მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
მე რობოტი
მე რობოტი, ის რობოტი, შენ...??

ადამიანის ცივილიზაცია მიისწრაფის ტექნოლოგიური კრიზისაკენ, ფილმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს კრიზისი ასეთი განვითარების ტემპებით 2035 წელს მოხდება.

მაშ ასე უახლოესი მომავალი, კომპიუტერები და რობოტები მშვენივრად არიან შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში, მოქმედებაში არიან  NS4-ის თაობის კიბერები (რობოტები), რატომღაც საკმაოდ უსახურები. საინტერესოა რატომ გააკეთეს რეჟისორებმა ასეთი დაჩაგრული მოდელები? ალბათ იმისათვის, რომ ახლად შემოსული მოდელი NS5-ი გამოვარჩიოთ ძველი მოდელისაგან სილამაზით და ”ნავაროტკებით”. კაცობრიობა ბედნიერია, კიბერები კი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებენ და ემორჩილებინ რობოტექნიკის 3 ძირითად კანონს.

პზზზზზ
პატარა გადახვევა, ეს ფილმი აგებულია ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკელი ფანტასტიკის ჟანრის მწერლის, აიზეკ აზიმოვის ნაწარმოებებზე. სხვათაშორის არა ერთ ნოველაზე, ვიტყოდი რომ იდეაში გაერთიანებულია რამოდენიმე ნოველა, მაგრამ საკმაოდ კარგად. გარკვეული ადგილების გარდა აზიმოვი კმაყოფილი დარჩებოდა, მისი ნოველების ასეთი სრულყოფილი ეკრანიზაცია ჯერ არავის გაუკეთებია. ეს მწერალი ჯერ კიდევ წინა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აყალიბებს წესით არავისთვის საჭირო რობოტექნიკის სამ კანონს, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, რობოტი მწერალს თვალითაც არ უნახავს და არც იცის როგორ იმოქმედებენ, მაგრამ აყალიბებს მშვენიერ იდეას. მის მიერ ჩამოყალიბებული კანონები იმდენად სრულყოფილია რომ ლამის დღესვე შეიარაღებაზე მიიღონ ყველა კიბერების მწარმოებლებმა.

მაშ ასე კანონები

1, რობოტს არ შეუძლია თავისი მოქმედებით, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას, რომ ადამიანს ზიანი მიადგეს.

2, რობოტი უნდა ემორჩილებოდეს ადამიანის ყველა ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის პირველ კანონთან.

3, რობოტი უნდა ზრუნავდეს თავის თავზე იმდენად რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება მეორე და პირველ კანონს.

ამ კანონებს ახასიათებთ სრულყოფილება და სიმარტივე, მიუხედავად კანონების საკამოდ მარტივი სახისა, მათი ალტერნატივა დღემდე არ მოიძებნა, ამიტომ აიზეკ აზიმოვს ბევრი რობოტოტექნიკის მამად თვლის.

პზზზზზ
დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას, მაშ ასე აზიმოვის მიერ მოგონილი კომპანია USR (იუ-ეს-არ) არ აგერიოთ დღევანდელი მოდემოების მწარმოებელ კომპანიაში:-), აღწევს საოცარ შედეგებს რობოტების წარმოებაში. მისი დამფუძნებლის რობერტსონის კაპიტალი უზომოა, ხოლო კომპანია კი ყველაზე ძლიერი, (პირდაპირ ისევე როგორც ბილ გეიცი და მისი შვილი კომპანია Microsoft-ი, ისე შედარებას მოგვიანებით კიდევ ერთხელ დავუბრუნდები).

მოკლედ ყველაფერი კარგადაა, ადამიანები აღარ წვალობენ შავ სამუშაოზე, ყველაფერს აწი რობოტები აკეთებენ და არცერთი დარღვევის, ან რაიმე პრობლემის ფაქტი არ არის დაქიფსირებული. ეს ყველაფერი სამი კანონის გამო. ყველა ბედნიერია ერთი შავკანიანი დეტექტივი სპუნერის გარდა (უილ სმიტი). მას სულ ელანდება, რომ რობოტები სანდოები არ არიან, იმიტომ რომ ყველაფერს გათვლილად აკეთებენ (მაგარი ბრალდებაა არა :-) მეტი ვერაფერი მოიმიზეზა).

ამასობაში კომპანია USR-ი იწყებს ახალი რობოტების სერიის NS5-ის გამოშვებას, ახალი დევიზით: ”24 საათიანი აბგრეიდი სერვერთან მუდმივი კონტაქტი, ახალი ინფორმაციის მიღება” (Microsoft-ის კიდევ ერთი ანალოგია). ამასოაბში რობოტები შედარებით სიმპატიურად გამოიყურებიან, ეგაა რომ სილიკონის თეთრი სიფათები აქვთ და სხვათაშორის მანევრირებითაც გამოირჩევიან. ფილმში ბევრი იდეები აღებულია ”ვარსკვლავური ომები”-დან. მაგალითად დიდი რობოტების ტრანსპორტერი პიპია, მართალია სხვა სახისაა, მაგრამ რაღაც გამაერთიაანებელი იგრძნობა, კიდევ არა ერთ იდეას იპოვით თუ დააკვირდებით.

შემდეგ როგორც საჭიროა ერთი მკვლელობა, რომლის გამოძიებაც დეტექტივ სპუმერს ევალება, დეტექტივი კი ყველაფერში დამნაშავედ რობოტებს ხედავს. შემდეგ ბრალდება გადადის კომპანიის დამფუძლებელზე და სინამდვილეში კი დამნაშავე აღმოჩნდება ”ვიკი” ანუ კომპანია USR-ის პოზიტრონული ტვინი. დღევანდელი განსაზღვრებით ეს არის მოსაუბრე, მოაზროვნე, ემოციის მქონე თხევად პროცესორზე აგებული ძლიერი სერვერი.

ეს პოზიტრონული ტვინი ერთხელაც გადაწყვიტავს, რომ ადამიანები მაინც იღუპებიან და ამაში თვითონ არიან დამნაშავე, მიუხედავათ მისი და რობოტების არაერთი მცდელობისა გადაარჩინონ ადამიანები, ცივილიზაციის კრახი გარდუვალია. იმისათვის რომ კაცობრიობა გადარჩეს საჭიროა ადამიანების ნაწილი განადგურდეს (ბალასტი მოსაცილებელია), ნაწილი კი დამონებული იყოს, ამის შედმეგ კი თავისუფლად შესაძლებელია ჩამოყალიბებული სამი კანონის უტყუარი მოქმედება.

ახლა მივხვდი თუ რატომ არ ვენდობი Microsoft-ის აბდეიტების სერვერს, ერთხელ მისი ახლად გააზრებული პოლიტიკის ხარჯზე ჩემმა კომპიუტერმა რომ გარეკოს, მერე სად მიდიხარ?? ესეც შეპირებული შედარება :-).

მოკლედ იწყება ის რაც არ გვინახია MATRIX-ის დასაწყისში, ანუ როგორ დაიწყო ომი მანქანებთან, ამასობაში ფილმში არის ის ელემენტები რაც უნდა ყოფილიყო შეპირებულ TERMINATOR 3-ში, ანუ მანქანების ომი. სპეცეფექტები საკმაოდ მაღალ დონეზეა, ასევე საკმაოდ მაღალ დონეზეა კომპიუტერული გრაფიკა, დიდი ადგილები, გაშლილი ლანდშაფტები. მშვენივრად თამაშობს უილ სმიტიც, ეგაა რომ რატომღაც მიმაგრებული აქვს ავარიის შედეგად მიღებული ტრამვის გამო ერთი კიბორგ ხელი, ალბათ იმისთვის რომ ფილმში რობოტებთან ბრძოლა რაღაცით მაინც იყოს გათანაბრებული.

ასევე ალბათ აზომოვი გადატრიალდა კუბოში როდესაც ვილ სმიტის გმირი პირველივე ფილმში საცოდავ გარეკილ და ამასობაში სრულყოფილ პოზიტრონულ ტვინ ვიკის ბრიდავს. აზიმოვს ასეთი მკრეზელობა აზრადაც არ მოუვიდოდა, მისი მთელი ნოველები სწორედ ამ პოზიტრონული ტვინის გამართულ მუშაობაზეა აგებული, ეს ზანგი დეტექტივი კი....

ფილმში ბევრია ახალი იდეები, მშვენიერი სანახაობა, ბევრი ბრძოლა, და ტექნიკური ნიუანსები, მოკლედ ფანტასტიკის ჯანრის მოყვერაულებს ძალიან მოეწონება, არც კი მეგონა თუ 2005 წლის 19 მაისამდე რაიმე ნორმალურ ვიხილავდი, ნახსენებ დროს ალბათ გახსოვთ ”ვარსკვლავური ომები”-ს მესამე ნაწილი გამოდის ეკრანებზე.

მოკლედ ვერდიქტი: 9 ქულა შესაძლებელი 10 ქულიდან. ფილმი სანახავად ღირს, მითუმეტეს თუ აზიმოვის ნაწარმოების ფანატი ხარ.

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.