მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
სთივ ჯობსი წარმოგვიდგენს NeXTSTEP R3-ს

ექსკურსი შორეულ 1991 - 1992 წლებში. ამ 35 წუთიან ვიდეოში სთივ ჯობსი (Steve Jobs) წარმოგვიდგენს NeXTSTEP Release 3 ობიექტზე ორიენტირებულ ოპერაციულ სისტემას, მისი რევოლუციური სამომხმარებლო გარსით, პროგრამული უზრუნველყოფით, ქსელური შესაძლებლობებითა და პოტენციალით, როგორც პროგრამულ/აპარატული პლატფორმა პროგრამისტისთვის.


NeXTSTEP, 1991 - 1992 წლები

ხომ არ გეცნობათ? ბევრი პროგრამა თუ შესაძლებლობა ხაზგასმული ამ ვიდეოში (როგორც განვითარარებული საფოსტო კლიენტი, სერვისების მინიუ, დოკი, Sidebar და სხვა) უკვე Macintosh OS X-ისა და Windows-ის (ბოლო ვერსიების) ნაწილია. ის რაც გამორჩეული და ინოვაციური იყო NeXTSTEP-ში, შესაძლოა მიღებულად და ჩვეულებრივად ჩაითვალოს დღესდღეობით, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს ვიდეო ჩაწერილი იყო თითქმის 19 წლის წინ! კოპიუტერი გამოყენებული სადემონსტრაციოდ აწყობილი იყო 33Mhz 68040 პროცესორზე - ალბათ 50-100-ჯერ უფრო ნელი, ვიდრე ის რომელსაც ეხლა იყენებთ.

ამავე პერიოდში
Microsoft-მა წარმოადგინა Windows 3.1 - დიდი მოვლენა კომპიუტერულ სამყაროში, მაგრამ პრმიტიული NeXTSTEP-თან შედარებით. სამწუხაროა რომ მაიკროსოფტმა მხოლოდ 95-98 წლებში შემოგვთავაზა პროდუქტი, რომელიც გარკვეულწილად შეედრებოდა მას.


გაიცანით, Windows 3.0, 1990


რეკლამა, Windows 3.1, 1993

NeXT როგორც ოპერაციულმა სისტემამ და აპარატულმა პლატფორმამ იცხოვრა მოკლე ცხოვრება, მაგრამ დაგვიტოვა ღირსეული დანატოვარი:

  • NeXTcube იყო გამოყენებული 1991 წელს ტიმ ბერნერს-ლის (Tim Berners-Lee) მიერ, როდესაც მან შექმნა პირველი ვებ ბროუზერი და ვებ სერვერი. დასაწყისი იმისა, რასაც დღეს ყველა ვიცნობთ და ვიყენებთ მსოფლიო ქსელის (World Wide Web) სახით.
  • 90-იანი წლების დასაწყისში ჯონ კარმაკმა (John Carmack) გამოიყენა NeXTcube პირველი 3D თამაშების შესაქმნელად: Wolfenstein 3D და Doom. პირველი მასიური FPS. რევოლუციური თამაშები იმ დროისთვის, როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა დოსის შავ ეკრანს ვერ სცილდებოდა და ვიდეოს დამუშავება ჯერკიდევ მთლიანად პროცესორს აწვა. ზუსტად ეს და მათი მსგავსი თამაშები გახდა ვიდეო აქსელერაციის ფენომენის გაჩენისა და განვითარების მიზეზი.
  • 1987 წელს კომპანიამ NeXT Computer, Adobe-სთან ერთად შექმნა Display PostScript (DPS), გამოსახულებების წარმოდგენის მოდელი და ენა, გრაფიკული ფანჯრების ძრავა, რომელიც სრულად იყენებდა NeXT-ის ობიექტზე ორიენტირებული ოპერაციული სისტემის შესაძლებლობებს.


NeXTcube პერსონალური კომპიუტერი, NeXTSTEP სისტემით

რა კავშირი აქვს სთივ ჯობსს NeXT Computer-სთან და ვიდეოში რატომ ამცირებს Apple Computer-ის თანადამაარსებელი, კომპანიის უმთავრესი ქმნილების, Mac-ის ფასს? თანამშრომლების მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული სკანდალისა და Apple-ის გენერალურ დირექტორთან, ჯონ სქალისთან (John Sculley) ინტერესების კომფლიქტის შემდეგ, 1985 წელს სთივი იძულებული გახდა  დაეტოვებინა კომპანია. ამის შემდეგ მან დააარსა NeXT, სადაც ქმნიდა კომპიუტერულ პლატფორმას საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორისთვის. ამიტომ არის რომ სთივ ჯობსი წარმოგვიდგენს NeXT-ს და არა Macintosh-ს, რაც გეთანხმებით უჩვეულოა :-) 1997 წელს Apple-მა გამოისყიდა NeXT და ჯობსი დაბრუნდა კომპანიაში, უკვე როგორც გენერალური დირექტორი და დე-ფაქტო კომპანიის სახე.

თუ დაინტერესდით, გირჩევდით უყუროთ მხატვრულ ფილმს:

Pirates of Silicon Valley (1999)

სტატიის ავტორი: gearge

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.