COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » ინტერფეისის ენის შეცვლა Windows Vista-ში

http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=88


ინტერფეისის ენის შეცვლა Windows Vista-ში

Windows Vista Multilingual User Interface Pack (MUI) არის ენების პაკეტები Windows Vista-სთვის,  რომელიც შეიცავს  სამომხმარებლო ინტერფეისის უდიდესი ნაწილის თარგმანს, ასე რომ, მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ ინტერფეისის ენა Windows Vista-ში და ნახონ და გამოიყენონ დიალოგური ფანჯრები, მენიუები და სხვადასხვა ოსტატები სასურველ ენაზე.

თუმცაღა Windows Vista-ს მხოლოდ Ultimate და  Enterprise ვერსიებს აქვს ლიცენზია MUI პაკეტების გამოყენებაზე, ყველა სხვა დანარჩენი ვერსიების შემთხვევაში (Home Basic, Home Premium და Business) ენის არჩევა ხდება ინსტალაციისას, რომლის დასრულების შემდეგ ყველა სხვა ენაი წაიშლება და ენებს შორის ცვლა შეუძლებელი გახდება, რაც კი საკმაოდ სამწუხაროა ლეპტოპების მფლობელებისთვის, რადგან ლეპტოპებს, როგორც წესი, მოჰყვება  Vista-ს არა-ultimate ვერსიები, მათზე კი ენის შეცვლა შეუძლებელია... საბედნიეროდ, ეს მხოლოდ Microsoft-ის ოფიციალური პოზიციაა, რეალურად მონდომება და მარჯვე ხელები და ყველაფერი კარგად იქნება.

პირველ რიგში, ვისაც Windows Vista Ultimate ან  Windows Vista Enterprise აქვს, მათთვის ენების პაკეტები შეუზღუდავადაა მისაწვდომი, ვერსიების მიხედვით: 32 ბიტიანი და 64 ბიტიანი.

რაც შეეხება Vista-ს სხვა ვერსიის მფლობელებს, ისინი MUI-ს პირდაპირი ინსტალაციის მცდელობისას (იმ ენაზე, რომელზეც მუშაობს ოპერაციული სისტემა) ასეთი შინაარსის მქონე შეტყობინებას მიიღებთ:
The language can’t be selected because the language pack version is incompatible with this version of windows

აი, აქ გვჭირდება ცოტა მუშაობა. გაიცანით: Vista MUI Installation Tool არის პატარა უტილიტა, რომელსაც შეუძლია გატეხოს და დააინსტალიროს MUI პაკეტები Vista-ს მხარდაუჭერელ ვერსიებზე (Home Basic, Home Premium და Business). Vista MUI Installation Tool–ს ასევე აქვს საშუალება მარტივად გადართოს სისტემის ენები. და ეს ყველაფერი ხდება ავტომატურ რეჟიმში, ხელით ჩარევის გარეშე.

მოკლედ, ვისაც სურს თავის Vista-ს შეუცვალოს ენა, მიჰყვეს ინსტრუქციას:

1. გადმოიწერეთ Vista MUI Installation Tool პაკეტი, დააინსტალირეთ ისე, რომ არ შეცვალოთ არაფერი  (ყურადღება!!! ცარიელის ადგილი ანუ ჰარის, ანუ სპეისის გამოყენება გამოიწვევს პროგრამის მუშაობის შეწყვეტას და მიიღებთ შეტყობინებებიდან “Incorrect Parameters” ან  “Parameter is incorrect” ერთ-ერთს) და გაუშვით.
2. შექმენით საქაღალდე C:\MUI Packs\

3. დაქაჩეთ სასურველი Windows Vista MUI Language Pack (ბმულები: 32 ბიტიანისთვის და 64 ბიტიანისთვის) და შეინახეთ წინასწარ შექმნილ  C:\MUI Packs\ საქაღალდეში. (ან გაუშვით პროგრამა და დააჭირეთ ღილაკს MUI Download.
ეს პაკეტი არის თვითგახსნადი *.CAB ფაილი, მაგრამ მოთავსებულია შესრულებად *.EXE-ში, რათა ვერავინ დააყენოს ის Vista-ს მხარდაუჭერელ ვერსიაზე. მას შემდეგ, რაც EXE2CAB უტილიტით ამოიღებთ *.CAB ფაილს, მისი დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ Vista-ზე, რადგან *.CAB ფაილს დაცვის არანაირი მექანიზმი არ აქვს.
4. შექმენით დროებითი C:\Install MUI\  საქაღალდე.
5. გაუშვით Windows Vista MUI Tools (Vista Multi-Lang Package Installation) ადმინისტრატორის უფლებებით. ამისთვის, დაკლიკეთ შესაბამის ფაილზე მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Run as Administrator.


6. დააჭირეთ Install ღილაკს “Windows Vista MUI Installation - Method 1″ ან  “Windows Vista MUI Installation - Method 2″–ზე. პირველი მეთოდით ხდება Microsoft-ის დაცვების გვერდის ავლა (ანუ ეს გვაწყობს) ხოლო მეორე მეთოდით ეშვება microsoft-ისეული ინსტალერი).


7. გამოვა EXE2CAB-ის დიალოგური ფანჯარა  EXE2CAB Choose Input File,  სადაც  უნდა მიუთითოთ წინასწარ C:\MUI Packs\ ფოლდერში გადმოწერილი ენის პაკეტის საინსტალაციო *.EXE ფაილი (თუკი EXE უკვე გადაყვანილი გყავთ CAB-ში, ამ ფანჯარაზე დააჭირეთ Cancel-ს. ამავდროულად პროგრამა მოგვთხოვს CAB ფაილის მითითებას).


8.  EXE2CAB Choose Output File დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ  C:\Install MUI\ საქაღალდე (ეს ეხება მათაც, ვისაც წინასწარ უნდა EXE2CAB-ით საინსტალაციო EXE-ს გადაყვანა CAB-ში).


9. EXE2CAB დააკონვერტებს  MUI ფაილს, შემდეგ  Vista Multi-Language Pack Installation Tools დააინსტალირებს ამ პაკეტს Vista–ს სისტემაზე


10. დაელოდეთ პროცესის დასრულებას, შემდეგ კი აირჩიეთ სასურველი ენა Select Windows Vista Language დან და დააჭირეთ Apply
11. ცვლილებების ძალაში შესაყვანად გადატვირთეთ კომპი.


საქაღალდეების აქ გამოყენებული სახელები სიმარტივისთვისაა მითითებული, წინწასული მომხმარებლები მიხვდებიან, რომ შეუძლიათ გამოიყენონ  ნებისმიერი საქაღალდე, მთავარია პროგრამის Path-ში არ იყოს ჰარი.

გისურვებთ წარმატებებს.

სტატიის ავტორი: gi0_kiborg

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება

განახლება!!!
გამოვიდა პროგრამის ახალი ვერსია, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ Rapidshare-დან
ასევე MUI პაკეტები SP2-ისთვის შეგიძლიათ ნახოთ აქ

ინსტალაციისას და მუშაობისას გამორთეთ ანტივირუსი, რადგან პროგრამა ცვლის სისტემურ ფაილებს, ანტივირუსს ჰგონია ვირუსი
24-08-2009, 17:51:29 | Gio_kiborg

განახლება!!!
გამოვიდა პროგრამის ახალი ვერსია, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ Rapidshare-დან
ასევე MUI პაკეტები SP2-ისთვის შეგიძლიათ ნახოთ აქ
24-08-2009, 17:50:15 | Gio_kiborg

achiko_m
გადმოწერე თვითონ და ატვირთე Virustotal-ზე და ნახე
27-07-2009, 14:52:35 | Gio_kiborg

ვირუსები არ მოყვება?
26-07-2009, 10:15:49 | achiko_m

DOWNLOAD ესაა link.ge ზე ატვირთული
25-07-2009, 16:26:01 | Gio_kiborg

Vista MUI Installation Tool ამას ვერ ვიწერ,რო ვაწვები მეუბნება შემოდიო და მე უკვე ხო შემოსული ვარ?
24-07-2009, 19:24:22 | achiko_m

achiko_m
დააკონკრეტე რას ვერ იწერ
24-07-2009, 17:15:59 | Gio_kiborg

ვერ ვიწერ
23-07-2009, 18:34:56 | achiko_m


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.