COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ნოუთბუქები » HP NX6110 - Pentium M-ის ბაზაზე

http://compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=37


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
HP NX6110 - Pentium M-ის ბაზაზე
მობილური ბიზნეს ცენტრი

ასე თუ ისე, სწორედ ამ ნოუთბუქით გვიწევს ჩვენს საიტზე შესაბამისი განყოფილების გახსნა. რა თქმა უნდა აქვე განვათავსებთ ჩვენს მიერ ადრე ტესტირებულ რამდენიმე სხვა მოდელსაც, მაგრამ თავიდან ვიწყებთ შედარებით ახალი მოდელით. მაშ ასე ამჯერად ჩვენს ხელში აღმოჩნდა კომპანია HP-ს ნოუთბუქი მოდიფიკაციით 6110. სამწუხაროდ მოდელის ეს ნომერი პრაქტიკულად არაფერს ამბობს, იძლევა საერთო წარმოდგენას, მაგრამ იმის გამო რომ კომპანია HP-ს სჩვევია ერთ მოდელში გააერთიანოს რამდენიმე ვარიაცია ვიღებთ გარკვეულ გაუგებრობას.

როგორც წესი აქ შეიძლება შეგხვდეთ მოდელები მოკრძალებული Celeron M-ით დაწყებული, ხოლო ზღვარი კი არის Pentium m 1.86 -ის  ბაზაზე აგებული კომპიუტერი. ძირითადი მახასიათებლები მათ ერთნაირი აქვთ, ისივე როგროც გარეგნული მახასიათებლები, ეს ეხება ქსელს აუდიო ვიდეო მოწყობილობებს, მონიტორს და რა თქმა უნდა HDD-ს, განსხვავებული შეიძლება იყოს მეხსიერება და ოპტიკური მოწყობილობა. რა თქმა უნდა ეს არის საბაზისო მოდიფიკაცია, შეიძლება თქვენს ხელში მოხვდები კონკრეტული მოთხოვნებით დაკვეთილი მოდელი. მოკლედ შესავლიდან გასაგები ხდება რომ მოდელი 6110 აერთიანებს ერთნაირი ტიპის გაფორმებას, ეკრანს და ჩიფსეტს, დანარჩენი კი შეიძლება ან ქარხნის, ან დამკვეთის სურვილის, ან მოთხოვნის მიხედვით სხვადასხვა იყოს. მოკლედ გამოუცდელი მომხმარებელი შეიძლება გემრიელად დააბნიოს სახელმა, შიგთავსმა და ფასების აურაცხელმა დიაპაზონმა.

თუმცა ეს მომხმარებელს არ უნდა აწუხებდეს, წესით გამყიდველმა უნდა შეგარჩევინოთ მოდელი ფასისა და მოთხოვნის მიხედვით, სამწუხაროდ ჩვენთან ეს იშვიათი სიამოვნებაა. ამ გაუგებრობის კომპენსირებაში შეიძლება დაგეხმაროთ მწარმოებლის მეირ შემოთავაზებული დოკუმენტაცია, მაგრამ ხშირად ამ დოკუმენტაციას, მომხმარებელი კომპიუტერის შეძენის შემდეგ ხედავს. უბრალოდ არავის მოსდის თავში მაღაზიაშივე ყველა პარამეტრის აწონ დაწონა, არა და ტყუილა ჩქარობთ ჩათვალეთ თქვენი ცხოვრების 2 წლიან თანამგზავრს ყიდულობთ. 2 წლიანს იმიტომ რომ კლასიკურ შემთხვევაში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩვენი მობილური მეგობარი უნდა იცვლებოდეს, იმისათვის რომ მოდას და ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეს, ყოველ შემთხვევაში ასე გვასწავლიან  ნოუთბუქების მწარმოებლები.

მოკლე აღწერა
ჩვენს ამ სტატიის დაწერისას ხელში ჩაგვივარდა Pentium M 1.73 გიგაჰერციანი პროცესორის ბაზაზე აწყობილი მოდელი, საბაზისო 256 მეგაბაიტი ოპერატიულით და 60 გიგაბაიტიანი ხისტი დისკით.

საქართველოში როგორც წესი მოიპოვება ორი ძირითადი განსხვავების მქონე მოდელები, ერთია 915i-ს ჩიფსეტზე აგებული მოდელი, მეორე კი 910i ჩიფსეტზე აგებული მოდელი, ხშირად მაღაზიებში ნორმალურ ახსნას ვერ მიიღებთ, მაგრამ ძირითადი განმასხვავებელი არის სისტემური სალტე. სუფთა სუბიექტური აზრით მიაჩნია რომ 915-ის ბაზაზე აგებული კომპიუტერი უკეთესია, თუმცა უნდა ითქვას რომ მაღალი სიხშირეების გამო შედარებით მეტ ენერგიას მოიხმარს ეს კი თავისმხრივ უარყოფითად მოქმედებს ავტონომიურ კვებაზე, მაგრამ სერიოზულად თუ განვიხილავთ განსხვავება დროში საკმაოდ მცირეა.  სამაგიეროდ ვიღებთ ორ სიტუაციას, 910-ის ჩიფსეტის ბაზაზე შესაძლებელია მეხსიერების ორ რეჟიმში მუშაობა, პირველ შემთხვევაში ეს არის შედარებით ძველი DDR 333, რომელიც მხოლოდ ერთარხიან რეჟიმში იმუშავებს, ან შესაძლებელია DDR II 400-ის გამოყენება, რომელიც უკვე ორარხიან რეჟიმში იმუშავებს, ამას სამწუხაროდ მომხმარებელი ვერ ამოირჩევს, ეს ქარხანაშივე იქნება ამორჩეული და შეგხვდებათ, ან ერთი, ან მეორე ვარიანტი. მოკლედ  915-ის შემთხვევაში სავარაუდოდ მიიღებთ ორარხიან რეჟიმში მომუშავე DDR II 400 მეხსიერებას, პლიუს 400 მეგაჰერციანი სისტემური სალტის მაგივრად გექნებათ 533 მეგაჰერციანი სისტემური სალტე. დავასრულოთ ეს თემა და საბოლოთ ვთქვათ რომ  ჩიფსეტებიდან შეიძლება შეგხვდეთ, ან Intel i910GML, ან Intel 915GM.

მიუხედავად იმისა თუ რომელი ჩიფსეტი შეგხვდებათ გარანტირებულად გექნებათ Intel® Graphics Media Accelerator 900-ის ვიდეო სისტემა. ვიცი რომ ბევრი ნებისმიერ ინტეგრირებულ ვიდეო სისტემაც ცალი თვალით უყურებს მაგრამ ვიტყოდი რომ ეს ვიდეო სისტემა ერთერთი იმ გამონაკლის შემთხვევებში შედის როდესაც ინტეგრირებული ვიდეო ზოგჯერ ცალკე არსებულ ვიდეო სისტემას ჯობნის. რა თქმა უნდა ეს გამოთქმა მობილური პლატფორმებისთვისაა მართებული და არაფერი საერთო არ აქვს სამაგიდო სისტემებთან. საერთო ჯამში თუ ძალიან მოინდომებ, უპრობლემოდ შესძლებ Half Life II-ის, ან GTA San Andreas -ის თამაშს. არ დაგავიწყდეთ რომ ვიდეო აქსელერატორი DirectX 9.0 და OpenGL 1.4-ის სრული მხარდაჭერით გამოირჩევა, თან აქვს შესაძლებლობა ოპერატიული მეხსიერებიდან 128 მეგაბაიტამდე ოპერატიული მიირთვას.  რა თქმა უნდა ეს საბაზისო 256 მეგაბაიტიან მოდელში გაუმართლებელია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია. არ გესწავლებათ რომ ძირითადად ნოუთბუქები განეკუთვნებიან ეგრეთწოდებულ ბიზნეს კლასს, ად არა Game კლასს, რატომღაც ჩვენთან მოდაში შემოვიდა, თუ ნოუთბუქს ყიდულობ მაინცა და მაინც იაფი უნდა იყოს და შესაძლებელი უნდა იყოს Quaqe III-ის უპრობლემო თამაში. რა თქმა უნდა ასეთი სპეციალური GAME მოდელები გამოდის, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო იაფიან, ან ბიზნეს კლასის მოდელის ნოუთბუქებთან, სხვათაშორის სიტყვას მოყვა და აქვე დავძენ ჩვენი მოდელი nx6110 განეკუთვნება ბიზნეს მოდელს ყველა სახის მოდიფიკაციაში, აქედან გამომდინარე მისი გაფორმებაც საკმაოდ მკაცრია.

გაფორმების მხრივ ვიტყოდი რომ გარეგნულად ნოუთბუქი სასიამოვნო შავი ფერისაა, რაღაცით ხაზს უსვავს თავისი გარეკანით რომ მასთან მიმჯდარი ადამიანი მთელი სერიოზულობით მუშაობს, არ არის გეიმერი და სავარაუდოდ კომპიუტერული ტექნიკის მცოდნე არ არის, სამაგიეროდ თავისი საქმე შესაბამის დონეზე იცის, მოკლედ შავი ფერის შარვალ-კოსტუმიანი მომხმარებლებისთვის ზედგამოწერილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვებს არ მოუხდებათ nx6110-ის ხაზი, მოკლედ  არც სტუდენტის, ან სხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის იქნება დასაწუნი. სამწუხაროდ ნოუთბუქი მხოლოდ კლასიკურ შავ ფერში გამოდის, ასე რომ ვერცხლისფერ, ან თეთრ და წითელ ფერებს შეძენისას არ უნდა ელოდოთ.

თვითონ კორპუსი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. უპრობლემოდ უძლებს უხეშ მოპყრობას და ცხიმიან ხელებს, თუ კორპუსი დაგესვარათ, საკმარისია რბილი ნაჭრით ცოტათი ძლიერად გაწმინდოთ და ვუალია... საწყის მდგომარეობაში ვდრუნდებით.
მოკლედ უხეში წარმოდგენა უკვე შეგექმნათ და დროა სრულ აღწერას შევუდგეთ, ჩვენს ხელთ მოხვდა მოდელი: NX6110 S/N: PY511EA#ACB. პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

მჯირდება კომპაქ NX7400 ეკრანი და დამთენი გამომეხმაურეთ რიალურ ფასად შევიდძენ 855181006
09-06-2009, 14:14:01 | 777seven

მაქვს ასუს ფ3სვ ნოუთბუქი არის ვისტა, შეიძლება თუ არა რომ ვინდოუსი ჩავცერო? და მაინტერესებს რამდენად ძლიერია ეს ნოუთბუქი?
05-12-2008, 21:06:31 |

ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმაროთ სასწრაფოდ მჭირდება და იქნებ ვინმეს შეგიძლიათ მაშოვნინოთ....მინდა ნოუტბუქი HP Compaq nx6110 ოღონდ ისეთი რომ არ მუშაობდეს რა დარხეული ქონდეს ყველაფერს უბრალოდ შეხედულებით იყოს HP Compaq nx6110.არაპერი არ აკლდეს ნაწილები პროსტო დარხეული ქონდეს რაა,დამტენი და რაღაცეები არ მინდა მაქვს,სასწრაფოდ მჭიდრება და გთოხვთ მიშოვოთ,დიდათ დამავალებთ,წინასწარ მადლობა.. მომწერეთ მისამართზე: big.zura1@mail.ru
24-07-2007, 01:46:22 | bigzura

თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ფირმის note-book ი ვიყიდო და რა მონაცემებით ???
26-06-2007, 03:28:36 | leluka

shakro
უმრავლესობას ინტეგრირებული ვიდეო სისტემა აქვს, - განპირობებულია მUშოაბის სპეციფიკით და ენერგიის ეკონომიით, თუმცა არის სპეციალური გეიმ ვერსიებიც.
მეხსიერება, არ არის აუცილებლად 512 მეგაბაიტი აქსიომა, არის 1 და იშვიათად 2 გიგაბაიტიანი მოდელებიც.
ვინჩესტერი დრევანდელ სუპერ გაგიჟებულ მოუთებშI შეიძლება 500 გიგას აღემატებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სწორედ ასეთი უნდა აირჩიო, იდეაში ნოუთბუქისთვის 40-60 ნორმალურის 80-120 გიგაბაიტი პრაქტიკულად იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს
ყველაზე დიდი ხანგრძლივოდა დღეისათვსი არის 18 საათი, მაგრამ ეს ულტრა თხელ და ულტრა პატარა ნოუთს აქვს ასეთი მონაცემი, ეკრანი 8 დუიმი, ფლეშ HDD და ასე შემდეგ. იდეაშI ყველაზე ბანძ ნოუთს უნდა შეეძლოს მინიმუმ 2 საათი ავტონომიურად მუშაობა, საკაიფოდ ითვლება 3-4 ან 6 საათი, ამაზე ზემოთ არსებობს ერთეული მოდელები, მაგრამ უკვე სუპერ შიკარნი ვარიანტში გადიან. ყველაზე კაი გამოსავალია HP-ს დამატებითი აკუმულატორები, მაგალიტად საბაზისო აუმულატორით ნოუთი მუშაობს 3-4 საათი დაამატებ დოკ სადგურის მაგვარ დამატებით აკუმულატორს და დრო შეიძლება 5-8 საათამდე გაიზარდოს. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ 17 და მეტ დუიმიანი ნოუთებიც, როემლთა ავტონომიური მუშაობის დროს ზოგჯერ 30 ჭუთს არ აღემატება - პირადი აზრით ასეთი ნოუთბუქის შეძენას და უზარმაზარი ფულის გადაყრას თუ რაიმე კონკრეტული საქმე არ მოითხოვს ჯობია სამაგიდო კომპიუტერი იყიდო, ან უფრო იაფად გამოხვალ, ან ისეთ მხეც მანქანას ააწყობ რომ ვერცერთი ნოუთბუქი ახლოსაც ვერ მოვა.
24-03-2007, 01:04:34 |

საერთოდ ყველა ნოუთბუქს ინტეგრირებული ვიდეო კარტა აქვს?
და მაქსიმუმი 512 მბ ოპერატიულის?
ვინჩესტერი ხომ შეიძლება 60 GB მეტი დაყენდეს ნოუთბუქში?
ყველაზე მაქსიმუმი ხანგრძლივობა ბატარეის რამდენი შეიძლება იყოს?
02-12-2006, 21:18:37 | shakro


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.