COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » La-კულტურა » კუნძული

http://compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=32


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
კუნძული

რეჟისორი: მაიკლ ბეი (Michale Bay)
კომპოზიტორი: სტივ იაბლონსკი (Steev Jablonsky)
ვიზუალური ეფექტები: შარი ჰანსონი (Shari Hanson)
სპეცეფექტები: ILM (Lucas Film Ltd.)

მთავარ როლებში:
ევან მაკგრეგორი (Ewan McGreagor)
სკარლეტ იოჰანსონი (Scarlet Johanson)
შონ ბინი (Sean Bean)

ფილმი:
     აღნიშული ფილმის განხილვამდე მინდა მოგახსენოთ, რომ სტატია არ წარომადგენს პროფესიონალურ კინოკრიტიკასა და არანაირ პრეტენზიას არ აცხადებს. უბრალოდ, თქვენი მონა-მორჩილი ფანტასტკური ჟანრის დიდი მოყვარული გახლავართ და უბრალო ობივატელის პოზიციიდან მოგითხრობთ პირადი ემოვციების შესახებ. მაშ, ასე... დავიწყოთ:

     ბევრი ფუჭი და ბრტყელ-ბრყელი ფრაზების გარეშე შევუდგეთ ფილმის ნაწილ-ნაწილ “დაშლას”. უპირველეს ყოვლისა, მოკლედ განვიხილოთ სიუჟეტი, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

     მოვლენები ვითარდება უახლოეს მომავალში, სადას სპეციალურ მიწისქვეშა ინკუბატორებში აბსოლუტურად იზოლირებულ და პრაქტიკულად სტერილურ გარემოში ექიმებისა და ბიზნესმენების გარკვეულ ჯგუფს გამომწყვდეული ჰყავთ დიდი რაოდენობის კლონირებული ადამიანები. ოფიციალური ლეგენდის მიხედვით, დედამიწაზე მოხდა გლობალური კატასტროფა, რის შედეგადაც დაბინძურების მაჩვენებელმა უმაღლეს ზღვარს მიღწია; ზედაპირზე ცხოვრება სპეცაღჭურვილობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მხოლოდ რჩეულთა მცირე ჯგუფმა მოახერხა გადარჩენა და გარემოსაგან იზოლირებულ შენობაში თავის შეფარება. მთელს დედამიწაზე ხელუხლებელი კლიმატითა და ეკოსისტემით ერთადერთი კუძული გადარჩა. ყოველი ინდივიდი ოცნებობს იქ მოხვედრას, მაგრამ რადგან ადგილები შეზღუდულია, რეგულარულად იმართება ლატარია და მხოლოდ ბედნიერი ერთეულები ახერხებენ მიწიერი სამოთხისკენ გამგზავრებას.

     რეალურად კი საქმე შემდეგშია. საბედნიეროდ, დედამიწა გადაურჩა კატასტროფას, უბრალოდ კლონირების ტექნლოგია დაიხვეწა და მდიდარმა ადამიანებმა სულ რაღაც 5 მილიონად საკუთარი ასლები შუკვეთეს. ისე, ყოველი შემთხვევისათვის. დროთა განმავლობაში, როდესაც რომელიმე მათგანს ესა თუ ის ორგანო დასჭირდებ, მას კლონისაგან იღებენ და შესაბამისად კლავენ. ზოგს შვილის გაჩენა სურს, მაგრამ დროის უქონლობის ან ფიგურის გაფუჭების შიშით ან სხვა მიზეზის გამო ამ საქმეს კლონს აკეთებინებს და შემდეგ როგორც გამოყენებულ ნივთს თავიდან იცილებს. სიუჟეტურ ინტრიგას მატებს ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელობა კლიენტებს არ უმხელს, რომ კლონები სრულფასოვნად მოაზროვნე ინდივიდები არიან. ხელოვნური ადამიანები ოფიციალურად ე.წ. “ვეგეტატიურ” ცხოვრებას ეწევიან, ანუ ლობოტომირებული კომატოზნიკებივით წვანან და საერთოდ დაკარგული აქვთ გარემოსთან კავშირი. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ლატარიაში იგებს და არარსებულ კუნძულზე მიემგზავრება ის კლონი, რომლის ორგანოებიც შემკვეთს სჭირდება.

     რაღათქმაუნდა, მთავარი გმირი - ევან მაკგრეგორი (Ewan McGreagor) სრულიად შემთხვევით გაიგებს ამ საშინელ საიდუმლოს და თავის საუკეთესო მეგობართან ერთად (რაღათქმაუნდა, გოგონა და , რაღათქმაუნდა, ჰოლივუდის სტანდარტების სექს-ბობმბა - სკარლეტ იოჰანოსნი (Scarlet Johanson) მოახერხებს გაქცევას. შემდგომ სიუჟეტი სრულიად სტანდარტულ სახეს იღებს. ორნი გარბიან და “ცუდი ბიჭები” ყოველნაირად ცდილობენ მათ ლიკვიდაციას. გზადაგზა “სტანდარტულად” ანგრევენ ნახევარ მსოფლიოს, ათეულობით მანქანასა და საერთოდ ისე იქცევიან, რომ გამოგონილი გლობალური კატასტროფა თითქმის რეალური ხდება. რაღათქმაუნდა, საბოლოოდ ყველაფერი ჰეფიენდით მრთავდება. ბოროტი სასტიკად დაისჯება, საცოდავი კლონები განთავისუფლდებიან და მთელი მსოფლიო შეიტყობს მათ გასაჭირს. ჭირი იქა, ლხინი აქა.

     დამეთანხმებით დიდი ვერაფერი სიუჟეტია. საკმაოდ სწორხაზოვანია და უკვე 1000-ჯერ გადაღეჭილი. ძალიან წააგავს მ.ფ. “მეექვსე დღე”-ს, იმ განსხვავებით, რომ კლონის “დაშტამპვა” ამ უკანასკნელში სულ რაღაც 1-2 საათის საქმე იყო, დანარჩენად კი, მცირე ვარიაციების გარდა, სუჟეტუი ხაზი იდენტურია.

     სასაცილოდ ჟღერს არგუმენტი იმისა, თუ რატომ იქმნება სრულფასოვნად მოაზროვნე კლონი და არა მართლაც კომბოსტოსავით უტვინო არსება, რომელიც მხოლოდ ჯანსაღი ორგანოების საწყობია? ვითომდაც “ვეგეტატიურ” კლონს ემოციებისა და განცდების გარეშე შინაგანი ორგანოები უფუჭდებათ და კონდიციას კარგავენ. გაუგებარია ტექნოლოგიის ასეთი დონის განვითარების ფონზე თუ რატო ვერ ხერხდება კონკრეტული ორგანოების გაზრდა და ამისათვის მთელ ადამიანს ქმნიან, რათა მერე მაგალითად ღვიძლი ამოარიდონ და დანარჩენი ჯანსაღო ირგანოები კი უაზროდ გადაყარონ.

     მსახიბების თამაში ნამდვილად ვერ იწვვს დადებით ემოციებს, თუმცა მათ ეს სცენარის მიხედვით განსაკუთრებით არც მოეთხოვებათ. ასე თუ ისე თვითმყოფადი სახე ისევ “ძველ გვარდიას” გააჩნია, კერძოდ კი სტივ ბუშემის (Steve Buscemi) და შონ ბინს (Sean Bean), რომლებიც პირადი ქარიზმატულობით ახერხებენ დადებითი აურის შექმნას (შონ ბინი ყველაზე “ცუდი ბიჭია”, მაგრამ მაინც...).

     ერთადერთი რაც მართლა მაღალ დონეზეა ფილმში, ესაა დიზაინერთა და სპეცეფექტების სპეციალისტების კორექტული ნამუშევარი. მომავლის ქალაქი გემოვნებითაა დამუშვებული. მრავალფეროვნებაზეც ძალღონე არ დაიშურეს და შედეგად მივიღეთ თითქმის დამაჯერებელი სურათი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს უახლოესი მომავლის მეგალოპოლისი. უმეტეს ჰოლივუდურ ფილმში, რომელდა ბიუჯეტი თვით 200 მილიონს აჭარბებს, მომავლის გარემო საკმაოდ მარტივად და პირობითადაა წარომოდგენილი. მათგან განსხვავებით “კუნძულს” მრავალფეროვნება არ აკლია. მაგალითად მხოლოდ ავტომობილების 10-12 ნაირსახეობაა წარმოდგენილი და თანაც ისე, რომ მიუხედავად მათი კონცეპტუალური დიზაინისა, მაინც იგრძნობა დღევანდელი კლასიკური ფორმები. მოკლედ, ბევრო რომ აღარ გავაგრძელოთ, ისევე როგორც “ბეჭდების მბრძანებელი”-ის ნახვისას, ფილმის დადებითი ემოციების 60% დიზაინერების დამსახურებაა.

     სპეცეფექტები და სხვა ვიზუალური ეფექტები, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებს, განსაკუთრებით კი - სცენა, როდესაც საავტომობილო გზაზე დაგორებული უზარმაზარი ბითუმი ლითონის სარკინიგზო ვაგონის ბორბლრბი პირდაპირ სრესენ მანქანებს. ძალიან დამაჯერებლადაა ყველაფერი გაკეთებული განათებსა და ფიზიკური მოდელის ყველა დეტალისა და წვრილმანის გათვალისწინებით, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, რადგან აღნიშნული ეფექტები ლეგენდარულ სტუდია ILM-შია (Lucas Film Ltd.) დამზადებული.

     კიდევ რა დაგვრჩა? ჰო! ოდესღაც, ძალიან ადრე, კომპანია Apple-მ გააკეთა მეტად მემგებიანი და წინდახედული ნაბიჯი - დადო ხელშეკრულება მხატვრული ფილმების უმთავრეს მწარმოებლებთან, რათა ფილმებში ხშირად ყოფლიყო მათი კომპიუტერები. შედეგად ჩამოყალიბდა არაობიექტური აზრი, რომ მსოფლიოში ყველა სერიოზული ადამიანი მხოლოდ Apple-ს პროდუქციას იყენებს და შესაბამისად, მოიმატა გაყიდვების რაოდენობამ. დღესდღეობით მრავალი კომპანია მიხვდა ასეთი საქციელის მართებულობასა და ბოლოდ 5 წლის განმავლობაში სავაჭრო ნიშნების ნამდვილი ომი გაჩაღდა. არც “კუნძული”-ა გამონაკლისი. რას აღარ შეხვდებით აქ, “პუმა”, “ნოკია”, “კადილაკი”, მაგრამ ყვლაზე მეტი მაინც “მაიკროსფტმა” იაქტიურა. მათი სავაჭრო ნიშნები ხაზგასმით წინა პლანზეა ნაჩვენები და ცოტათი გაღიზიანებასაც იწვევს. განსაკუთრებით სასაცილო გამოდგა “ნოკია”-ს საქციელი, როდესაც დღევანდელ დღეს რეკლამირებული მობილური ტელეფონის მოდელი გამოაჩინა რამოდენიმე ათწლეულით დაცილებული მომავლის გარემოში.

     რაღა დაგვჩა?.. მუსიკალური გაფორმება. ვერ გეტყვით ,რომ საქმე რაიმე განსაკუთრებით ორიგინალურთან, ან შთამბეჭდავთან გვექნება, მაგრამ სტივ იაბლონსკის (Steev Jablonsky) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პოლინეზიური სტილის შერწყმით დასავლურთან, საკმაოდ სასიამოვნო ჟღერადობის მუსიკალური თემის შექმნა შეძლო. ეს მორიკონე არ არის, მაგრამ თავისებური შარმი მაინც გააჩნია.

     აი, ძირითადად რისი თქმა შეიძლება ასეთ მცირე მიმოხილვაში. მიუხედავად თავისი დადებითი და უარყოფიტი მხარეებისა, ფილმი მაინც კარგი საყურებელია (განსაკუთრებით კი ბოლო დროის საკმაოდ უხაროსხო ფილმების ფონზე). თუ გინდათ აღნიშნული სურათის “მუღამი” შეიგრძნოთ, აუცილებლად ნახეთ კინოთეატრში დიდ ეკრაზე. მართალია “ამირანის” მასშტაბები აშკარად მცირეა, მაგრამ ეკრანიდან ჩაწერილ არალეგალურ ასლს ათი თავით ჯობია.

RIPPER_RUNA

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები





კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.