მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Mass Effect 2

როგორც იქნა ციტადელის კონსულმა ირწმუნა, რომ რიპერები - მანქანათა უძველესი რასა მართლაც არსებობს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი გალაქტიკისათვის. პანიკის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი მოღალატე სპექტრს (სარენს) დაბრალდა, მეთაური შეპარდი კი გეთებთან საბრძოლველად გაგზავნეს. ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულდა...

...მაგრამ მათთვის, ვინც სიმართლე იცის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება...

ერთ-ერთი სადაზვერვო მისიისას ჯერ კიდევ უცნობი (და ახალი) მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ანადგურებს Normandy-ს, შეპარდი კი ღია კოსმოსში გაგლეჯილი სკაფანდრით აღმოჩნდება...

BioWare ზუსტად მისდევს დაგეგმილ გრაფიკს, არ გვიგვიანებს თამაშებს... ME2-ის სიუჟეტიც ისე განავითარეს, რომ მოთამაშეს მეორე თამაშში შეუძლია "შეიყვანოს" პირველი თამაშის პროფილი (რომელსაც სამწუხაროდ მცირედ, მაგრამ მაინც აქვს გავლენა ME2-ის სიუჟეტზე) და ამასთან მაინც შეცვალოს შეპარდის გარეგნობა. რათქმაუნდა, შეპარდი ხომ ღია კოსმოსში აღმოჩნდა, ფაქტობრივად მოკვდა და თავიდან "ააწყვეს", ასე რომ რა გახდა ერთი პლასტიკური ოპერაცია :-D და იცით რამდენი წელი გავიდა ME1-სა და ME2-ს შორის თამაშში? ზუსტად იმდენი, რამდენიც რეალობაში - 2 წელი და კიდევ ცოტა (PC ვერსიას ვგულისხმობ, თორემ კონსოლებზე ჯერ კიდევ 2007-ში იყო ME1)...

ასეა თუ ისე, შეპარდი ადამიანთა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "Cerberus"-მა "ააწყო" და დაიქირავა იმისთვის, რომ განადგურების პირას მიყვანილი კაცობრიობა გადაარჩინოს. თურმე ნუ იტყვით და იმ 2 წლის მანძილზე, რაც შეპარდმა საიქიოში გაატარა, ვიღაც უცნობი მტერი პირწმინდად ანადგურებდა ადამიანთა კოლონიებს სხვადასხვა პლანეტებზე. შეპარდის ძველი გუნდის წევრები (ვინც თავად შეპარდისვე "წყალობით" არ იქნენ მოკლულნი ME1-ის მიმდინარეობისას) სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულნი, მაგალითად ეშლი/კეიდანი დაწინაურდა და ალიანსის სამხედრო ძალებზე მუშაობს, ვრექსი მშობლიურ ტუჩანკაზე ცდილობს კროგანთა კლანების გაერთიანებას, თალი მიგრაციულ ფლოტშია, ლიარა შედოუ ბროკერზე მუშაობს პლანეტა აილოსზე, გარუსი კი ისე გაუჩინარდა, რომ თვით ცერბერუსმა და მისმა მეთაურმა - Illusive Man-მაც ვერსად მიაგნო... ასე რომ შეპარდმა უნდა შეკრიბოს ახალი გუნდი... მოდით, გავეცნოთ თითოეულ მათგანს...

1. ვაიმე რა *უ*უ აქვს!!! ანუ მირანდა ლოუსონი.

ბიოტური ძალებით და შესანიშნავი სხეულით დაჯილდოებული ქალი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა ტირანი მამის ხელში. შეპარდის მარჯვენა ხელი, ან ****ცენზურა****. პრობლემები აქვს მამასთან, რომელსაც თავის ტყუპისცალ დას უმალავს, რათა მამამისმა ისიც არ "სრულყოს" ბიოტური, ან სხვა რამ შესაძლელბობებით.

2. "ის შავი კაცი ვიღა იყო?" ანუ ჯეიკობ ტეილორი.

ჯეიკობი ალიანსის ფლოტის ყოფილი წევრია, გარკვეული მიზეზების გამო ცერბერუსს შეუერთდა. ისიც ბიოტურია და საკმაოდ უღიმღამო პერსონაჟი გახლავთ. მასაც აქვს პრობლემები მამასთან, უფროსწორად, მანამ ქონდა, სანამ მამამისის სატვირთო ხომალდთან ერთად გაქრებოდა... და როცა ტეილორ-უფროსი კვლავ გამოჩნდა, პრობლემებიც გაგრძელდა...

3. "ვებრძოლო მოღალატე სპექტრს და ამისათვის არავინ პასუხი არ მომთხოვოს? მგონი C-Sec-ში მუშაობაზე საინტერესოა!" ანუ გარუს ვაკარიანი

როგორც ჩანს სომხებმა ME2-შიც ბლომად ჩაყარეს ფული და მოსომხო გვარის მქონე ტურიელი აქაც ძირითად შემადგენლობაშია. შეპარდის სიკვდილის შემდეგ გარუსმა გადაწყვიტა მარტო შებრძოლებოდა უსამართლობას და თავისი საქმეების გამო „Archangel“-ის, ანუ „მთავარანგელოზის“ სახელიც დაიმსახურა. რათქმაუნდა როდესაც მოთამაშე შედის კუთხეში მომწყვდეული „მთავარანგელოზის“ სამყოფელში და ხედავს ტურიელის უნიფორმაში გამოწყობილ, ჯერ კიდევ ჩაფხუტიან მებრძოლს, თავში ძალაუნებურად გაუელვებს აზრი „ტურიელის ფორმა, ალბათ გარუსი იქნება“ და ასეთი მოთამაშე მართალიც იქნება.
ერთი სიახლე, რაც გარუსს ამ თამაშში დაემატა, დაჩეხილი სახეა. შეპარდი ირონიულად აღნიშნავს კიდეც „გარუს ყოველთვის მახინჯი იყავი და ორიოდე ნაკაწრი ვერაფერს დაგაკლებს“.
ხასიათი უცვლელია - სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა და თავშეკავებული (რამდენადაც ეს შეიძლება) მრისხანება. ბიოტერმინატორი.

4. "წესდებით მე შენ გემსახურები. შენი არჩევანი ჩემი არჩევანია, შენი მორალი - ჩემი მორალი. შენი სურვილი - ჩემი წესდება", ანუ სამარა

სამარა გახლავთ ასარის „ჯუსტიკარი“, ანუ სპეცაგენტი, რომელიც ბიოტური თვისებებითაა დაჯილდოებული. „ბიოვეა“ ვერ ეშვება ძალად-მომხიბვლელი ლურჯი ქალებით თამაშის გაძეძგვას და ამჯერად გვთავაზობს 40 წლის შეხედულების მქონე (ადამიანური საზომით) არც ისე სიმპათიურ „დეიდას“ შინდისფერ კოსტუმში, რომელიც მრისხანებისას ისე ალდება ლურჯად, როგორც ჰადესი დისნეის მულტფილმ „ჰერკულესიდან“. ყველა სიკეთესთან ერთად სამარა საკუთარ მანიაკ შვილს დასდევს მოსაკლავად. და რაღათქმაუნდა სამხრეთამერიკული სერიალების მსგავსად, Mass Effect 2-შიც ვხვდებით ქალების ჩხუბს:

სხვათაშორის შეპარდს შეუძლია სამარა მოაკვლევინოს. ამ შემთხვევაში მის ადგილს მორინთი დაიკავებს.

5. "გალაქტიკის ბედუინი", ანუ Tali’Zorah Vas Nemaa/Vas Normandy Nar Rraya

თალი - ძველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახალ გუნდშიც შევიდა. სანამ შეპარდი საიქიოში მოგზაურობდა, ქუარიელმა თავის ქვეყანაში, უფროსწორად, „მიგრაციულ ფლოტში“ დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა როგორც ჩანს შეპარდთან გატარებულმა დრომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თალიზე და ისიც კვლავ ძველ მეთაურს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თალი’ზორა აღმოსავლელი ქალის იერს ატარებს, შეიძლება არა გარეგნულად (თუმცა ორნამენტებით შემკული თავსაფარი და მორთული კოსტუმი ზუსტად აღმოსავლეთისკენ გვახედებს), არამედ შინაგანად. თანაც მისი აუტანელი აღმოსავლური აქცენტი... დაუვიწყარი პერსონაჟია ჩემი აზრით.

კინაღამ დამავიწყდა! როგორც იქნა ვიხილეთ, როგორ გამოიყურება მოკოსმოსვარსკვლავე (მომთაბარე) ქუარიელების ფლოტი:

6. "არ მადარდებს სად ვიბრძოლებ, მთავარია ვინმე მოვკლა", ანუ გრანტი

გრანტი კროგანია, უორლორდ ოკირის მიერ სინჯარაში გამოყვანილი „ბავშვი“, „სრულყოფილი“ კროგანი. რათქმაუნდა როგორც მისი რასის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი, გრანტიც აგრესიული და ფიცხია, თუმცა მეტ-ნაკლებად შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი. საერთოდ გრანტი სულით ხორცამდე მეომარია - აღნაგობით, ხასიათით, სიცოცხლისუნარიანობით ტანკივითაა და ყველაზე იშვიათად „კვდება“ მისიების დროს.

7. "ჩვენ არ გვაქვს შიშის გრძნობა, მაგრამ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს გრძნობა თქვენზე", ანუ ლეგიონი

ლეგიონი (Legion) - შეპარდის გუნდში ალბათ არცერთი რასის წარმომადგენლის გამოჩენა არ იყო ისეთი მოულოდნელი, როგორც გეთის. რათქმაუნდა გეთი სინთეტია, ან თუ გნებავთ უბრალო რობოტი და ამიტომ ცოტა არ იყოს „გონებაშეზღუდულია“ - მანქანასავით აზროვნებს და საუბრობს. როგორც მოგეხსენებათ, გეთებს ინდივიდუალური აზროვნება არ აქვთ, გამონაკლისი არც ლეგიონია, მასში 1184 გეთის ცნობიერებაა გაერთიანებული და ალბათ ამიტომ საკუთარ თავზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. ცხადია თავის საკუთარ სახელადაც „გეთი“ მიაჩნია, ამიტომ ხომალდის რობოტი სთავაზობს მას ახალ სახელს - „ლეგიონს“. იგი ბიბლიიდანაა აღებული - „სახელი ჩუენი ლეგიონ არს, რამეთუ ვართ ბევრნი". ასეა თუ ისე, კონკრეტულად შეპარდის დაქვემდებარებაში მყოფი გეთის „სხეული“ სხვათაგან მაინც განსხვავდება - ლეგიონს გული აქვს გაგლეჯილი ( :xelitavi: ) და „ჭრილობას“ შეპარდის მსგავსი, “N7” ჯავშნის ნაწილები უფარავს.
სხვათაშორის საინტერესოა ლეგიონის შექმნის რეალური ისტორია - თამაშის შემქნელებს გაუჩნდათ „განსხვავებული“ გეთის შექმნის იდეა, რომელიც მოთამაშისთვის რაიმე, მისთვის ნაცნობი კომპონენტით იქნებოდა აღჭურვილი და მხოლოდ თამაშის შექმნის ბოლო სტადიაზე გადაწყდა ლეგიონის შეპარდის ძირითად შემადგენლობაში ჩართვა. ესეც ლეგიონის "საიდუმლო" თვისება - ცეკვა:

გეთს მიმიკებიც აქვს:

რაც მას უფრო "ადამიანურს" ხდის. და რაც მთავარია, იცის რა არის ოვერქლოქინგი :-D თუკი მას წაიყვანთ მისიაზე აუცილებლად გაიგონებთ "Overclocking Kinetic Barrier Shields".

8. "მე ხალხს ვეხმარები, ზოგს ვკურნავ, ცუდებს - ვკლავ. ორივე მეთოდი დახმარებაა", ანუ მორდინ სოლუსი

თუ სალარიელების სამშობლოში არის სამეგრელო, მაშინ მორდინი უთუოდ მეგრელია, ან სულ ცოტა, სიტყვიერი ფაღარათი აქვს. სხვა თანამოძმეებისგან განსხვავებით აქვს ყავისფერი კანი და ქალის ტუჩები (არა, კაცია აშკარად). აკლია მარჯვენა ყური, ანტენა თუ კოპი (რაცაა მოკლედ). გახლავთ ტექნოლოგიების ექსპერტი, ზომიერად ემოციური, წელში კითხვის ნიშანივით მოკაკვული კვერცხისმდებელი არსება, რომელსაც აწუხებს წარსულის ცოდვები, კონკრეტულად კროგანების გენოფაგზე (თუ გენოციდზე) მუშაობა. ცდილობს შექმნას ანტი-გენოფაგი, თუმცა მისივე თქმით „პირველმნიშვნელოვანია კოლექტორების დამარცხება, არა გენოფაგის საწინააღმდეგო ფორმულის გამოყვანა“.

9. "თავს გაუჩეჩქვავ ვინმეს და საწყალი ბავშვიდან დამპალ ნაბ***რად იქცევი. იდიოტები", ანუ ჯეკი

ჯეკი. კაცი? არა, ქალი. ალბათ „ჟაკლინი“ ქვია. ცერბერუსის მიერ გენმოდიფიცირებული „სუბიექტი ზერო“, რომელსაც ბიოტური თვისებები შესძინეს. ჯეკს ნევროზი, მრისხანება, მერყეობა და თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი სხვა „სიკეთეები“ უხვად აქვს, ალბათ ამიტომ სძულთ იგი გეიმერებს - ისინი მასში საკუთარ თავს ხედავენ. ქვეშეცნეულად და არა გააზრებულად.

რათქმაუნდა ქალების ჩხუბის გარეშე აქაც არაფერი გამოვა, ჯეკი მირანდას ვერ იტანს :-D

10. "არ შეიძლება პიროვნება განსაჯო მხოლოდ მისი ნამოქმედარის მიხედვით", ანუ თეინ კრიოსი

დროლი. დიახ, ახალი რასის წარმომადგენელი. სხვათაშორის ამ რასის უცხოპლანეტელები Mass Effect 2-ში მხოლოდ ორნი არიან - თეინი და მისი გზას აცდენილი შვილი.
კრიოსი ამფიბიაა, ლაყუჩებით და აპკიანი თითებით ხვლიკს წააგავს, ელეგანტურ ქერცლიან კოსტუმშია გამოწყობილი და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, ამასთან ღრმადმორწმუნეა. იგი უკურნებელი სენითაა დაავადებული, წელიწადზე ნაკლები სიცოცხლე აქვს დარჩენილი და ცდილობს ეს დრო სამყაროს ბოროტებისგან გასასუფთავებლად გამოიყენოს. არატიპიური პერსონაჟია მკვლელისთვის, ვიტყოდი, რომანტიულიც კი. გეთანხმებით, მკვლელისთვის უჩვეულო ტიპაჟია და ალბათ სწორედ ეს იზიდავს მოთამაშეებს მასში. თუმცა თეინით გამოწვეული აღფრთოვანება თუ დაინტერესება აღფრთოვანებად რჩება - მოთამაშეს მოსწონს ის, რაც თავად არ არის და არ ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც კრიოსია, ურჩევნია პირდაღებული მიაშტერდეს მწვანე ხვლიკს, სინამდვილეში კი ჯეკის და გრანტის „ნაჯვარად“ რჩევა, ან უკეთეს შემთხვევაში - გარუსად.

11. კომიკური გადახვევა, ანუ ჯოკერი

ხომალდის მფრინავი ჯეფ მორო, იგივე ჯოკერი არ გახლავთ ME-ს "ძირითადი შემადგენლობის" წევრი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ იგი არ გახლავთ მებრძოლი და მფრინავის სავარძელში მოკალათებულს ურჩევნია საქმის კეთება, ჯოკერმა მაინც მოახერხა თამაშის ფანების გულების დაპყრობა და ME 2-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მოთამაშე მასაც მართავს. ყველა სიკეთესთან ერთად Normandy-ს კატასტროფისას ჯოკერი ექიმ ჰაუსივით დაკოჭლდა და წელშიც მოიხარა.
მორო ვერ იტანს ხომალდის ხელოვნურ ინტელექტ EDI-ს, რომელსაც ახალი ნორმანდიის მთავარ ნაკლად მიიჩნევს და ერთ-ერთ მომენტში ეუბნება კიდეც „Daisy Bell"-ის სიმღერას თუ დაიწყებ მერე კარგად იქნება ჩემი საქმეო. ცხადია ეს “Bioware”-ს მორიგი გონებამახვილობაა - სწორედ ამ სიმღერას მღეროდა ფილმ “2001: A Space Odissey”-ში ხომალდის ჭკუიდან გადასული ხელოვნური ინტელექტი.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ამ სტატიის პატივცემულმა ავტორმა საიდან დაასკვნა რომელი გეიმერს რომელი პერსონაჟი მოსწონს ან არ მოსწონს.. ჯეკი მაგარი ტიპშიი და მაგრად გამისწორდა თამაშში რო ვნახე და დამევასა.. ან კიდე ფსიქოლოგიური დასკვნები რო გამოაქვს თეინ კრიოსის ირგვლივ...
17-04-2010, 09:20:03 | STALKER2012

დავამატებ: ტალის აქცენტი პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია... ზოგადად, გახმოვანება 5-იანზეა
ჯეკს რაც შეეხება, არ შემძულდა, პირიქით მისი ისტორიის ბოლომდე გაგების შემდეგ ძალიანაც შემეცოდა...
18-02-2010, 02:06:33 | Gio_kiborg

ძალიან კარგია
ყველას ვურჩევ, ვინც ME2-ის თამაშს აპირებს, ჯერ ME1 დახუროს აუცილებლად...
მართალია გავლენა მეორე თამაშზე დიდი არაა, მაგრამ სამაგიეროდ ME-ს ატმოსფეროში უკეთ ჩაერთვებით
07-02-2010, 12:27:43 | Gio_kiborg


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.