ჩიფსეტები ინტელის ახალ, Penryn-ის ოჯახის პროცესორებთან არათავსებადი იყვნენ. საჭირო გახდა ძველი nForce 680i და ახალი nForce 700i სერიის ჩიფსეტების რედიზაინი და შესაბამისად, რელიზი გადაიდო.
რამდენიმე კვირის წინ nForce 700i სერიის ჩიფსეტების გადადებასთან დაკავშირებით ინტერნეტში საინტერესო ამბავი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მომხდარში დამნაშავე Intel-ი იყო (ამის შესახებ ჩვენც ვიტყობინებოდით სიახლეებში). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Intel-ს ”დაავიწყდა” Penryn-ის ოჯახის პროცესორების NVIDIA-სთვის გაგზავნა. როცა კომპანიამ პროცესორები მიიღო, აღმოჩნდა, რომ ისინი არ მუშაობდნენ არც ძველ nForce 680i და არც ახალ nForce 700i სერიის ჩიფსეტებზე და პრობლემის გამოსასწორებლად საჭირო იყო ჩიფსეტების რედიზაინი. ამან გამოიწვია ჩიფსეტების რელიზის თარიღის გადადება, ინტელმა კი საკმაოდ დიდი მოგება მიიღო nVidia-ს რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების გამო. მომხდარს კი იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ცოტა ხნის წინ, nVidia-მ ინტელს უარი უთხრა მის ჩიფსეტებში SLI ტექნოლოგიის გამოყენებაზე. დიდმა პარტნიორმაც პატარას ”ჭკუა ასწავლა...”


სამი ვიდეო დაფა ერთ დედა დაფაზე :-)

NVIDIA nForce 700i სერია ამჟამად ორ MCP (Media and Communication Processors) ჩიპს, nForce 780i SLI-სა და nForce 750i SLI-ს მოიცავს. ჩიფსეტების ძირითადი საერთო ფუნქციებიდან აღსანიშნავია Intel-ის ახალი 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორების (Yorkfield და Wolfdale ბირთვები), PCI Express 2.0-ის, NVIDIA SLI-ს სხვადასხვა კონფიგურაციებისა და DirectX 10 თამაშების სრულფასოვანი მხარდაჭერა (NVIDIA-ს ვიდეო დაფებთან ერთად). თუმცა, ახალ ჩიფსეტებს შორის ფუნქციონალური განსხვავებაც ბევრია. საერთოდ, nForce 780i SLI განკუთვნილია ენთუზიასტებისთვისა და გეიმერებისთვის და აქვს 3-Way SLI (სამი ვიდეო დაფა SLI რეჟიმში) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. რაც შეეხება nForce 780i SLI-ს, იგი განკუთვნილია მაღალწარმადობიანი მეინსტრიმ სისტემების ასაწყობად და აქვს ორი ვიდეო დაფის SLI რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

did electro energias moixmars es
01-04-2015, 02:31:15 | uchana

ვაა რა მაგარია არ ვიცოდი ჩემ კომპს ამხელა გაქანების უნარი თუ ქონდა DDR3ზე მაქ ყველაფერი და Core 2 duo E7500 mara VGA მაქ ერთი ცალიი
16-07-2010, 15:21:32 | systematic

ანუ ეს რომ გქონდეს დდრ3 ტიპის და უფრო მაღალი დონის კომპი უნდა გქონდეს თორემ ჩვენი ჯართები სად გაქაჩავს მაგას
სამივეს ერთი ვიდეოკარტასავით ამუშავებს????????
რამდენი მეგაბაიტია?????????????
20-11-2008, 18:00:38 | RATIAGAPO

ეს გაყიდვასია?
05-10-2008, 02:12:10 | DoLCHee

ეჰჰჰ რა მაგარიაააა სამი რაამბავია ისე გამერ ვარ მარა 3 ბევრია 2 საკმარისია 2 Nvidia Geforce 8800 GT 512 .....
12-09-2008, 15:01:09 | ASATA

საინტერესოა, საღოლ
02-04-2008, 03:45:33 | ramo

მაგადია რა
12-03-2008, 19:14:15 | gaioza

მშვენიერი სტატიაა ვანო ძამიკო, მშვენივრად ახსნილი და ინფორმაციულად მდიდარი! ისე ჩვენში დარჩეს და გავკარი ვიდეო კარტას გეიმერი მე არ ვარ და გრაფიკაში მეარ ვმუშაობ:D მაგრამ გეიმერებისთვის სამი ვიდეო კარტის ქონა და უმაღლეს ხარისხში თამაში ხომ უდიდესი ნეტარებნაა:)
06-01-2008, 20:33:54 | Giena


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.