მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
Asus EEE PC - Asus OS-ის მოდიფიცირება

ამ სტატიაში განვიხილავთ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ, თქვენი EEE PC-ს ინტერფეისი უფრო მოქნილი გახადოთ და შემატოთ სასარგებლო უტილიტები. ანუ ამისგან:

უნდა შევქმნათ ეს:

ყურადღება! გაითვალისწინეთ, მოცემული სტატია ეხება კონკრეტულად EEE PC 2G surf მოდელს, თუმცა ინსტრუქცია იდენტურია EEE PC 4G surf-ისთვისაც. ამასთანავე, შეიძება, მცირე ნიუანსებში იყოს განსხვავება.

თუ მზად ხართ, შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში, ჩართეთ კომპი და უზრუნველყავით ინტერნეტ კავშირი. თითოეულ მოდიფიკაცია რეალურად კეთდება სხვადასხვანაირად. შევეცდები, არც ძალიან ბანალურად და არც 1-სა და 0-ის დონეზე შემოგთავაზოთ ეს ყველაფერი.

პირველ რიგში, საჭირო ინფორმაცია შეინახეთ ფლეშკაზე, ინტერნეტში, ან სადმე სხვაგან - უსაფრთხო ადგილას. შემდეგ გადატვირთეთ კომპი (Restart) და ჩართვისას დააჭირეთ F9-ს, ცოტახანში გამოისახება ასეთი მენიუ:

აირჩიეთ Restore Factory Settings და დააჭირეთ Enter-ს, (ხომ შეინახეთ ყველაფერი, რაც გჭირდებოდათ?), ამის შემდეგ, გამოვა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სისტემა დაუბრუნდება ქარხნულ საწყისებს და მოითხოვება დადასტურება. ვპასუხობთ yes- და ვაჭერთ Enter-ს. ცოტა ხანში სისტემა აღდგება. ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას. დააჭირეთ კვლავ Enter-ს. კომპიუტერი გადაიტვირთება. პირველი ეტაპი გავლილია, ამის შემდეგ სისტემა ჩაიტვირთება, ახალ, პირვანდელ მდგომარეობაში. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.

როგორც პრაქტიკამ მაჩვენა, პირველი ჩართვის დიალოგი უმრავლესობამ არასწორად გაიარა, ამიტომ ამ დიალოგსაც მიმოვიხილავ:

პირველ რიგში ვეთანხმებით სალიცენზიო შეთანხმებას:

ვაჭერთ Next-ს და მივდივართ წინ. შემდეგ სისტემა გვეკითხება რომელი ინგლისური განლაგება გვსურს სისტემაში. ერთი შეხედვით, თითქოს ინგლისური ინგლისურია, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. თუ გინდათ რომ A-ზე დაჭერისას დაიწეროს A და არა ჭ, მაშინ აირჩიეთ English/US :-) 

ვაჭერთ კვლავ Next-ს. საჭიროა მივუთითოთ ჩვენ სახელი და გვარი ამ სტილში: John Smith (ისე რა გადაეკიდნენ ამ სმიტს არა? :P), მე ვუწერ oto saxel , თქვენ თქვენი სახელი და გვარი ჩაწერეთ, ანდაც რაიმე ფსევდონიმი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ისევ Next, ვწერთ პაროლს და ვიმეორებთ, ეს აუცილებელია! არ დატოვოთ პაროლის ველი ცარიელი და ჩაწერეთ რამე ისეთი, რომ 5 წუთის შემდეგ არ დაგავიწყდეთ :-) და რაც მთავარია, -  გათიშეთ Long Me In .... ჩეკბოქსი, რა თქმა უნდა, თუ არ გინდათ ვისაც ხელში ჩაუვარდება თქვენი ლეპტოპი, ქონდეს თქვენს ფაილებთან წვდომა :)

ისევ Next, ვირჩევთ Asia/Tbilisi (მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, არა?!) და ვასწორებთ საათს.

ისევ, Next და შემდეგ Finish, მოვრჩით. ვინც იცოდით, ხომ არ ჩაგეძინათ? თუ არა, მაშინ წინ!, თუ კი, გაიღვიძე! მთავარი ჯერ კიდევ წინაა!

შეამოწმეთ ინტენეტთან კავშირი:

ახლა კი უნდა შევაბიჯოთ Unix-ის ბრძანებებში, აქ მარტო მაუსი ვეღარ გიშველით. დააჭირეთ Ctrl+Alt+T კლავიშების კომბინაციას და მიიღებთ შემდეგ ფანჯარას:

ახლა სისტემა მზადაა, მიიღოს ჩვენი ბრძანებები, მაგრამ გვაქვს ერთი შეზღუდვა - ვერ შევცვლით სისტემურ პარამეტრებს. ასეთი რამისთვის გვჭირდება ადმინისტრატორის (root) უფლებების მქონე მომხმარებლის პროფილი ან მისი სახელით უნდა გავუშვათ ბრძანებები. ამისათვის, ამ ფანჯარაში უნდა ავკრიფოთ: sudo + ბრძანება და დავაჭიროთ Enter-ს. ეს შავი ფანჯარა არის ე.წ. bash-ი. მასზე სრული უფლებების მოსაპოვებლად უნდა ავკრიფოთ: sudo bash.

ამის შემდეგ ჩვენი ბრძანების ხაზი გაწითლდება, ანუ ჩვენ root-ის უფლებებით ვსარგებლობთ. ვწერთ ასეთ ბრძანებას kate /etc/apt/sources.list 
Kate არის ტექსტური რედაქტორი. ამ ბრძანებით მასში ვხნით ფაილს /etc/apt/sources.list. ბრძანების აკრეფის შემდეგ მივიღებთ ასეთ ფანჯარას:

ხაზგასმული ინფორმაციის გარდა EeePC 2G-ს შემთხვევაში ეწერება კიდევ ორი სტრიქონი, რომელიც სურათზე ჩანს. ხოლო 4G-ს შემთხვევაში 700-ების მაგივარად 701-ები იქნება. ამ ფაილში წერია საიდან უნდა გამოდმოწეროს ჩვენმა linux-მა პროგრამები. ჩვენ შეგვაქვს დამატებითი ცვლილებები. ამიტომ, უნდა დავამატოთ ის, რაც სურათზე ხაზგასმული: deb http://downloads.tuxfamily.org/eeepcrepos p701 main. 2G-ების მეპატრონეებს ნუ გიკვირთ, არაფერი მეშლება. 4G-სა და 2G-ს პროგრამების უმრავლესობა თავსებადია, ამიტომ ვწერ 701-ს. ეს ეტაპიც გავიარეთ.

ამის შემდეგ ვხნით Internet ტაბში Web-ს და შევდივართ საიტზე http://downloads.tuxfamily.org/eeepcrepos საიდანაც ვიწერთ ფაილს key.asc. ეს ფაილი საშულებას მოგვცემს მივიღოთ დაშვება ზემოთ ნახსენებ სერვერთან. და რაც მთავარია, ფაილი შეინახეთ /home/user-ში.


ის, რაც ახლა გრაფიკულ გარსში გააკეთეთ შეიძლებოდა ტერმინალიდანაც გაგვეკეთებინა ასეთი სახით სახით: wget http://downloads.tuxfamily.org/eeepcrepos/key.asc, თუმცა პირდაპირ ბრძანებების დაწერა ალბათ ასეთი გასაგები არ იქნებოდა ყველასთვის.

სისტემა რომელიც აინსტალირებს, შლის და ა. შ. პროგრამებს, ჩვენ შემთხვევაში არის apt. ჯერჯერობით ორ უტილიტას შევეხებით: apt-key - რომელიც ზემოთ ჩამოქაჩული key-ს ჩაინტეგრირებაში დაგვეხმარება და თავად apt-get რომელიც საკმაოდ მოგვეხმარება საქმიანობაში. პირველ რიგში, ჩავამატოთ key, ამისთვის ტერმინალში ვწერთ apt-key add key.asc. შემდეგ, საჭიროა სისტემას აღვაქმევინოთ ახალი პროგრამები, ანუ მიიღოს ახალი პროგრამების სია, ძანება იქამდე კი პატარა გადახვევა, ანუ apt-get-ის ბრძანებები:

  • apt-get update -> სიის მიღება
  • apt-get install პროგრამის სახელი -> პროგრამის ინსტალაცია
  • apt-get remove პროგრამის სახელი -> პროგრამის წაშლა

ესაა ძირითადი ბრძანებები. აკრიფეთ apt-get update და ამით ვამთავრებთ მოსამზადებელ ეტაპს.

ამის შემდეგ უნდა მივუთითოთ ის კომპონენტები, რისი ჩაწერაც გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვეულებრივი Desktop-ი, start-ი და მოკლედ ადამიანური სისტემა, არა?!, ამისთვის უნდა დავაინსტალოთ kicker და ksmserver, რას ელოდებით, დაწერეთ apt-get install kicker ksmserver.

შემდეგ, შედით Settings ტაბში და დააჭირეთ Instant ShutDown დაგხვდებათ ახალი პუნქტი, რომელსაც უნდა დააჭიროთ - Full Desktop

მოგეწონათ? ლამაზი სისტემაა? დატკობობას მერეც მოასწრებთ, ახლა კიდევ საქმე - მოდით, დავაინსტალიროთ Opera :), სამწუხაროთ, Opera არ არის apt-ის სიაში და მოგვიწევს ხელით ჩაწერა. გახსენით მელაკუდა Launch -> Applications -> Internet -> Firefox და შედით აქ: http://www.opera.com/browser/download/  Distribution and Vendor-ში აირჩიეთ Other/static DEB, და ფაილი შეინახეთ /home/user-ში, ანუ აირჩიეთ Save to disk.

ფაილის გადმოწერის შემდეგ შედით Desktop-ზე არსებულ Home-ში, სადაც ახალ გადმოწერილი ოპერა დაგხვდებათ. დააწკაპუნეთ მასზე თაგუნას მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Install Deb File. შეიყვანეთ პაროლი. (ეს ის პაროლია, რომელზეც სტატიის დასაწყისში გითხარით, არ დაგავიწდეთ-თქო :-)).

ინსტალაციის პროცესი მალე დასრულდება და მიიღებთ შეყბინებას, სადაც სისტემა გკითხავთ,  ყველაფერი რიგზეაო? რა თქმა უნდა, აჭერთ OK-ს. ახლა გახსენით Opera - Launch -> Applications -> Internet -> Opera . შეიძლება მიიღოთ ასეთი შეტყობინება: 

მონიშნეთ Do not show.... თოლია და დააჭირეთ Close-ს. თუ მიიღებთ შეტყობინებას EULA-ს შესახებ, უბრალოდ დააჭირეთ Enter-ს. მორჩა, ოპერაც ჩვენს სისტემაშია. გავაგრძელოთ.

ახალ კი გამოვასწოროთ ქართულ უნიკოდთან დაკავშირებული პრობლემა. მაგალითად შედით http://www.posta.ge-ზე ნახავთ, რომ ქართულ შრიფთებთან სისტემა მწყრალადაა. მოდით, გამოვასწოროთ! posta.ge-ს საიტზე დააჭირეთ ”ქარტული შრიფტის ჩაწერას”. ახალ გახსნილ გვერდში დააჭირეთ გადმოწერას და sylfaen.ttf შეინახეთ /home/user-ში. შემდეგ გახსენით ისევ Home, (ფაილების მენეჯერში იხსნება /home/user) და ორჯერ დააწკაპუნეთ ჩვენს შრიფტზე. გამოსულ მენიუში ქვემოთ დააჭირეთ install-ს, შემდეგ System-ს, ჩაწერეთ პაროლი, დააჭირეთ OK-ს და კიდევ ერთხელ - OK. სხვა შრიფტების ჩაწერა შეგიძლიათ უფრო მარტივად - personal ფუნქციით.


სისტემას ქართულად კითხვა ვასწავლეთ, ახლა ვასწავლოთ წერაც. ამისთვის მოგვიწევს ისევ ჩვენი შავი ძმობილი ტერმინალის მონახულება. ამჯერად Ctrl+Alt+T ვერ გვიშველის. ამიტომ შევდივართ Launch -> Applications ->System -> Console-ში.

მოდით, ჯერ გადმოვწეროთ ქართული კლავიატურა, ანუ ეს ფაილი http://www.book.dlf.ge/file/ge ამ ფაილის ავტორი არის giokob, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ფაილის გადმოწერა ბრაუზერით არ გამოვა, გადმოწერეთ ტერმინალით. ალბათ გახსოვთ ბრძანებაც: wget http://www.book.dlf.ge/file/ge. შემდეგ მოიპოვეთ ადმინის უფლებები (sudo bash). დაგვჭირდება ახალი ბრძანება cp რომელიც ფაილს აკოპირებს ერთი ადგილიდან მეორეზე. ჩვენ გვინდა ge-ს დაკოპირება /usr/share/X11/xkb/symbols-ში, ანუ ვწერთ cp ge /usr/share/X11/xkb/symbols. გაითვალისწინეთ, ასოების რეგისტრს მნიშვნელობა აქვს! შეგიძლიათ დახუროთ ტერმინალი - exit.

შემდეგ შევდივართ Launch -> Control Center -> Control Center. ეს არის Windows-ის control panel-ის ანალოგი - აქედან შეგიძლიათ თემების შეცვლა და კიდევ ბევრი სხვა რამ! შევდივართ Peripherial Devices -> Keyboard Layout, ჩართეთ Enable keyboard layouts და დაამატეთ ქართული. დააჭირეთ Apply-ს. ქართულად წერაც ვასწავლეთ სისტემას. ვისაც უნდა, შეუძლია გერმანული, იტალიური, რუსული და ა. შ. დაამატოს.

თითქმის მოვჩით, დაგვჩა ორი ნიუანსი. არა მგონია ვინმე ჩინურად ბეჭდავდეს, ამიტომ რომ არ შეეშალოს ჩვენს განლაგებას ხელი, წავშალოთ ჩინური. ამისთვის სისტემიდან უნდა ამოვაინსტალიროთ scim, ან gcin, გააჩნია რომელი შეყვანის მეთოდი გაქვთ არჩეული.
თუ ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში თეთრი წერტილის მსგავს სიმბოლოს ხედავთ, ესაა scim, ხოლო თუ ლურჯად წერია EN, მაშინ - gcin.

გაუშვით ტერმინალი და აკრიფეთ შემდეგი ბრძანება: sudo apt-get remove scim (ან gcin, რომელით თქვენთანაა). სისტემა დაგისვამთ კითხვას, რომელზეც პასუხი დადებითი უნდა იყოს (y). ცვლილებების ძალაში შესასვლელად საჭიროა სისტემის გადატვირთვა. თუმცა, გადატვირთვამდე კლავიატურის განლაგების ცვლილება დავაყენოთ ჩვენთვის ჩვეულ Alt+Shift-ზე. ამისთვის უნდა ჩავასწოროთ ადმინისტრატორის ექაუნთით /etc/kde3/kdeglobals, ახლა უკვე იცით, როგორ გამოიძახოთ ტერმინალი და როგორ მოიპოვოთ ადმინის უფლებები. შემომაქვს ახალი ბრძანება cd - იგი გამოიყენება ერთი საქაღალდიდან მეორეზე გადასასვლელად, ანუ თუ აკრეფთ cd /etc/kde3 გადახვალთ /etc/kde3-ზე. გახსენით kate-ში ადმინის უფლებით /etc/kde3/kdeglobals

და წითლად გახაზული ხაზი:

 შეცვალეთ ასე (ანუ Alt+Shift_L):

როგორც ხედავთ, სხვა პარამეტრების შეცვლაც შეიძლება - ამას უკვე თქვენ გიტოვებთ ;). ახლა გადატვირთეთ კომპი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

ალბათ გადატვირთვის შემდეგ იფიქრეთ, ისევ დაგვიბრუნდა ძველი ინტერფეისიო. ალბათ ჩართვის შემდეგ ისევ Full Desktop-ზე გადართეთ კიდეც, მაგრამ დაწყნარდით, როგორც easy-დან full-ზე გადართვა, ასევე პირიქითაც შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავაყენოთ ნაგულიხმევად რომელი ჩაიტვირთოს. ამისთვის გადადით Settings-ზე და გახსენით Personalization, აქ აირჩიეთ Full Desktop mode და დააჭირეთ OK-ს. ამიერიდან სისტემა მუდმივად სულ Full Desktop რეჟიმში ჩაიტვირთება (ეს აქამდე იმიტომ არ გითხარით, რომ ცოტა შემეშინებინეთ :D)

ისე სრული რეჟიმი ცოტა უცხოა არა? დიდი Start მენიუ, დიდი ფანჯრის სათაური... მოდით, ამასაც მოუგრიხოთ კისერი! შედით Control Center-ში, აირჩიეთ Display -> Panel/Taskbar -> Panel და შეცვალეთ ასე:

ამით ამოცანათა პანელის/Start მენიუს ზომა შემცირდება. გადადით შემდეგ მოქმედებაზე:

ამით სათაურების ზომა შემცირდება, ვარგძელებთ:

გამოსულ ფანჯარაში Size-ში ჩაწერეთ 7  და დააჭირეთ OK-ს.

შემდეგ გახსენით Launch -> Applications -> Office -> Writer, ძალიან პატარაა, არა? დააჭირეთ Tools -> Options გადადით View-ზე და scaling დააყენეთ 100%-ზე. შედით View -> Zoom და დააყენეთ Page Width-ზე. სულ ეს იყო.

ასევე, შესაძლებელია წაშალოთ Taskbar-დან ზედმეტი ხატულები: 

სისიტემის დიზაინთან დაკავშირებული პრობლემები ამოვწურეთ, დანარჩენს თვითონ მიხედავთ Control Center-დან. მოდით, დამატებით რამდენიმე პროგრამა დავაინტალოთ, პატარა მიმოხილვა დავამატოთ + რამდენიმე შეცდომა გავასწოროთ და ჩემი სტატიაც დავასრულოთ.

ალბათ უკვე შეეჩვიეთ apt-ს, ახლა კი უფრო მარტივად, გრაფიკული გარსის გამოყენებით მივხედოთ საქმეს. Launch -> Applications-> System -> synaptic. ეს არის apt-ის გრაფიკული გამოძახილი. ჯერ მივხედოთ იმ საიტებს, საიდანაც უნდა გადმოვწეროთ პროგრამები. ამისთვის შედით Settings -> Repositoriers შედეგად. მიიღებთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარას. (ეს იგივეა, რაც  /etc/apt/sources.list). ახლა ყველგან, სადაც წერია 700 შეცვალეთ 701-ით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება 2G-ს მფლობელებს.

ახლა გამოვიძახოთ apt-get update, ამისთვის დააჭირეთ დიდ მწვანე ისრებს (Reload):

ახლა კი მზად ვართ, დავაინსტალოთ სოფტი!

აირჩიეთ Graphics, შემდეგ kolourPaint. დაკლიკეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ Mark for Installation-ს:  

იგივე გაიმეორეთ krecord-ზეც:

დააჭირეთ Apply-ს და პროგრამები დაინსტალირდება სისტემაში. იმავე მეთოდით ხდება წაშლაც, მაგარია არა? აქვე იპოვნით iPod-ის სამართავ უტილიტას, მენდელეევის სისტემას და კიდევ უამრავ საჭირო თუ უვარგის პროგრამას. თუმცა, ზოგიერთი სისტემური ფაილის შეცვლამ ან ჩაწერამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის არასტაბილური მუშაობა ან სრული კრახი, ამიტომ დაფიქრდით, რას წერთ, და შემდეგ ჩაწერეთ!

რა თქმა უნდა, ყოველთვის იდეალურად ვერ იქნება საქმე. ხანდახან შეიძლება მსგავსი შეტყობინება მიიღოთ:

ასეთ შემთხვევაში ინსტალაციას გრაფიკული გარსიდან ვერ მოახერხებთ. უნდა გამოიყენოთ apt. გაითვალიწინეთ, თუ synaptic გაქვთ გაშვებული, ვერ გამოიყენებთ apt-ს, და პირიქით. ანუ ჯერ  synaptic-ი დახურეთ და შემდეგ გაუშვით apt.

ასევე, ზოგიერთმა არ იცის და აქვე ვახსენებ: არაა საჭირო Skype, Yahoo! Messenger, MSN, ICQ და სხვების ჩაწერა - ისინი სისტემას მოყვება კომპლექტში.
Skype: Launch -> Applications -> Internet -> Skype
Yahoo! Messenger, MSN, ICQ და სხვები: Launch -> Applications -> Pidgin

დამატებითი Account-ებისთვის გამოუყენეთ მენიუ Accounts.

სისტემას ასევე ინტეგრირებული აქვს სპეციალური პროგრამა ფოტოსურათების დასათვალიერებლად და აუდიო/ვიდეო პლეერი. მაგალითად, ალბათ გაინტერესებთ, როგორ ვუყუროთ ფილმს გადმოწერის გარეშე. უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას:

დააკოპირეთ ლინკი და გაუშვით SMplayer-ი.

შემდეგ ჩასვით ლინკი შესაბამის ადგილას და აი შედეგიც:

გაითვალისწინეთ! თუ ხმა არ დაემთხვევა გამოსახულებას, ნუ იდარდებთ, ეს რამდენიმე ვერსიაში გაპარული შეცდომაა და გამოსწორება ადვილია - უბრალოდ უნდა ჩაწეროთ smplayer-sound-patch, სურვილისამებრ, synaptic-ით ან apt-ით. მაგრამ ამ დროს MPlayer არ უნდა იყოს გაშვებული.

აქვე დავამატებ კიდევ რამდენიმე ტვიკს:

მაუსის დიდი კურსორის მოშორება:
უბრალოდ, წაშალეთ eeepc-cursor-theme, სამწუხაროთ synaptic-ი ვერ წაშლის, უნდა გამოიყენოთ apt-ი. პროცედურის შემდეგ საჭიროა სისტემის გადატვირთვა.

ქართული კლავიატურა Easy Mode-ში:
ამისთვის უნდა გავხსნათ /usr/bin/startsimple.sh ადმინის უფლებით, ვიპოვნოთ wapmonitor & და მის ქვეშ დავამატოთ kxkb &

კიდევ ერთი ტვიკი Full Desktop-თან დაკავშირებით:
Full Desktop რეჟიმ
ში რაც არ უნდა დავდოთ დესკტოპზე, იშლება. და იშლება იმიტომ, რომ ვიღაც ჩინელმა ასე დაამზადა ეს რეჟიმი, თან ამით ამაყობს :) მოდით მოვუგრიხოთ კისერი ამასაც -  გახსენით /usr/bin/startsimple.sh ადმინის უფლებებით (sudo kate /usr/bin/startsimple.sh), მოძებნეთ:

if [ ! -d /home/user/Desktop ]; then
 if [ -d /home/.Desktop ]; then
      mv /home/user/.Desktop /home/user/Desktop
  fi
fi

და ეს:

 if [ -d /home/user/Desktop ]; then
        if [ -d /home/user/.Desktop.bak ]; then
             rm -rf /home/user/.Desktop.bak
        fi
        if [ -d /home/user/.Desktop ]; then
             mv /home/user/.Desktop /home/user/.Desktop.bak
        fi
        mv /home/user/Desktop /home/user/.Desktop
 fi

წაშალეთ ორივე მთლიანად, გადატვირთეთ კომპი და მიზანი მიღწეულია.

+ ბონუსის სახით რამდენიმე დეტალი:
Wi-Fi 
არის აქ:

ბევრს ჩაგეცინათ, მაგრამ ბევრი ძებნას დაუწყებდა :)

ასევე, სისტემიდან შეგილიათ წაშალოთ ანტივირუსი - მისი სახელია clamav ამას შეგიძლიათ დაამატოთ თამაშებიც. ბოლოს კი, ცუდი ამბით ვამთავრებ - როცა F9-ით აღადგენთ სისტემას, ეს ყველაფერი დაიკარგება. არსებობს ამისთვის გვერდის ავლის საშუალებაც, მაგრამ ამდენს ამ სტატიაში ვეღარ დავატევ.

სტატიის ავტორი: otosaxel (ოთარ სახელაშვილი).

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1



გამოხმაურება

სურათებს არ აჩვენებს და გაასწორეთ
22-05-2011, 19:38:33 | loshkaa

შეგიძლიათ გაასწოოთ სურათები საერთოდ არ ჩანს და რისი ბალი არის?
21-11-2010, 17:35:59 | loshkaa

გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ მოდელის ნოუთბუქზე როგორ დავაინსტალირო ვინდოუსი ფლეშკიდან? ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ დიდი მადლობათ, პროფილში მომწერეთ გთხოვთ
01-03-2010, 21:29:20 | giorgiiii

კაი იყო საგოლ
მაგრამ პროგრამები ვერ დავამატე
ოპერა დააინსტალირა მაგრამ არ შედის
იგივეა რაააააააა
რამე პროგრამის დამატება ან თამაშის თუ იცით ვინმემ მომწერეთ რა
06-01-2010, 13:28:10 | 100200

ეეე პც ზე კიდე დადეთ რა სტატიები ნახევარი საქართველო მაგით პოსტავს
06-01-2010, 13:25:19 | 100200

teogogo
სალამი!
იდეაში ეს არის იმის ბრალი რომ არ ჩაგიწერია "key.asc", ანუ გაიარე ეტაპი ანუ აკრიფე ეტაპობრივად:
sudo bash
მერე kate /etc/apt/sources.list და ნახე ახალი შესაბამისი ხაზი თუა დამატებული, მერე:
wget http://downloads.tuxfamily.org/eeepcrepos/key.asc
და apt-key add key.asc
დალშე apt-get update
და apt-get install kicker ksmserver

P. S.
პირველ რიგში დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ;)
ეს არის კომენტის ფორმა, სტატიის შესახებ კომენტი, გთხოვ აწი კითხვები ფორუმზე დაწერე ;)
23-10-2009, 18:03:04 | otosaxel

apt-get install kicker ksmserver. ამ პროცესის დასრულებას ვეღარ ვახერხებ და რატომ? მიწერს, რომ რესურსი არ არის შესაბამისიო. თუ რაღაც ამდაგვარი.არადა ერთხელ უკვე იყო ეგეთი "ადამიანური ინტერფეისი" და მერე სისტემამ აურია და განახლების მეერე ვეღარ ვაკეთებ.


ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. კარგი საიტია .ბევრი რამ ვისწავლე და უფრო მეტის სწავლის იმედი მაქვს. ასე განაგრძეთ.



წარმატეებს გისურვებთ თეოგოგო

პ.ს/. პოტები ძნელად იბეჭდება - იკარგება საერთოდ კომენტარები და ეგებ ესე გამოგესწორებინათ.
18-10-2009, 23:46:19 | teogogo

იქნება აქ დადოთ რამე ვიდეოგაკვეთილი რა, მაგრად მაინტერესებს ASUS eeepc -ზე როგორ ყენდება ვინდოზავრი :
15-09-2009, 17:51:16 | Dinozo

იქნება აქ დადოთ რამე ვიდეოგაკვეთილი რა, მაგრად მაინტერესებს ASUS eeepc -ზე როგორ ყენდება ვინდოზავრი
15-09-2009, 17:50:15 | Dinozo

ამდენ ხლაპორტების კეთებას XP-ს დაყენება ჯობია.

სირობაა linux-ი
01-08-2009, 13:13:13 | achikokaxeli


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.