COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » სურათის დასმა საქაღალდის ფონად

http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=60


სურათის დასმა საქაღალდის ფონად

ამ მცირე სტატიის მიზანია, ვისწავლოთ ნებისმიერი საქაღალდის ფონად ჩვენთვის სასურველი სურათის დასმა.

9x/NT/2000 ოპერაციულ სისტემებში ეს ფუნქცია ინტეგრირებული იყო, მაგრამ XP-ში რატომღაც ამოღებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს ამის გაკეთება შუძლებელია. არსებობს რამდენიმე ხერხი, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ყველაზე მარტივს და ამავდროულად ყველაზე პრაქტიკულს.

სტატიის ავტორს, დახმარებას და თანაავტორობას უწევდა ჩვენი წევრი gio_kiborg-ი, რისთვისაც მას საიტის ადმინისტარციაც და სტატიის ავტორის დიდი მადლობას უხდიან.

პირველი და მთავარი რაც ჩვენ დაგვჭირდება ეს არის პროგრამა IEShwiz.exe (პროგრამა იწონის 50 კილობაიტს), რომლის გადმოქაჩვა შეგიძლიათ აქედან. სწორედ ამ პროგრამას იყენებდნენ ზემოთხსენებული ოპერაციული სისტემები. პროგრამის მუშაობის პრინციპი შემდეგია: იგი ქმნის desktop.ini ფაილს, მასში წერს საჭირო ინფორმაციას (მაგ: სურათის მისამართი, ტექსტის ფერი და ა.შ) და შექმნილ ფაილს ანიჭებს ატრიბუტს system. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა აშკარად დარწმუნდებით რომ ასე არ არის. ამიტომ მივყვეთ ჩვენს მიერ არჩეულ ხერხს, გადმოვწეროთ პროგრამა და შევინახოთ C:\WINDOWS დირექტორიაში (იგულისხმება რომ windows XP დაყენებულია C:\ დისკზე.) ახლა ჩვენი მიზანია ეს ფუნქცია ჩაინტეგრირდეს კონტექსტურ მენიუში, ამისათვის შევდივართ რეგისტრში, ამისათვის გამოიძახეთ რეგისტრის რედაქტორი პროგრამა start-> Run-> regedit შემდეგ გადავდივართ მისამართზე:

HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Classes\Directory\shell\

აქ უნდა შევქმნათ ახალი Key ჩანაწერი ამისათვის მარჯვენა წკაპი და გამოსული კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ New-> Key, ვარქმევთ ახალ ჩანაწერს სახელს Folder Background (აქ შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაარქვათ). “Folder Background”-ში უნდა შევქმნათ ახალი Key და დავარქვათ “Commnad”, შემდეგ ახლადშექმნილ Commnad-ს Default მნიშვნელობა უნდა შევუცვალოთ, ამისათვის დაწკაპუნეთ ორჯერ Default-ზე და შეიყვანეთ შემდეგი მნიშვნელობა

IESHWIZ>EXE %1

თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს რეესტრის რედაქტირება, მაშინ გთავაზობთ გამზადებულ რეესტრის ფაილს, ჩამოქაჩეთ აი ამ ბმულიდან, შემდეგ ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე, გამოსულ შეტყობინების ფანჯრებს დაეთანხმეთ და რეესტრში საჭირო ჩანაწერები თავისით ჩაემატება.

ახლა შევამოწმოთ მუშაობს თუ არა ჩვენი ნამოქმედარი:

შევქმნათ რაიმე საქაღალდე, და მის კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ Folder Background, გაიხსნება პროგრამა:

გამოსულ პროგრამაში მოცემულია სამი პუნქტი, როგორც ხედავთ ჩვენ გვჭირდება მეორე Choose a background picture, (მესამე პუნქტი დაგვჭირდება მაშინ თუ მოვისურვებთ საქაღალდიდან ფონის ამოღებას.) მოკლედ, მოვნიშნეთ შუა პუნქტი და ვაჭერთ ღილაკს Next.

გამოსულ ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ შემოთავაზებული სურათები, ან თუ გსურთ თქვენი სურათის ჩასმა, დააჭირეთ ღილაკს Browse და მონახეთ ის სურათი რომელიც გინდათ. ქვევითა განყოფილებაში კერძოდ Text ჩანართში შეგიძლიათ ტექსტის ფერი მიუთითოთ რომელიც გამოყენებული იქნება მოცემულ საქაღალდეში შექმნილი ნებისმიერი ფაილისა თუ საქარალდის დასახელების გამოსაჩენათ. ყველაფერს რომ მორჩებით დააჭირეთ ღილაკს Next და შემდეგ Finish.

ახლა შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი ნამოქმედარით, გახსენით ახლად შექმნილი საქარალდე და შედეგი სახეზე იქნება...

სურვილის და კარგად გათვლილი ფანტაზიის შემთხვევაში შეგიძლიათ, საქაღალდისთვის მოსახდენი და შინაარსობრივად გათვლილი ფონები გაამზადოთ. ფანტაზიაში და ნატყოფიერ შრომაში კი წარმატებებს გისურვებთ. დაე ყველაზე ლამაზი ფონები გაგეკეთებინოთ.

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

ვერ ვაკეთეეებ :(:( KEY-ის მერე Eრრორს აგდებს და Folder Background -სჰი ვერ ვცერ ვერაფერს :(:(
09-02-2010, 21:06:17 | makako20

xp-ზე გავაკეთე მარა win7-ზე ვერ ვაკეთებ და არ კეთდება მაგ პლატფორმაზე?
07-02-2010, 17:22:23 | C0mmand3R

პროგრამას რაგაც აკლია.უკეთესს ვერ მომიზებნით
09-06-2009, 18:23:12 | jano

გაიხარეთ, მარა მართლაა შეცდომა > მაგივრად . უნდა და კიდე,
ზოგ windowss არ მოყვება IESHWIZ.exe ხოდა თუ არ გაქვთ აქედან გადაწერეთ IESHWIZ
და windows დირექტორიაში ჩააგდეთ
28-05-2009, 14:58:17 | lasha200

და ეხლა ეგ სურათი როგორ წავშალო???
12-05-2009, 19:22:26 | binladen

ვააა... მადლობა.
05-04-2009, 15:13:53 | la777li

მაგარია მაგრამ სჰეცდომაა default ის მნისშვნელობაში > ამის მაგივრად წერტილი უნდა
20-01-2009, 00:23:05 | DEMO



მადლობა Gio_kiborg-ს
07-05-2008, 11:44:50 | okro

Vista-ზე მიდის მაგიი?! (ქუთეისურად)
21-03-2008, 13:03:00 | dato309

აუუუუუუუუ დიდი მადლობა აუ რა გამისტსორდა
18-03-2008, 21:09:03 | fasha


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.